ტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურების ღირებულების შემცირება

სატერმინალო ქსელის მფლობელის დანახარჯებში ერთ-ერთი მუხლი სატერმინალო მოწყობილობების შრომისუნარიანობის მხარდაჭერაა, რადგან ტერმინალების ექსპლუატაცია დაკავშირებულია მათ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებასა და ცალკეული კვანძების და დეტალების რეგულარულ შეცვლასთან. ამავე დროს, ტერმინალის ნებისმიერი უბრალო მოცდენა დროული შეკეთების და მომსახურების დაყოვნების გამო, ხანმოკლეც კი, ფინანსური ორგანიზაციის პირდაპირ ფინანსურ და რეპუტაციულ დანაკარგებს უკავშირდება.

როგორც წესი, სერვისის მიწოდების კომპანია (ან თავად ფინანსური ორგანიზაციის სერვისის მიწოდების ქვედანაყოფი) სახარჯი მასალების და სათადარიგო ნაწილების ღირებულებაზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა, მათი რაოდენობის ოპტიმიზაცია საწყობში და სერვის-სამუშაოების ოპტიმალური ორგანიზება სერვისული მომსახურების ჯამური ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირების და ტერმინალური მომსახურების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას სერვისული მომსახურების ორგანიზებისთვის შეუძლია მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებასთან, სერვისული მომსახურების დაგეგმვასთან, მაკომპლექტებელი და სახარჯი მასალების შესყიდვასთან, სათადარიგო ნაწილების საწყობთან დაკავშირებული მთელი რიგი ამოცანების გადაჭრა.

ოპტიმიზაციის სფეროები

სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების რაოდენობა საწყობში

დანახარჯები პერსონალზე, ტრანსპორტზე, საწვავზე და სხვ

სამუშაოების შესრულების დროის დაცვა

სერვისული მომსახურების პროცესების ორგანიზება

სათადარიგო ნაწილების რაოდენობის ოპტიმიზაცია საწყობში

ერთ-ერთ სირთულეს, რასაც სერვისის მიწოდების კომპანიები აწყდებიან, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვის ორგანიზებაა. არასათანადო აღრიცხვის შემთხვევაში ორგანიზაციებში თავს იჩენს საჭირო დეტალების დეფიციტის ან სიჭარბის პრობლემა საწყობში, რაც იწვევს მოწყობილობის არამარტო მოცდენას არადროული მომსახურების და რემონტის გამო, ასევე, საჭიროებს დამატებით დანახარჯებს.

სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების შესყიდვის ოპტიმიზაციით მომსახურების მიწოდების ორგანიზაციას შეუძლია მიაღწიოს შესასყიდი კვანძების, სათადარიგო ნაწილების და დეტალების რაოდენობის არსებით შემცირებას, ასევე შესაძლებელია საწყობში შენახვის, ლოგისტიკის და საბაჟო გაფორმების ხარჯების შემცირება, თვითმომსახურების მოწყობილობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

შიდაორგანიზაციული ხარჯები

სერვისის მიწოდების სტრუქტურის აწყობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ოპერაციულ დანახარჯებთან პერსონალზე (თანამშრომლების ხელფასი, სწავლება, დაზღვევა, სამუშაო ინვენტარი) და ტრანსპორტზე (საწვავ-საპოხი მასალები, დაზღვევა, რემონტი).

პერსონალის ამოცანების და დროის კონტროლისთვის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების და საწვავის აღრიცხვისათვის შექმნილი გადაწყვეტილებების გამოყენებით შესაძლებელია სერვისულ მომსახურებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაცული დანახარჯების, ასევე, პროცესების მართვისა და მათი ეფექტურობის კონტროლის ოპტიმიზაცია.

კომპენსაცია და ჯარიმები SDL დარღვევისთვის

სერვისის მიწოდების ბიზნესი სხვადასხვა ოპერაციულ რისკებს უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთი სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ დაფიქსირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაა თავისი კლიენტების წინაშე. ტერმინალების მოცდენა გაუმართაობის გამო ან არასათანადო მომსახურების გამო იწვევს პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებს, მოგების დაკარგვას, მომხმარებლების ლოიალობის დაქვეითებას.

SLA დაცვის კონტროლის ინსტრუმენტი სერვის-ინჟინრების ამოცანების პრიორიტეტიზირების საშუალებას იძლევა იმგვარად, რომ გამოირიცხოს მსგავსი სიტუაციები.

უპირატესობები

სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჯაჭვის ეფექტური მართვა

სერვის-ინჟინრების განმეორებითი გასვლების რიცხვის შემცირება

ლოკალური რემონტის ეფექტური ორგანიზება

ავტოტრანსპორტით სარგებლობის და საწვავ-საპოხი სახარჯი მასალების კონტროლი

SLA მაჩვენებლების კონტროლი

სერვის-ინჟინრების მოცდენის დროის შემცირება