FCX.iQ

FCX.iQ – არის პროგრამული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ვალუტის გაცვლის ფუნქციას ბანკომატებზე. გადაწყვეტილება იძლევა სხვადასხვა ტიპის ვალუტის გაცვლის წარმოების საშუალებას ბანკომატებზე რეცირკულაციის ფუნქციით და მულტიფუნქციურ ბანკომატებზე ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ფუნქციით. სისტემა იძლევა ფართო შესაძლებლობებს ვალუტის კურსებისა და საკომისიოს ოდენობის სამართავად ტერმინალებზე, სატერმინალო ქსელების ადმინისტრირების, მომხმარებელთა იდენტიფიკაციის, მონაცემთა შეგროვების და ანგარიშების შედგენისა გაცვლითი ოპერაციების შესახებ თვითმომსახურების მოწყობილობებზე.

FCX.iQ ინტეგრაციის წყალობით სხვადასხვა საბანკო სისტემებთან, ვალუტის კურსები და კომისიის ოდენობა დგინდება ბანკომატებზე ავტომატურად. ამასთან, FCX.iQ სისტემის ოპერატორი ღებულობს შესაძლებლობას დისტანციურად ადევნოს თვალყური გაცვლითი ოპერაციები ქსელის ყველა მოწყობილობაზე და მიიღოს სრული სტატისტიკა სისტემის მუშაობაზე.

გადაწყვეტილების უპირატესობა

ვალუტის გაცვლის ფუნქციის ავტომატიზაცია

თვითმომსახურების აპარატების ფუნქციონალურობის გაფართოება

უცხოური ვალუტის წვდომის გაზრდა

დამატებითი შემოსავლის მოზიდვა დაკისრებული საკომისიოს ხარჯზე

ახალი კლიენტების მოზიდვა

სატერმინალო მოწყობილობების პარკში არსებული ინვესტიციების მართვა

ფუნქციონალური შესაძლებლობები

ვალუტის გაცვლის ცენტრალიზებული მართვა

FCX.iQ იძლევა თვითმომსახურების ყველა მოწყობილობების კონტროლის საშუალებას, რომლებიც ახდენენ ვალუტის გაცვლის ოპერაციებს, ამ ფუნქციის ჩართვის ან გამორთვის საშუალებას, გაცვლისთვის ხელმისაწვდომი სავალუტო წყვილების ნუსხის ჩასმისა, და ასევე ინფორმაციის შეგროვებისა ყოველი ჩატარებული ოპერაციის სტატუსზე და დეტალებზე.

ვალუტის სხვადასხვა ტიპების გამოტენება

გაცვლისთვის ხელმისაწვდომი ვალუტის რაოდენობა დამოკიდებულია ბანკომატის კომპლექტაციაზე ( კასეტების რაოდენობაზე და მათთვის დაკონფიგურირებულ ნომინალებზე და ვალუტის ტიპებზე. სავალუტო წყვილები გაცვლისთვის სისტემის ოპერატორს შეუძლია დაადგინოს როგორც ცალკე თვითმომსახურების ყოველი მოწყობილობისთვის, ასევე მთელი ქსელისთვის მთლიანობაში.

გაცვლითი კურსის ავტომატური დადგენა

FCX.iQ გადაწყვეტილების ინტეგრირება საკრედიტო - ფინანსური ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემებთან იძლევა საშუალებას გაცვლითი ოპერაციებისთვის გამოყენებულ იქნას ყველაზე აქტუალური მონაცემები ვალუტის კურსებზე. ოპერატორის ყველა მოქმედება, დაკავშირებული კურსის შეცვლასთან შეიტანება ელექტრონულ აუდიტორულ ჟურნალში და მოითხოვს ხელმძღვანელის დადასტურებას, რაც ხელს უწყობს უნებლიე შეცდომებისგან თავის არიდებას ან ბოროტად სარგებლობას პერსონალის მხრიდან.

მოქნილი გაცვლიტი საკომისიოს დადგენა

გადაწყვეტილება იძლევა საშუალებას დადგინდეს ცალკეული კომისია ყოველი ავტომატიზებული ვალუტის გაცვლის პუნქტისთვის, იქიდან გამომდინარე, რამდენად მოთხოვნადია მოცემული მომსახურება მომსახურების ამა თუ იმ წერტილში. ამასთან კომისია შეიძლება განსხვავდებოდეს გაცვლისთვის შეტანილი თანხიდან გამომდინარე.

მოხერხებული სამომხმარებლო ინტერფეისი

მოხერხებული ინტერფეისი და ინტუიტიურად გასაგები მენიუ საშუალებას აძლევენ მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფად და გარეშე პირთა დახმარების გარეშე ჩაატაროს გაცვლითი ოპერაციები. ამასთან, სამომხმარებლო ინტერფეისი შეიძლება შეიცვალოს ორგანიზაციის და მისი კლიენტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

კომპლექსური ანალიტიკა და ანგარიშგება

FCX.iQ ოპერატორს შეუძლია ერთიანი ინტერფეისის ფარგლებში მიიღოს მონაცემები ყველა ოპერაციის შესახებ, დაკავშირებული ვალუტის გაცვლასთან, განხორციელებული თვითმომსახურების მოწყობილობებზე და მათ საფუძველზე მოხდეს სხვადასხვა სახის სამუშაო ანგარიშების ფორმირება.

გადაწყვეტილების მიწოდების ფორმატი

საკუთარი სისტემა

კლიენტი შეიძენს პროგრამულ გადაწყვეტილებას და განათავსებს მას საკუთარ ინფრასტრუქტურაში.

გადაწყვეტილების იჯარა

კლიენტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება BS/2 ინფრასტრუქტურაში.

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

დამკვეთი ვალუტის გაცვლის მომსახურების მართვას თვითმომსახურების მოწყობილობებზე გადასცემს BS/2.აუტსორსინგზე.

ყველა პროგრამული გადაწყვეტა

თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

გადახდების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თვითმომსახურების აპარატების შესაძლებლობების გაფართოება

ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სისტემა

ვალუტის გაცვლა ბანკომატებზე

სერვისული მომსახურების პროცესების ავტომატიზება

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

POS-ტერმინალების ქსელის მართვა და ტრანზაქციების მარშრუტიზაცია.

ტექნიკური მონიტორინგი და თვითმომსახურების მოწყობილობების მართვა

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების წინ წამოწევა

ჩვენი პროექტები

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეკომენდაციების მიღებაში იმაზე,თუ რომელი პროდუქტები უკეთესად მოერგება თქვენს კომპანიას. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ღილაკი „დაგვიკავშირდი“ მეშვეობით.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე