სიახლეები

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

Penki Kontinentai Group, რომელის შემაგდენლობაში შედის BS/2 და ASHBURN International, სიამაყით გადასცემს თიბისი ბანკს “Excellence Award 2024” -ს სტრატეგიული პარტნიორობისა და ინოვაციისთვის. ცერემონია გაიმართა “Intersect Madrid 2024”-ის ღონისძიების ფარგლებში, რომელიც Diebold Nixdorf-ის მიერ პარტნიორების საპატივცემულოდ იყო დაგეგმილი. თიბისი ბანკის საცალო საბანკო სერვისების დირექტორის მოადგილე მადონა წულაიამ აღიარება მოიპოვა თვითმომსახურების არხების განვითარებასა და საბანკო სერვისების დიგიტალიზაციაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის.

თანამშრომლობის ისტორია

Penki Kontinentai Group-სა და თიბისი ბანკს შორის პარტნიორობა 2003 წელს დაიწყო პირველი გარიგებით, რაც ხანგრძლივი და პროდუქტიული ურთიერთობის დასაწყისი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკი მუდმივად რჩებოდა თავისი მიზნების ერთგული, ყოფილიყო ინდუსტრიის ტენდენციების მიმდევარი,  უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების და უახლესი აღჭურვილობის დანერგვით.

2023 წლის დეკემბერში თიბისი ბანკმა გააფორმა კონტრაქტი ახალი DN სერიის ბანკომატების შესყიდვისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ. ეს შეთანხმება წარმოადგენს საქართველოში შეკვეთილი ბანკომატების მოცულობის ყველაზე დიდ რაოდენობას, რომელიც ბს/2 ჯორჯიას ხელმძვანელობით წარმატებულად განხორციელდა. 2024 წლის მაისში ბანკმა მიიღო მოწყობილობების პირველი ნაკადი. ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ასახავს ბანკის ერთგულებას ხარისხისა და საიმედოობისადმი, ისევე როგორც მის ნდობას Penki Kontinentai Group-ის მიმართ.

ამჟამად თიბისი ბანკი გადის არსებით ტრანსფორმაციას VCP Pro მრავალფუნქციური პლატფორმით თვითმომსახურების მოწყობილობებზე. ეს პროგრამული უზრუნველყოფა დაეხმარება გაზარდოს ბანკომატებზე ხელმისაწვდომი ფუნქციების რაოდენობა, მომხმარებლის გამოცდილებას და  უფრო კომფორტულს გახდის განხორციელებულ ტრანზაქციებს.

აღიარება Intersect Madrid 2024-ზე

მადრიდში, Penki Kontinentai Group-მა, Diebold Nixdorf-მა და თიბისი ბანკმა გამართეს პირველი მაღალი დონის შეხვედრა თავიანთი ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე. ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობის ახალ ეტაპს, რომელიც მომავლის საერთო ხედვით ხასიათდება.

Intersect Madrid 2024-ზე, მადონა წულაიამ მადლობა გადაუხადა Diebold Nixdorf-ის აღმასრულებელ დირექტორს და პრეზიდენტ ოქტავიო მარკესს, ვიცე-პრეზიდენტებს ხაივინდერ გილსა და ჯერომ ამარას და Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარეს, იდრაკას დადაშოვას, მათი სწრაფი რეაგირებისთვის, ეფექტური გადაწყვეტილებისთვის და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომებისთვის. ეს ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც  მოიცავდა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას  და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„თიბისი ბანკი ძალიან მომთხოვნია თავისი ამოცანების შესრულებაში. ჩვენ, როგორც დიდი გამოცდილების და რეპუტაციის მქონე კომპანია, ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი პარტნიორების წინაშე. მოხარული ვარ, რომ მქონდა საშუალება გადამეცა ჯილდო “Excellence Award 2024”. მადონა, თავისი საქმის  პროფესიონალია და სასიამოვნოა მასთან, როგორც კომპეტენტურ სპეციალისტთან მუშაობა“, – განაცხადა Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარემ იდრაკას დადაშოვასმა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პირადად მადონას Intersect Madrid 2024-ში მნიშვნელოვანი მონაწილეობისთვის და თიბისი ბანკს ბრწყინვალებისადმი ურყევი ერთგულებისთვის. ჯილდო არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის ეტაპს აღნიშნავს, არამედ ქმნის საფუძველს შემდგომ წლებში თანამშრომლობისა და ინოვაციებისთვის.”

ნახტომი წინ, საბანკო ოპერაციებში

თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრირებას განხორციელებულ ოპერაციებში. ფინანსურმა ინსტიტუტმა მიიღო DN სერიის ბანკომატების გადამუშავების ახალი ხაზი და ჩადო ინვესტიცია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში, მათ შორის ATMeye.iQ, Vynamic View, Cash Management.iQ და TransLink.iQ.

“ბს/2 ჯორჯია, რომელიც “Penki Kontinentai Group”-ის ნაწილია, გადამწყვეტ როლს თამაშობს თიბისი ბანკთან ურთიერთობაში. ჩვენი კომპანია მყისიერად და ეფექტურად პასუხობს ყველა მოთხოვნასა და გამოწვევას რაც უზრუნველყოფს გამართულ ოპერაციებს და ნებისმიერი ტექნიკური თუ ოპერატიული პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გარდა ტერმინალებისა, თიბისი ბანკის ტერმინალების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს ბს/2 ჯორჯია. მადლობას გიხდით მრავალწლიანი სანდო პარტნიორობისთვის” განაცხადა ბს/2 ჯორჯიას დირექტორმა, ემილიო კირისმა.

თიბისი ბანკის და ბს/2 ის შესახებ

TBC Bank Group PLC (“TBC PLC”) არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBCG სიმბოლოთი. თიბისი ბანკი FTSE 250 Index-ისა და FTSE4Good Index Series-ის და ასევე MSCI United Kingdom Small Cap Index-ის ნაწილია.

TBC PLC არის სს თიბისი ბანკის (“თიბისი ბანკი”) და კომპანიების ჯგუფის მშობელი კომპანია, რომლებიც ძირითადად ოპერირებენ საქართველოს ფინანსურ სექტორში, უზბეკეთში ბიზნესის მნიშვნელოვანი გაფართოებით 2019 წლიდან. თიბისი ბანკი არის წამყვანი უნივერსალური საბანკო ჯგუფი საქართველოში და ფლობს სამომხმარებლო სესხების ბაზრის 39.1%-ს  და სამომხმარებლო დეპოზიტების 39.5%-ს, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით. ჯგუფი ასევე გვთავაზობს არაფინანსურ მომსახურებას TNET-ის, საქართველოში ყველაზე დიდი ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით.

BS/2, Penki Kontinentai Group-ის წევრი, 30 წელზე მეტია რაც მომსახურებას უწევს ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საცალო ვაჭრობის და სერვის კომპანიებს. ბს/2-ის საქმიანობა მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, თვითმომსახურების არხების განაწილებას და აუთსორსინგის. კომპანიის  პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გამოიყენება მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. BS/2 მსოფლიოში, საბანკო მოწყობილობების  უმსხვილესი მწარმოებლის Diebold Nixdorf -ის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაში. სათავო ოფისი მდებარეობს ლიეტუვაში და წარმოდგენილია შვილობილი კომპანიების სახით აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ესპანეთსა და უზბეკეთში, ტექნიკური მომსახურების ცენტრების გამართული ქსელით.  კომპანია მიყვება ITIL-ის საუკეთესო პრაქტიკას, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და შესაბამისობა მომსახურების დონის შეთანხმებებთან (SLA).

Have questions?