სატერმინალო POS-სისტემები (All-in-one)

მონობლოკური POS-სისტემები Diebold Nixdorf- მოსახერხებელი და ერგონომიური უნივერსალური სენსორული საგადახდო სატერმინალო სისტემები გაუმჯობესებული სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისით, რომელთანაც შესაძლებელია სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის დაკავშირება და რომლებიც მარტივად ინტეგრირდება სალაროს მომსახურების ოპტიმიზაციისთვის შექმნილ აპარატულ და პროგრამულ გადაწყვეტილებებთან.

მოწყობილობები

BEETLE/iPOS plus SL - უნივერსალური კომპაქტური მულტიფუნქიური POS-სისტემა მაღალი გარჩევადობის ფართოფორმატიანი მულტისენსორული ეკრანით (14"). სისტემა იდეალურია საცალო ვაჭრობის საწარმოებისთვის, რესტორნებისთვის, კაფეებისა და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებებისთვის და მისი მიწოდება შესაძლებელია სხვადასხვა კომპლექტაციით, რაც შესაძლებლობას იძლევა შეირჩეს მოწყობილობა, რომელიც იდეალურად უპასუხებს სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს.

  • ჰერმეტული უვენტილატორო კონსტრუქცია მოწყობილობის ხანგრძლივ სასიცოცხლო ციკლს უზრუნველყოფს.
  • მტვერგაუმტარი ჰერმეტული კორპუსი სისტემის შიდა ნაწილს ჭუჭყისა და ნაგვისგან იცავს.
  • მოწყობილობის ზედაპირი შხეფებისგან დაცვით.
  • ელეგანტური ერგონომიური დიზაინი.
  • ენერგოდამზოგავი პროცესორული ტექნოლოგია Intel Apollo Lake / Kaby Lake U საოპერაციო ხარჯების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
  • ენერგოდამზოგავი დისპლეი შუქდიოდური განათებით.
  • ჩაშენებული WLAN და საიმედო VESA-სამაგრები მისი მაღაზიაში ან რესტორანში ნებისმიერ ადგილას განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
  • პერიფერიული მოწყობილობების ფართო არჩევანი ზოგავს ადგილს მომსახურების ზონებში: შესაძლებელია მაგნიტური ბარათების წამკითხველების, iButton, შტრიხკოდის სკანერების (2D), კლიენტის სხვადასხვა ზომის დისპლეის მიერთება.

 

  • სენსორული ეკრანი 14” LED-backlit LCD (16:9)

პროცესორი (კომპლექტაციის მიხედვით)

  • Pentium N4200 / 4x 2.5 GHz
  • Core i3-7100U / 2x 2.4 GHz
  • Core i5-7300U / 2x 3.5 GHz

ზომები (სიმაღლე, სიგანე, სიგრძე)

  • 335 მმ x 212 მმ x 300 მმ

Beetle/iPOS plus Advanced - უნივერსალური მრავალფუნქციური მონობლოკური POS-სისტემა სენსორული ეკრანით, რომელმაც უკვე შეძლო თავის წარმოჩენა საცალო ვაჭრობაში და სასტუმრო ბიზნესში. მაღალი მწარმოებლურობის და ექსპლუატაციის სიმარტივის წყალობით კლიენტების მომსახურება სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება. Beetle/iPOS plus Advanced-ის გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სალარო ტერმინალის, არამედ საინფორმაციო კიოსკის სახითაც.

  • Intel Skylake პროცესორული ტექნოლოგია სისტემის მაღალ მწარმოებლურობას უზრუნველყოფს
  • სამი პროცესორიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა უზრუნველყოფს სისტემის მასშტაბირებადობას
  • დიდი მოცულობის მაღალსიჩქარიანი მეხსიერება – 32 გბ-მდე
  • პერიფერიული მოწყობილობების ფართო არჩევანი
  • დაკომპლექტების სხვადასხვა ვარიანტი ორგანიზაციის ნებისმიერ მოთხოვნასთან სისტემის სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობას იძლევა
  • გაუმჯობესებული ერგონომიური დიზაინი
  • მყარი კონსტრუქცია ალუმინის კორპუსით, არმირებული მინის ზედაპირით და შხეფებისგან დაცვით.
  • სენსორული ეკრანი 15” LED-backlit LCD (4:3)

პროცესორი (კომპლექტაციის მიხედვით)

  • Celeron G3900TE / 2x 2.3 GHz
  • Core i3-6100TW / 2x 2.7 GHz
  • Core i5-6500TE / 4x 2.3 – 3.3 GHz

ზომები (სიმაღლე, სიგანე, სიგრძე)

  • 349 მმ x 214 მმ x 350 მმ

BEETLE A1150 - უნივერსალური მრავალფუნქციური მონობლოკური POS-სისტემა სენსორული ეკრანით, რომელშიც სამრეწველო მოწყობილობების საიმედოობა და თანამდეროვე მობილური მოწყობილობების ინოვაციური დიზაინის ელეგანტურობა ერთმანეთთანაა შერწყმული. გადაწყვეტილების ადაპტირება შესაძლებელია სავაჭრო ორგანიზაციის სპეციფიურ მოთხოვნებთან და იგი იდეალურად ჩაეწერება ნებისმიერი მაღაზიის სამუშაო გარემოში.

  • უვენტილატორო კონსტრუქცია სისტემის მაღალ საიმედოობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
  • მტვერგაუმტარი ჰერმეტული კორპუსი სისტემის შიდა ნაწილს ჭუჭყისა და ნაგვისგან იცავს
  • Intel Whiskey Lake U უახლესი პროცესორული ტექნოლოგია სისტემის დაბალ ენერგომოხმარებას და მასშტაბირებად მწარმოებლურობას უზრუნველყოფს
  • შემყვან-გამომყვანი მასშტაბირებადი ინტერფეისი დაკავშირების ფართო შესაძლებლობებს იძლევა
  • ინტეგრირებული WLAN და VESA-სამაგრები მისი მაღაზიაში ნებისმიერ ადგილას (დახლზე ან კედელზე) განთავსების შესაძლებლობას იძლევა
  • პერიფერიული მოწყობილობების ფართო არჩევანი: შესაძლებელია მაგნიტური ბარათების წამკითხველის, iButton, NFC-წამკითხველის და სხვადასხვა ზომის დამატებითი დისპლეის მიერთება
  • სენსორული ეკრანი 15.6” LED-backlit LCD (16:9)

პროცესორი (კომპლექტაციის მიხედვით)

  • Intel Celeron 4305UE /2x 2.0 GHz
  • Intel Core i3-8145UE /2x 2.2-3.9 GHz
  • Intel Core i5-8365UE /4x 1.6-4.1 GHz

ზომები (სიმაღლე, სიგანე, სიგრძე)

  • 342 მმ x 207 მმ x 376 მმ
ჩვენი გუნდი მოხარული იქნება გასცეს პასუხი თქვენს კითხვებს დატოვეთ შეტყობინება ერთ - ერთ ჩვენს წარმომადგენელთან და ჩვენ დაგიკავშირდებით რაც შეიძლება სწრაფად.

ემილ მუსაევი

საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გაყიდვის განყოფილების ხელმძღვანელი

ჩვენი პროექტები