Vynamic™ View

Vynamic™ View პროგრამული პლატფორმა უზრუნველყოფს კომპლექსურ მიდგომას თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მართვასთან, იძლევა საშუალებას ცენტრალიზებულად მოხდეს ტემინალებისა და ცალკეული კვანძების ტექნიკური სტატუსის კონტროლი, დისტანციურად დამინტაჟდეს და დაყენდეს პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე მიღებულ იქნას ამომწურავი ინფორმაცია იმ მოვლენებზე,რომლებიც ხდება მოწყობილობებზე: ტრანზაქციებზე, დაზიანებებზე, სხვადასხვა ინციდენტების თაობაზე.

Vynamic™ View იძლევა ერთიანი ინტერფეისის ფარგლებში მუშაობის საშუალებას უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებლების მოწყობილობების სხვადასხვა ტიპებთან.

პლატფორმა შედგება რამოდენიმე მოდულისგან, რომელთაგანაც ყოველი განკუთვნილია სპეციფიური საოპერაციო ამოცანების შესასრულებლად.

გადაწყვეტილების უპირატესობა

ბანკომატების ტექნიკური ხელმისაწვდომობის მაჩვენებლების ზრდა

ბანკომატების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების შემცირება

განახლებების ავტომატიზაცია და კონტროლი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიებზე

მართვის ეფექტურობის გაზრდა მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების აღრიცხვით

ბანკომატების უსაფრთხოების სცენარების უზრუნველყოფის ავტომატიზაცია

ბანკომატების პარკის ექსპლუატაციის ანალიტიკური მონაცემების ვიზუალიზაცია

ფუნქციონალური შესაძლებლობები

კომპლექსური ტექნიკური მონიტორინგი

სისტემა იძლევა ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების საშუალებას თვითმომსახურების ტერმინალების მუშაობასა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

ტექნიკურ მომსახურების ავტომატიზაცია

გადაწყვეტილება Vynamic™ View იძლევა ტექნიკური პრობლემების ნაწილის დისტანციური გადაწყვეტისა და ამომწურავი ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალებას ინციდენტის შესახებ სერვის სამუშაოების შემდგომი დანიშვნისთვის.

ბანკომატის დისტანციური მართვა

პროგრამული პლატფორმა იძლევა მოწყობილობათა ჯგუფების ან ცალკეული ტერმინალების დისტანციური მართვის საშუალებას (მაგალითად, ბანკომატის გადატვირთვა ან მისი გადაყვანა მომსახურების მდგომარეობაზე და ა.შ.)

პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრალიზებული განახლება

გადაწყვეტილება იძლევა პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრალიზებული დაინსტალირებისა და განახლების საშუალებას ყველა ქსელში ჩართული თვითმომსახურების მოწყობილობებზე

ფაილების გადაცემის მართვა

მონაცემების ცენტრალიზებული გადაცემა სისტემაში იძლევა ელექტრონული ჟურნალების გადმოტვირთვის საშუალებას მოწყობილობებიდან და ასევე სხვადასხვა ფაილების ჩატვირთვისა: გრაფიკა სამომხმარებლო ინტერფეისებისთვის, სარეკლამო ჩანართები, ვიდეო და ა.შ.

ბანკომატების ექსპლუატაციის ანალიტიკა

გადაწყვეტილება გვთავაზობს ფართო შესაძლებლობებს ინციდენტების შესახებ ისტორიული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისთვის, მათი გამოყენების ნებართვით ანგარიშგებისა და მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის პროგნოზების აგებისთვის.

გადაწყვეტილების მიწოდების ფორმატი

საკუთარი სისტემა

კლიენტი იძენს პროგრამულ გადაწყვეტილებას, მის ერთ ან რამდენიმე ცალკეულ მოდულს და განათავსებს საკუთარ სისტემაში.

გადაწყვეტილების იჯარა

კლიენტი იყენებს გადაწყვეტილების საჭირო პროგრამულ კომპონენტებს იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსებულია BS/2 ინფრასტრუქტურაში.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

კლიენტი გადასცემს კომპანიას BS/2 აუთსორსინგზე თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მართვას.

ყველა პროგრამული გადაწყვეტა

თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

გადახდების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თვითმომსახურების აპარატების შესაძლებლობების გაფართოება

ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სისტემა

ვალუტის გაცვლა ბანკომატებზე

სერვისული მომსახურების პროცესების ავტომატიზება

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

POS-ტერმინალების ქსელის მართვა და ტრანზაქციების მარშრუტიზაცია.

ტექნიკური მონიტორინგი და თვითმომსახურების მოწყობილობების მართვა

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების წინ წამოწევა

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეკომენდაციების მიღებაში იმაზე,თუ რომელი პროდუქტები უკეთესად მოერგება თქვენს კომპანიას. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ღილაკი „დაგვიკავშირდი“ მეშვეობით.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე