ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვა

სატერმინალო ქსელის მფლობელის ერთერთ ამოცანას წარმოადგენს- უზრუნველყოს ფულის საკმარისი რაოდენობა ნაღდი ფულის გაცემის ყველა პუნქტში: ბანკომატებში, განყოფილებებში, ფულად საცავებში. ეს უკავშირდება რიგ ხარჯებს: ნაღდი ფულის მოზიდვაზე, მათ დაზღვევაზე, ფულადი სახსრების მიღება-გაცემის ინკასაციაზე და სხვა. ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია ცდილობს შეამციროს ეს ხარჯები.

ნაღდი ფულადი მიმოქცევის ეფექტური მართვა იძლევა ფულადი მასის საერთო მოცულობის შემცირების საშუალებას, რომელიც ესაჭიროება ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ფუნქტებს, და როგორც შედეგი – მოზიდვის,დაზღვევის,შენახვის, ტრანსპორტირების და ნაღდი ფულის დამუშავებაზე გაწეული ხარჯები.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვისას მაქსიმალური ეფექტურობა შეიძლება მიღწეულ იქნას სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც იძლევა ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირების საშუალებას ფულადი სახსრების მიღება-გაცემის პუნქტებში, ინკასაციების დაგეგმვის და სხვა ხარჯების კონტროლის საშუალებას თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მუშაობის შენარჩუნებისთვის, და ასევე რიგი სამუშაო და ბიზნეს-პროცესის ავტომატიზებისა, რაც ჯამში ამცირებს ორგანიზაციის ხარჯებს, გაწეულს ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვაზე.

ოპტიმიზაციის სფეროები

ხარჯები თვითმომსახურების მოწყობილობების უზრუნველსაყოფად ნაღდი ფულით

საინკასაციო ხარჯები

თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მუშაობის შენარჩუნებისთვის გაწეული ხარჯები

სამუშაოების პროცესების ავტომატიზაცია

სამუშაო დატვირთვის დაგეგმვა და განაწილება

საინკასაციო შეკვეთების შესრულების კონტროლი

დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაცია

ნაღდი ფულის ნაშთების მონიტორინგი ყოველი ობიექტისთვის

ინკასაციების რიცხვის შემცირება

თვითმომსახურების მოწყობილობების და განყოფილებების ინკასაცია წარმოადგენს ბანკის საოპერაციო ხარჯების არსებით ნაწილს. იმისთვის, რომ შემცირდეს ხარჯების ეს მუხლი, სატერმინალო ქსელების მფლობელები მიმართავენ შემდეგ ზომებს.

  • ინკასაციის მომსახურებების გადაცემა აუთსორსინგზე სერტიფიცირებული გადამზიდავისთვის.
  • ტერმინალების დაყენება ნაღდი ფულის რეცირკულაციის ფუნქციით.
  • სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ნაღდი ფულის ნაშთების მონიტორინგისთვის მიღება-გაცემის პუნქტებში,ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირებისთვის და ინკასაციის დაგეგმვისთვის.

ინკასაციების დაგეგმვა სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით იძლევა მიღება – გაცემის პუნქტებისთვის ნაღდი ფულის საჭიროების პროგნოზირების საშუალებას, კუპიურებისა და მონეტების ( ვალუტისა და ნომინალების) ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრისა თითოეულ ობიექტზე ჩასატვირთად, რაც ჯამში იძლევა საინკასაციო სამსახურის გასვლების რაოდენობის საშუალოდ 2-3 ჯერ შემცირების საშუალებას.

ფულადი მასის შემცირება მიმოქცევაში

სატერმინალო ქსელის მფლობელის ხარჯების კიდევ ერთ მსხვილ მუხლს წარმოადგენს ფულადი სახსრების ფონდირება, რომლებიც აუცილებელია ნაღდი ფულის მიღება-გაცემის პუნქტების გამყარებისთვის.

