TransLink.iQ

TransLink.iQ – წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ პლატფორმას POS-ტერმინალების ქსელის მართვისთვის და ტრანზაქციების მარშრუტიზაციისთვის. გარდა ამისა გადაწყვეტილება იძლევა ექვაირინგული მოწყობილობების ფუნქციონალის განვითარების საშუალებას, ახალი შესაძლებლობების დამატებით გადახდის ტერმინალების საბაზისო ფუნქციების ნაკრებზე.

პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას სისტემის ყველა ხელმისაწვდომი ფუნქცია სხვადასხვა მწარმოებლის POS-ტერმინალებზე მართვის ერთიანი ლოგიკის ფარგლებში.

პლატფორმა TransLink.iQ შემუშავებულია საერთაშორისო გადახდის სისტემების მოთხოვნათა გათვალისწინებით და შეესაბამება საბარათე ოპერაციების PCI PA-DSS უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნებს .

პროგრამული პლატფორმა TransLink.iQ შემუშავებასა და დანერგვას ახორციელებს კომპანია ASHBURN International, რომელიც შედის BS/2 ერთად Penki Kontinentai კომპანიების ჯგუფში. მეტის გაგება TransLink.iQ -ზე და კომპანია ASHBURN International] სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე

გამოყენების უპირატესობები

ექვაირინგული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება

ექვაირინგული ქსელის მუშაობის ეფექტურობის ამაღლება

ექვაირინგის ქსელის შემოსავლიანობის ზრდა

POS- ტერმინალების პარკის შენარჩუნებაზე გაწეული ხარჯების შემცირება.

სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია

კლიენტების მომსახურების ხარისხის ამაღლება და მათი ლოიალობის ზრდა.

ახალი კლიენტების მოზიდვა

კომპლექსური მონიტორინგი და ანალიტიკური ანგარიშგება ექვაირინგული ბიზნესის განვითარებისთვის.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

POS- ტერმინალების პარკის ცენტრალიზებული მართვა.

გადაწყვეტილება იძლევა სხვადასხვა ტიპის POS- ტერმინალების პარკის დისტანციური მართვის საშუალებას, პარამეტრების დაყენების, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და განახლების საშუალებას.

ტრანზაქციათა ნაკადის მონიტორინგი და POS- ტერმინალების მდგომარეობა.

სისტემა აგროვებს და ერთიანი მომხმარებლის ინტერფეისის ფარგლებში ასახავს ინფორმაციას ყოველი POS- ტერმინალის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ქსელში, ასევე აკვირდება ტრანზაქციების ნაკადის მიმდინარეობის ინტენსიურობასა და სიჩქარეს და წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას თავად ტრანზაქციების შესახებ.

ახალი ფუნქციონალის დანერგვა POS-ტერმინალებზე

TransLink.iQ პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილი არქიტექტურა იძლევა გადახდის ტერმინალების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაფართოების საშუალებას, მოწყობილობებზე ახალი არაკლასიკური ფუნქციების დამატებით.

ონლაინ-ფისკალიზაციის დანერგვა

სპეციალური გადაწყვეტილება POS-ტერმინალებისთვის, რომელლიც შემუშავებულია TransLink.iQ პლატფორმის ბაზაზე, საშუალებას იძლევა რეალიზებულ იქნას მოწყობილობებზე ონლაინ-ფისკალიზაციის ფუნქცია საქონლის საფასურის გადახდისას (როგორც ბარათით ასევე ნაღდი ფულით) ამასთან მონაცემები ტრანზაქციის შესახებ ონლაინ რეჟიმში გადაეცემა ფისკალურ ორგანოებს.

დაშიფვრის გასაღების ავტომატიზებული მართვა

მონაცემთა (RSA) დაშიფვრის ასიმეტრიული ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, TransLink.iQ იძლევა დაშიფვრის გასაღების მართვის ავტომატიზების საშუალებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ამ პროცესს,უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველყოფით.

ანალიტიკური ანგარიშგება POS-ტერმინალების მუშაობის თაობაზე და ტრანზაქციების მიმდინარეობა.

