მოწყობილობები და გადაწყვეტილებები საცალო ვაჭრობისთვის

კომპანია BS/2 აწოდებს, ამონტაჟებს, ატარებს საჭირო ინტეგრაციებს და ახდენს გადაწყვეტილებების და მოწყობილობების ტექნიკურ მხარდაჭერას მსოფლიო წამყვანი მწარმოებლებისთვის: Diebold Nixdorf, Datalogic, Bizerba, Zebra, CCL Tech, Modern Expo

რითეილისთვის განკუთვნილ ჩვენს პროდუქტების პორტფოლიოში შედის საკასო მოწყობილობები (მათ შორის თვითმომსახურების სისტემები), საწონი და ტექნოლოგიური მოწყობილობები,მოწყობილობები მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ავტომატიზაციისთვის, გადაწყვეტილებები სამუშაო ადგილის ერგონომიკისთვის საცალო ვაჭრობაში, და ასევე პროგრამული უზრუნველყოფა,რომელიც იძლევა საშუალებას პერსონალსა და მყიდველებს შორის ურთიერთქმედება გახდეს უფრო ეფექტური, შემცირდეს სავაჭრო წერტილის ფლობის მთლიანი ღირებულება.

მომსახურება საცალო ვაჭრობის სექტორისთვის

ტექნიკური მხარდაჭერა

სხვადასხვა მწარმოებლის სავაჭრო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების ფართო სპექტრი და მათი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

IT ინფრასტრუქტურის მომსახურება

It-ინფრასტრუქტურის მუშაობის გაფართოება, მხარდაჭერა და მონიტორინგი, ასევე, მთლიანად საინფორმაციო სისტემის ან მისი შემადგენელი პროცესების ნაწილის მართვა.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების სახით მიწოდება. მოწყობილობებისა და პროგრამული გადაწყვეტილებების შრომისუნარიანობის ინსტალაცია, განახლება და მხარდაჭერა.

ეკვაირინგის ქსელის აუტსორსინგი

ეკვაირინგის ქსელის მუშაობის, მომსახურებისა და განვითრების უზრუნველყოფა. POS-ტერმინალების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, გაუმართავი POS-ტერმინალების შეკეთება და შეცვლა.

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება

სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება საცალო ვაჭრობის სფეროსა და ბიზნესის სხვა სახეებისთვის. მისი ინტეგრაცია და დანერგვა.

კონსალტინგი

მომსახურების კომპლექსი, რომელიც კომპანიებს IT- ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლის გაზრდასა და რისკების ეფექტურად მართვაში ეხმარება. საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა პროექტის დაგეგმვის და პილოტირების სტადიაზე, ასევე, გადაწყვეტილების ექსპლუატაციის პროცესში.

სწავლება

სავაჭრო-მომსახურების საწარმოების თანამშრომელთა სწავლების ორგანიზება მოწყობილობებისა და პროგრამული გადაწყვეტილებების ეფექტურად გამოყენების მიზნით. პროფილური სპეციალისტების სერტიფიცირება.

ჩვენი პროექტები