Cash Management.iQ – პროგრამული პლატფორმა, რომელიც წყვეტს ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის ოპტიმალური განაწილების ამოცანას მათი მიღების, შენახვისა და გაცემის წერტილებში, ფონდირებასთან, ინკასაციასა და სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით.
სისტემა საშუალებას იძლევა რეალურ დროში იქნას მიღებული ინფორმაცია თანხის ოდენობის შესახებ ბანკის ფილიალებში, საცავებში, ბანკომატებსა და თვითმომსახურების სხვა მოწყობილობებში, ასევე, საქონლისა და მომსახურების გაყიდვის წერტილებში. გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტულ ობიექტზე ფულად სახსრებზე მოთხოვნის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად სისტემა გაწვდით მასთან დაკავშირებული მოწყობილობების ინკასაციის ოპტიმალურ გრაფიკს.
გადაწყვეტილება ინკასაციის სამსახურის ამოცანების მართვის პროცესის, ასევე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მატერიალური რესურსების და დოკუმენტბრუნვის მართვის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.
პროგრამული პლატფორმა Cash Management.iQ შედგება 5 ცალკეული მოდულისგან, რომელთაგან თითოეული საოპერაციო პროცესების გარკვეულ ნაწილზეა პასუხისმგებელი. მოდულების გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე სრულფორმატიანი გადაწყვეტილების ფარგლებში
მთავარი მოდული CashPoint Monitoring.iQ უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მონიტორინგს სისტემასთან დაკავშირებულ ობიექტებზე და ნაღდ ფულზე მოთხოვნის შესახებ მონაცემების საფუძველზე ითვლის, რა თანხაა საჭირო თითოეული ობიექტის და მოწყობილობების მთლიანი ქსელის ოპტიმალური დატვირთვისთვის. მონაცემები მიეწოდება ყველა ვალუტისა და ნომინალის მიხედვით. ამავე დროს, სისტემა აკორექტირებს პროგნოზს სპეციალური პერიოდების გათვალისწინებით: ხელფასის გაცემისა და ნავაჭრის შეგროვების დღეები, დღესასწაულები და სხვა მოვლენები.
მოდული იყენებს ინკასაციის მოდელირების სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც ობიექტის ინკასაციის შეკვეთების ფორმირებისა და მოდელირების შესაძლებლობას იძლევა.
გადაწყვეტილების გარგლებში შესაძლებელია ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით და სისტემის ოპერატორის ინტერფეისის ადაპტირება ორგანიზაციის კონკრეტულ მოთხოვნებთან.
პროგრამული მოდული CashPoint Analytics.iQ, რომელიც პასუხისმგებელია კომპლექსური ანგარიშგების ფორმირებაზე სისტემის მუშაობის შესახებ, ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლების მიღწევასა და ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სხვა ასპექტებზე.
გადაწყვეტილება ანგარიშგების ფორმირების შესაძლებლობას იძლევა ნაღდი ფულის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გაცემისა და მიმდინარე ნაშთების მიხედვით ცალკეულ წერტილში, ობიექტების ჯგუფში ან მთლიანად ქსელში, სხვადასხვა ვალუტებისა და ნომინალების ჭრილში. გადაწყვეტილებას შეუძლია ასევე ანგარიშების ფორმირება ინკასაციის შეკვეთებისა და მისი შესრულების, ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის და მოძრაობის შესახებ, ასევე, ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის ზოგადი ეფექტურობის შესახებ.
პროგრამული მოდული Cash Order. iQ გთავაზობთ ინკასაციის შეკვეთების მომზადების ინსტრუმენტებს, ასევე, უზრუნველყოფს შეკვეთების ავტომატურ გადაცემას შესასრულებლად საბანკო საცავების თანამშრომლებისა და ინკასაციის სამსახურებისთვის. ეს ოპერაციული პროცესებისა და დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა შევსებაზე და ჭარბი თანხის გატანაზე შეკვეთის ინიცირებისას.
პროგრამული მოდული Vault.iQ სალარო-ანგარიშსწორების ცენტრში გასავალ-შემოსავლის ოპერაციების კომპლექსური აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა და აერთიანებს ნაღდი ფულის ნაკადს ბანკიდან და უკან, ბანკში საანგარიშსწორებო-საკონსულტაციო ცენტრის მუშაობისთვის ეფექტური გარემოს ფორმირებისთვის.
მოდული ავტომატურად აგროვებს და აწვდის ბუღალტრული აღრიცხვისთვის საჭირო ინფორმაციას, ადარებს სალაროს ბრუნვას ობიექტებზე და აღრიცხავს საღამოს სალაროს, აღრიცხავს გადათვლის სალაროში გამოვლენილი თანხის ზედმეტობას და დანაკლისს, გარდა ამისა, გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა აღირიცხოს გაცვეთილი, დაზიანებული და ყალბი ბანკნოტები, ასევე, კასეტის ან ფულის ტომრის გარეთ ტერმინალში აღმოჩენილი კუპიურები.
პროგრამული მოდული CIT.iQ უზრუნველყოფს ინკასაციის სამსახურის მართვის ინსტრუმენტებს: საშუალებას იძლევა შეიქმნას ინკასაციის ბრიგადა, განისაზღვროს მათთვის დავალება, მარშრუტი და აღირიცხოს გეგმიურ და ექსტრემალურ გასვლებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (თანამშრომლების შრომის დანახარჯი, საწვავ-საპოხი მასალები, ტრანსპორტის ამორტიზაცია და ა.შ.)
ინკასაციის შეკვეთის ფარგლებში გადაწყვეტილება უზრუნველყოფს გადაზიდვისთვის საჭირო კასეტების, ტომრების, კონტეინერების და ფასეულობების კომპლექტების ფორმირების შესაძლებლობას. მოდულის მუშაობის ფარგლებში კონტროლდება ლუქების ნომრები, თანმხლები დოკუმენტების გენერაცია და იგზავნება შეტყობინება ინკასაციის შესრულებაზე.
შესაძლებელია პროგრამული გადაწყვეტილების Cash Management.iQ ინტეგრაცია ავტომატიზებულ საბანკო სისტემებთან, სხვადასხვა გარე სისტემებსა და სპეციალურ სათვლელ მოწყობილობებთან. family. iQ ოჯახის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას, მას შეუძლია აღრიცხოს საგადახდო ოპერაციები, ვალუტის გაცვლის ოპერაციები და კომერციული კლიენტების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ოპერაციები, შესრულებული თვითმომსახურების მოწყობილობებზე. ასეთი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს თანხის გადათვლის ავტომატიზებული მოწყობილობიდან და შტრიხკოდების სპეციალური სკანერებიდან მიღებული მონაცემების აღრიცხვას.
სისტემის ინტეგრაცია სპეციალურ სათვლელ მოწყობილობებთან კასეტების და ტომრების ლუქების ნომრების შეყვანის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
კლიენტი საკუთრებაში იღებს პროგრამულ გადაწყვეტილებას, მის ერთ ან რამდენიმე ცალკეულ მოდულს (კლიენტის ამოცანებიდან გამომდინარე), პროგრამული გადაწყვეტილება განთავსდება კლიენტის ინფრასტრუქტურაში.
კლიენტი იყენებს გადაწყვეტილების მისთვის საჭირო პროგრამულ კომპონენტებს ან ყველა გადაწყვეტილებას იჯარის უფლებით, ამასთან, ყველა პროგრამული უზრუნველყოფა განთავსებულია BS/2 ინფრასტრუქტურაში.
კლიენტი კომპანიას BS/2 აუთსორსინგით გადასცემს ფულის მიმოქცევის ან ისეთი პროცესების მართვას თვითმომსახურების მოწყობილობების ქსელში, რომელთა უზრუნველყოფა შესაძლებელია Cash Management.iQ პროგრამული გადაწყვეტილებით.
დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.