მონაცემთა შეგროვების ტერმინალი

მონაცემთა შეგროვების მობილური ტერმინალები Datalogic ხელს უწყობს სამუშაო პროცესებისა და ოპერაციების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდას საცალო ვაჭრობაში, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში, ასევე, ჯანდაცვაში.

მონაცემთა შეგროვების ტერმინალების ხაზი Datalogic მოიცავს მოწყობილობების ფართო სპექტრს, რომლებიც სმარტფონების მობილურობასა და მძლავრი სტაციონალური კომპიუტერების საიმედოობას აერთიანებს, რაც მაღალი მწარმოებლურობის და სავაჭრო ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას იძლევა, უზრუნველყოფს საუკეთესო სერვისს სავაჭრო ორგანიზაციის მომხმარებლებისთვის.

მოწყობილობები

Memor 20 – მობილური კომპიუტერი, საუკეთესო თავის კლასში, იყენებს ახალი სმარტფონების უახლეს ტექნოლოგიებს. გამოირჩევა მაღალი საიმედოობით, განსაკუთრებული სიმტკიცით და უზრუნველყოფს 1D- და 2D-სკანირების მაღალ მწარმოებლურობას როგორც შენობაში, ისე ღია სივრცეში მუშაობისას.

  • სენსორული ეკრანი 5,7″ (18:7), ფორმატი FHD, ნაწრთობი მინა
  • ფუნქცია Smart Dock
  • არასანქცირებული გამოყენებისგან დაცვა

Memor K - კომპაქტური და მძლავრი მობილური კომპიუტერი Android-ის ბაზაზე, რომელსაც აქვს მონაცემთა შეგროვების ყველა აპლიკაციის მხარდაჭერა (ინვენტარიზაცია, დამხმარე გაყიდვები, საქონლის მიღება საწყობში და სხვ.). მძლავრი პროცესორი და დიდი მოცულობის მეხსიერება უზრუნველყოფს მაღალ მწარმოებლურობას, ხოლო მოსახერხებელი ინტერფეისი და მანათობელი კლავიატურა - მონაცემების სწრაფ შეტანას და ინფორმაციის სწრაფად მოძიებას.

  • ეკრანი 4”
  • კლავიატურა განათებით
  • შეცვლადი აკუმულატორი, ტევადობით 3800 მა-სთ
  • დაცვის კლასი IP54 (დარტყმაგამძლე კორპუსი)

მობილური კომპიუტერი Skorpio X4 აღჭურვილია თავის კლასში ყველაზე დიდი, კარგად კითხვადი, 3.2“ დიაგონალის მქონე ფერადი სენსორული დისპლეით და მრავალბირთვიანი პროცესორით, რომელიც მუშაობის მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს.

  • დისპლეი 3.2″
  • კლავიატურის არჩევანი: 50, 38 ან 28 ღილაკი
  • Wi-Fi და Bluetooth 4.0 დაკავშირების მხარდაჭერა
  • დაცვის კლასი IP64 (დარტყმაგამძლე კორპუსი)
ჩვენი გუნდი მოხარული იქნება გასცეს პასუხი თქვენს კითხვებს დატოვეთ შეტყობინება ერთ - ერთ ჩვენს წარმომადგენელთან და ჩვენ დაგიკავშირდებით რაც შეიძლება სწრაფად.

ემილ მუსაევი

საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გაყიდვის განყოფილების ხელმძღვანელი

ჩვენი პროექტები