როგორც წესი ფონდირების ხარჯები იზრდება ინკასაციების რიცხვის შემცირებისას, რადგანაც იზრდება ფულადი მასის რაოდენობა, მოზიდული საბანკო სტრუქტურის ობიექტების გამყარებისთვის ნაღდი ფულით. ამასთან, ინკასაციების რიცხვის ზრდისას ხარჯები ფონდირებაზე მცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში იზრდება ხარჯები უშუალოდ ინკასაციაზე. სატერმინალო ქსელის მფლობელის ამოცანაა – იმგვარად დაგეგმოს ინკასაციები, რომ ორგანიზაციის ერთობლივი ხარჯები თვითმომსახურების მოწყობილობების უზრუნველსაყოფად ნაღდი ფულით იყოს მინიმალური.

კომპლექსურ ზომებს, რომლებიც უკავშირდება ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირებას და საბანკო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამყარების დაგეგმვას, შეუძლია შეამცირონ ფულადი მასის მოცულობა მიმოქცევაში 30-40%. ეს საშუალებას მისცემს ბანკს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები, გაწეული ნაღდი ფულის მოზიდვაზე და ზოგადი დატვირთვა კუპიურებისა და მონეტების ლოჯისტიკის უზრუნველყოფაზე.

ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობის გაზრდა

ხშირად სატერმინალო ქსელების მფლობელები აწყდებიან თვითმომსახურერბის მოწყობილობების უფუნქციოდ ყოფნის პრობლემას, მათში ნაღდი ფულადი სახსების უკმარისობის გამო. როგორც წესი,ასეთი უფუნქციობის მიზეზია ინკასაციის არაჯეროვანი დაგეგმვა. თვითმომსახურების მოწყობილობების მონიტორინგის გამოყენებული საშუალებები არ აძლევენ სატერმინალო ქსელის მფლობელს ნაღდი ფულადი სახსრების ნაშთების რეალური სურათის ნახვის საშუალებას, და როგორც შედეგი, თვითმომსახურების მოწყობილობების ინკასაციის დროული ჩატარებისა და მათი შევსების ნაღდი ფულადი სახსრებით.

სატერმინალო პარკის მფლობელის ამოცანაა – თვითმომსახურების მოწყობილობების უფუნქციოდ ყოფნის დროის დაყვანა 0-მდე ნაღდი ფულის არქონის მიზეზით. სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა პასუხისმგებელია ფულადი ნაშთების მონიტორინგზე ნაღდი ფულის მიღება-გაცემის პუნქტებში რეალური დროის რეჟიმში და წარმოადგენს ობიექტების დაცარიელების პროგნოზირების ალგორიტმებს ყველა ტიპის ვალუტისა და ნომინალის მიხედვით. ეს პროგრამული უზრუნველყოფა სატერმინალო ქსელის მფლობელს აძლევს საშუალებას დაინახოს ოპტიმალური სურათი ფულადი სახსრების ნაშთებზე და დროულად დაგეგმოს ინკასაცია, რითაც უზრუნველყოფს ბანკომატებში და თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობის ოპტიმალურ მაჩვენებლებს.

ბიზნეს- პროცესების ავტომატიზაცია

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვა თვითმომსახურების სტრუქტურაში უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს ბევრ დროს და მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებს, რაც პირდაპირ ზრდის ხარჯებს ამ პროცესის ორგანიზებისთვის. ამავე დროს თანამედროვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა სამუშაო და ბიზნეს პროცესების ნაწილის უნიფიცირების და ავტომატიზების საშუალებას, რომლებიც უკავშირდება ნაღდი ფულით თვითმომსახურების მოწყობილობების უზრუნველყოფას. ეს პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა მათი შესრულების საშუალებას ერთიან ინფორმაციულ გარემოში,ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის ყველა სტადიის თვალყურის დევნით, და ამარტივებს დოკუმენტბრუნვას, რაც ერთობლიობაში რამდენჯერმე ამცირებს ხარჯებს, გაწეულს ნაღდი ფულის მართვაზე და ამარტივებს თავად პროცესს.

უპირატესობები

მოზიდული ფულადი მასის შემცირება, რომელიც საჭიროა ნაღდი ფულის მირება-გაცემის პუნქტების შესავსებად

ობიექტების ნაღდი ფულით მომარაგებაზე გასაწევი ხარჯების შემცირება

ინკასაციის სამსახურის გასვლების რაოდენობათა შემცირება

სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია

თვითმომსახურების მოწყობილობების ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფა

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები