ახალი მიდგომები POS-ტერმინალების ქსელის ადმინისტრირების და ტრანზაქციების მარშრუტიზაციის მიმართ უზბეკეთის ფინანსურ ბაზარზე

კლიენტი

უზბეკეთის ერთიანი საერთორესპუბლიკური პროცესინგული ცენტრი (ესპც) – ბანკთაშორის პროცესინგული ცენტრია, რომელიც შუამავლის ფუნქციას ასრულებს, აერთიანებს რა ქვეყნის ბანკებსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემებს. ესპც – არის Uzcard ეროვნული საგადახადო სისტემის ოპერატორი და ემსახურება ამ სისტემის 17 მილიონ პლასტიკურ ბარათს, მომსახურებას უწევს უზბეკეთის 30 ბანკს და საგადახდო სისტემების მთელ რიგს (PayMe, Click, Uzpaynet და სხვ.) დღეს Uzcard ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ საქონლისა და მომსახურების გადახდა 250 000-ზე მეტ POS-ტერმინალზე, ასევე, ხორციელდება 6 800-ზე მეტი ბანკომატისა და ინფოკიოსკის მომსახურება.

2017 წლიდან კომპანია ახორციელებს Mastercard საერთაშორისო საგადახდო სისტემის ექვაირინგს უზბეკეთში.

რეალიზებული გადაწყვეტილებები

POS-ტერმინალების ქსელის სამართავად და ტრანზაქციების მარშრუტიზაციისთვის ესპც-ს ინფრასტრუქტურაში დაინერგა პროგრამული გადაწყვეტილება TransLink.iQ.
TransLink.iQ მუშაობის ფარგლებში POS-ტერმინალების ფუნქციების საბაზო კომპლექტს დაემატა პინ-კოდის დაყენების და შეცვლის შესაძლებლობა Uzcard საგადახდო სისტემის ბარათებისთვის მერჩანტებთან განთავსებულ საგადახდო ტერმინალებზე, უკონტაქტო ბარათის მხარდაჭერა (ტერმინალებზე, სადაც ეს გათვალისწინებულია ტექნიკური შესაძლებლობებით) და ასევე რამდენიმე სხვა ფუნქცია.

ამასთანავე, POS-ტერმინალებზე რეალიზებული იქნა მათი საკონტროლო-სალარო მანქანის სახით გამოყენების შესაძლებლობა ტრანზაქციის ფისკალიზაციით, რომელიც მუშაობს როგორც ბარათებთან, ისე ნაღდ ფულთან.

გარდა ამისა, ТransLink.iQ გადაწყვეტილების ფარგლებში რეალიზდა Visa, Mastercard, Mir და სხვა საერთაშორისო და ნაციონალური საგადახდო სისტემების ბარათების მხარდაჭერა

გადმოტვირთვა

სარგებელი ბიზნესისთვის

მოწყობილობის ფუნქციურობის და ექვაირინგის ინფრასტრუქტურის გაფართოება

მუშა პროცესების ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირება

ექვაირინგის ქსელის შემოსავლიანობის ზრდა

კომპლექსური მონიტორინგი და ანალიტიკის ინსტრუმენტები (ანალიტიკური ანგარიშგება)

სისტემის ხელმისაწვდომობის მაღალი დონის უზრუნველყოფა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და სისტემის ოპერატიული აღდგენისას

მუშა პროცესების ავტომატიზაცია უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველყოფით

მიიღეთ პროექტის დეტალები

მადლობა თქვენი ინტერესისთვის, გამოჩენილი BS/2. მასალებთან დაკავშიებით მოხარულნი ვიქნებით გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გთხოვთ შეავსეთ ფაილის გადმოტვირთვის ფორმა

გმადლობთ ამ შინაარსით დაინტერესებისთვის! ბმული გაიგზავნა თქვენს ელფოსტის მისამართზე.

სიახლეები

გამოწერა