TransLink.iQ აგროვებს მონაცემებს გადახდის ტერმინალების ქსელის მუშაობაზე და ტრანზაქციების მიმდინარეობაზე ონლაინ-მონიტორინგის მიზნით და გადმოტვირთავს მათ ცალკეულ ბაზაში რეტროსპექტიული ანალიტიკის ჩასატარებლად.

მულტიბანკინგის ფუნქციონალობის მხარდაჭერა

TransLink.iQ იძლევა ტრანზაქციების გაგზავნის საშუალებას სხვადასხვა ბანკ-ექვაირებში ბარათის პარამეტრებიდან გამომდინარე, რაც ამცირებს მერჩანტებისთვის ტრანზაქციების დამუშავების თვითღირებულებას და ზოგიერთ შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას გაწეულ იქნას ეკონომია სავაჭრო ექვაირინგის საკომისიოზე.

მულტიბანკინგის ფუნქციონალობის მხარდაჭერა

TransLink.iQ იძლევა გადახდის ტრანზაქციების მიწოდების საშუალებას სხვადასხვა პროცესინგულ ცენტრებში, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ექვაირინგულ სისტემებთან.

მულტიბანკინგის ფუნქციონალობის მხარდაჭერა

TransLink.iQ იძლევა ერთი ფიზიკური მოწყობილობის გამოყენების საშუალებას გადახდის განხორციელებისთვის საქონლისა და მომსახურების ხვადასხვა გამყიდველების სასარგებლოდ. ამგვარად, ერთი მოწყობილობის გამოყენება შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე მერჩანტს.

ტრანზაქციების ნაკადის ამომცნობი

ტრანზაქციებს შესაძლებელია მიენიჭოს მესამე სისტემების იდენტიფიკატორები ( სადაზღვევო პოლისის, საბაჟო მოსაკრებელის, ჯარიმის, მომსახურე პერსონალის ID იდენტიფიკატორი) -ამგვარად მიმდინარეობს ნაკადის „გაფერადება“. ინფორმაცია გადახდების თაობაზე ექსპორტირდება მესამე სისტემებში, სადაც შეიძლება გამოიყენებოდეს გადახდების იდენტიფიკაციებისთვის.

ტრანზაქციების მარშრუტიზაცია

გადაწყვეტილება TransLink.iQ იძლევა ტრანზაქციების ლოგიკური გაყოფის საშუალებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მათ შორის ტრანზაქციები ერთი POS-ტერმინალიდან) და მათი გაშვებისა სხვადასხვა პროცესინგულ ცენტრებში და სხვა გარე სისტემებში.

გადაწყვეტილების მიწოდების ფორმატი

საკუთარი სისტემა

კლიენტი შეიძენს მზა პროგრამულ გადაწყვეტილებას და განათავსებს მას საკუთარ ინფრასტრუქტურაში. კლიენტის მოთხოვნით შესაძლებელია POS-ტერმინალების შესაძლებლობების ფუნქციონალური გაფართოება, საჭირო ინტეგრაციების ჩატარება შიდა და გარე სისტემებთან.

გადაწყვეტილების იჯარა

კლიენტი იყენებს პროგრამულ გადაწყვეტილებას იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება კომპანია Penki kontinentai ინფრასტრუქტურაში.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

კლიენტი გადასცემს POS- ტერმინალების პარკის მართვას, ტრანზაქციების მარშრუტიზაციის უზრუნველყოფას და ტრანზაქციების ნაკადის მონიტორინგს რეალური დროის რეჟიმში კომპანია Ashburn international, რომელიც შედის კომპანია Penki kontinentai შემადგენლობაში.

ყველა პროგრამული გადაწყვეტა

თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

გადახდების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თვითმომსახურების აპარატების შესაძლებლობების გაფართოება

ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სისტემა

ვალუტის გაცვლა ბანკომატებზე

სერვისული მომსახურების პროცესების ავტომატიზება

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

POS-ტერმინალების ქსელის მართვა და ტრანზაქციების მარშრუტიზაცია.

ტექნიკური მონიტორინგი და თვითმომსახურების მოწყობილობების მართვა

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების წინ წამოწევა

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეკომენდაციების მიღებაში იმაზე,თუ რომელი პროდუქტები უკეთესად მოერგება თქვენს კომპანიას. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ღილაკი „დაგვიკავშირდი“ მეშვეობით.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე