ATMeye.iQ

ATMeye.iQ – არის კომპლექსური პლატფორმა ბანკომატების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომელიც იყენებს ვიდეოთვალთვალისა და ვიდეოანალიტიკის სისტემებს, ფიზიკური ზემოქმედების სპეციალური სენსორების ნაკრებს, ანტისკიმინგურ მოწყობილობებს და სხვა პერიფერიას.

პლატფორმა იძლევა დისტანციური სადღეღამისო თვალთვალის შესაძლებლობებს ყველა მოვლენისა,რომელიც ხდება ტერმინალებისგან უშუალო სიახლოვეზე. ეს ხელს უწყობს თაღლითობისა და ვანდალიზმის შემთხვევების შემცირებას, დაკავშირებულს თვითმომსახურების მოწყობილობებთან, ეხმარება კლიენტებთან სადავო სიტუაციების გადაწყვევტას.

პროდუქტის ბარათი

გადაწყვეტილების უპირატესობა

ბანკომატების უსაფრთხოების დონის გაზრდა

ტერმინალების დაცვა ფიზიკური იერიშებისგან, თაღლითური ოპერაციებისგან, ვანდალიზმისგან

პროაქტიური თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის მონიტორინგი

უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ოპტიმიზაცია

ტერმინალური ქსელის მხარდაჭერის სამსახურის მუშაობის ოპტიმიზაცია

კლიენტებთან სადავო სიტუაციების სწრაფი გადაწყვეტა

ფუნქციონალური შესაძლებლობები

ბანკომატების მუშაობის ვიდეომონიტორინგი

АТМеуе.iQ პროგრამული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ბანკომატზე მოვლენების ფოტო და ვიდეომონიტორინგს და ასევე მასთან უშუალო სიახლოვეზე რეალური დროის რეჟიმში. ეს იძლევა მოვლენების სურათის დეტალური აღდგენის საშუალებას, რომელიც თან ახლავს ყოველ ტრანზაქციას, ან ინციდენტს, მომხდარს თვითმომსახურების ზონაში.

ფოტოს და ვიდეოს მიბმა ტრანზაქციაზე ან სხვა მოვლენაზე და მოხერხებული ძებნა

ყველა ფოტო- და ვიდეო მასალა ბანკომატების კამერებიდან ავტომატურად ებმის ტრანზაქციას ან მოვლენას თვითმომსახურების მოწყობილობაზე უფრო მოხერხებული ძებნისთვის და დროის შესამცირებლად ინციდენტზე ანგარიშის შესადგენად.

კამერების დისტანციური პარამეტრების დაყენება და მათი მდგომარეობის შემოწმება

ბანკომატის კამერის დაზიანების, განზრახ გაფუჭების ან დახურვის შემთხვევაში სისტემა უგზავნის განგაშის შეტყობინებას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს. ამასთან, გადაღების რეჟიმი შეიძლება დისტანციურად დაყენდეს ყოველი ტერმინალისთვის.

პროაქტიური შეტყობინებები ტერმინალებზე ფიზიკური ზემოქმედების თაობაზე

გარდა ამისა ოპერატორი, რომელიც მუშაობს სისტემასთან რეალური დროის რეჟიმში ღებულობს ინფორმაციას მოწყობილობის მიმდინარე სამუშაო სტატუსის შესახებ და შეუძლია ოპერატიული რეაგირების მოხდენა ტექნიკური პრობლემების გაჩენის შემთხვევაში.

თვითმომსახურების მოწყობილობაზე მუშაობის ფარგლებში გადაწყვეტილება ATMeye.iQ შეიძლება დაყენებულ იქნას სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ მართლსაწინააღმდეგო ფიზიკურ ზემოქმედებას ტერმინალზე: დარტყმა, მოწყობილობის გადახრა, ზემოქმედება მასზე გაზით ან ტემპერატურით და სხვა. გადამცემების ამოქმედების შესახებ ცნობა მყისიერად აღწევს ბანკის პასუხისმგებელ თანამშრომელთან ,რაც მოვლენაზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული ფიზიკური შეტევები.

სიგნალის მიღება ანტისკიმინგის მოწყობილობებიდან

ინტეგრაცია ანტისკიმინგულ გადაწყვეტილებებთან საშუალებას აძლევს სისტემის მომხმარებლებს მყისიერად მიიღონ ინფორმაცია ბანკომატზე უცხო მოწყობილობის დაყენების მცდელობის შესახებ და ავტომატურად მოხდეს ტერმინალის მომსახურებიდან გაყვანა.

დისტანციური წვდომა ბანკომატის ფაილებთან

გადაწყვეტილება იძლევა სურათებისა და ელექტრონული ჟურნალების გადმოტვირთვის საშუალებას ტერმინალიდან, მასზე პროგრამული უზრუნველყოფის საჭირო განახლებების, მედიაფაილების და სხვა მასალის ჩატვირთვის საშუალებას, დაცული კავშირის არხის გამოყენებით.

ბანკომატები ცენტრალიზებული მართვა

გადაწყვეტილება წარმოადგენს საბაზისო ინსტრუმენტებს ჩართული თვითმომსახურების მოწყობილობების მუშა მდგომარეობის სამართავად, იძლევა ბანკომატის ან გადახდის ჯიხურის გაყვანის საშუალებას სერვისის რეჟიმში და ასევე მისი გამორთვის ან გადატვირთვის შესაძლებლობას.

გამოსახულებებისა და ბიომეტრიის ამოცნობის სისტემის გამოყენება

ბანკომატებზე დაყენებული პორტრეტული კამერები იძლევა ბანკის კლიენტებისა და იმ პირთა იდენტიფიკაციის პროცესის რეალიზების საშუალებას, რომლებიც იმყოფებიან ფინანსური ორგანიზაციების შავ სიაში. სახის ამოცნობის ფუნქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას სერვისის პერსონალის და ინკასატორთა ავტორიზაციისთვის.

გადაწყვეტილების მიწოდების ფორმატი

საკუთარი სისტემა

კლიენტი შეიძენს პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტს და პერიფერიული მოწყობილობის საჭირო ნაკრებს საკუთრებაში. პროგრამული გადაწყვეტილება განთავსდება კლიენტის ინფრასტრუქტურაში.

გადაწყვეტილების იჯარა

კლიენტი იყენებს საჭირო პროგრამულ კომპონენტებს და მოწყობილობებს იჯარის უფლებებზე. პროგრამული გადაწყვეტილება განთავსდება BS/2 ინფრასტრუქტურაში.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

კლიენტი გადასცემს კომპანია BS/2. აუთსორინგზე ტერმინალური ქსელის ვიდეომონიტორინგს და ანგარიშების შედგენას ინციდენტებზე.

ყველა პროგრამული გადაწყვეტა

თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

გადახდების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თვითმომსახურების აპარატების შესაძლებლობების გაფართოება

ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სისტემა

ვალუტის გაცვლა ბანკომატებზე

სერვისული მომსახურების პროცესების ავტომატიზება

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

POS-ტერმინალების ქსელის მართვა და ტრანზაქციების მარშრუტიზაცია.

ტექნიკური მონიტორინგი და თვითმომსახურების მოწყობილობების მართვა

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების წინ წამოწევა

ჩვენი პროექტები

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეკომენდაციების მიღებაში იმაზე,თუ რომელი პროდუქტები უკეთესად მოერგება თქვენს კომპანიას. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ღილაკი „დაგვიკავშირდი“ მეშვეობით.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე