თვითმომსახურების მოწყობილობების ტრანსფორმაცია

დღესდღეობით მომხმარებელთა უმრავლესობას ურჩევნია საბანკო ოპერაციები თავად შეასრულოს, ამიტომ ბანკომატები, გადახდის ჯიხურები და თვითმომსახურების სხვა მოწყობილობები რჩება კლიენტისა და ბანკის ფიზიკური შეხების ძირითად და ზოგჯერ ერთადერთ, წერტილად. რამდენად წარმატებული იქნება ეს ურთიერთქმედება დამოკიდებულია ბანკომატზე წარმოდგენილი ფუნქციების კომპლექტზე, ასევე იმაზე, რამდენად მოსახერხებელი იქნება ტერმინალის გამოყენება.

რას გთავაზობთ ჩვენ

თვითმომსახურების მოწყობილობებზე დამატებითი ფუნქციების დანერგვა.

დამატებითი ფუნქციების დანერგვა (მაგალითად, გადახდის მიღება, ანგარიშის შევსება ან ვალუტის გაცვლა) ტერმინალის მოწყობილობებს სრულად ავტომატიზებულ საბანკო მომსახურების პუნქტებად გადააქცევს.

QR კოდით ავტორიზაციის დანერგვა

ოპერაციების ინიცირება და დადასტურება (თანხის განაღდება, გადახდები და ა.შ.) სტატიკური ან დინამიური QR კოდის წაკითხვის გზით ტერმინალზე ან კლიენტის მობილურ მოწყობილობაზე აჩქარებს მომხმარებლის მომსახურებას.

უკონტაქტო ავტორიზაციის დანერგვა (NFC ტექნოლოგია).

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ოპერაციების შესრულებისას უკონტაქტო ავტორიზაციისთვის NFC ტექნოლოგიის გამოყენება ზოგავს მომხმარებლების დროს, უზრუნველყოფს გადახდის მეთოდების არჩევის ფართო შესაძლებლობებს.

ბიომეტრიული ტექნოლოგიების დანერგვა

ბიომეტრიული ავტორიზაცია შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ფაქტორი გადახდის ტერმინალის ფუნქციებზე მომხმარებლის წვდომის დადასტურებისას. ეს მომხმარებლებს მაღალი სიზუსტით ვერიფიკაციის, ავთენტური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემის გამორიცხვის საშულებას აძლევს, ბანკომატის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელი ხდება.

რეკლამის დემონსტრირების შესაძლებლობა სხვადასხვა ალგორითმით

საქონლისა და მომსახურების წინ წამოწევისთვის თვითმომსახურების მოწყობილობის ტრანსფორმაცია ფინანსური ორგანიზაციის ან საცალო ბიზნესის საწარმოს კლიენტთან ურთიერთქმედების წერტილად კიდევ უფრო განამტკიცებს მომხმარებელთა ლოიალობას განზოგადებული და პერსონალური სარეკლამო კამპანიების განხორციელების გზით.

სამუშაო სცენარების და ინტერფეისის პროექტირება და მომზადება

თვითმომსახურების მოწყობილობასთან მომხმარებლის ურთიერთქმედების ახალი სცენარების შემუშავება და განხორციელება ზრდის ტერმინალის გამოყენების მოხერხებულობას და ოპერაციების სიჩქარეს, ასევე, მომხმარებლის გამოცდილებას აახლოებს ციფრული მომსახურების არხების სტანდარტებთან.

მოწყობილობების ადაპტაცია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის

შესაძლებელია თვითმომსახურების მოწყობილობების ადაპტირება მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის: ამ მიზნით ინერგება ტერმინალის მუშაობის სპეციალური სცენარები, რომლებიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტრასტულ ეკრანებს და ტერმინალზე შესრულებული მოქმედებების გახმოვანებას. ამ ტიპის მომსახურებას მიეკუთვნება ასევე დამატებითი პანდუსების მოწყობა ეტლით მოსარგებლეთათვის

დამატებითი პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი

თვითმომსახურების მოწყობილობების ფუნქციონირების გაფართოების, მოხმარების კომფორტულობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შეიძლება დამატებითი პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი (მონეტების შემგროვებლები, დეზინფექტორები, ინტერაქტიული საინფორმაციო ეკრანები, დამცავი ფარები და საფარები, ტერმინალის ფიზიკური შეტევისა და ვანდალიზმისგან დაცვის საშუალებები და სხვა).

მოწყობილობის კორპუსის ბრენდირება

ტერმინალის დიზაინის შემუშავება და კორპუსის გაფორმება დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია როგორც თვითმომსახურების მოწყობილობების შეკვეთისას (ქარხნული აწყობის ეტაპზე), ასევე მათი ექსპლუატაციის დროს.

თვითმომსახურების მოწყობილობებზე დამატებითი ფუნქციების დანერგვა
QR კოდით ავტორიზაციის დანერგვა
უკონტაქტო ავტორიზაციის დანერგვა (NFC ტექნოლოგია)
ბიომეტრიული ტექნოლოგიების დანერგვა
რეკლამის დემონსტრირების შესაძლებლობა სხვადასხვა ალგორითმით
სამუშაო სცენარების და ინტერფეისის პროექტირება და მომზადება
მოწყობილობების ადაპტაცია სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის
დამატებითი პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი
მოწყობილობის კორპუსის ბრენდირება

რატომ BS/2

საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზირება , რომლებიც უკავშირდება თვითმომსახურების არხს და მოწყობილობის მუშაობის უზრუნველყოფას

სპეციალისტების მომზადებასა და სერტიფიცირების ხარჯების არქონა

ინფრასტრუქტურის ფლობის საერთო ღირებულების შემცირება

ხარჯებისა და ინვესტიციების გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა გრძელვადიან პერსპექტივაში

დასამუშავებელი მონაცემების მოცულობის შემცირება

თვითმომსახურების არხის საკვანძო საოპერაციო მაჩვენებლების ზრდა

დარგის სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება

რესურსების კონცენტრაცია ორგანიზაციის პროფილურ საქმიანობაზე

ჩვენი მომსახურებები

ჩვენ ვზრუნავთ ბანკების და საფინანსო სექტორის სხვა ორგანიზაციების სატერმინალო ინფრასტრუქტურაზე.

სერტიფიკატები

კომპანია BS/2 ყოველწლიურად გადის სერტიფიცირებას ITIL V3, ISO-20000 და ISO-27001 სტანდარტებთან შესაბამისობაზე

BS / 2 პროგრამული პროდუქტები აღიარებულია მსოფლიო დონეზე და დაიმსახურა არაერთი საერთაშორისო ჯილდო.

BS / 2 არის წამყვანი არაკომერციული სავაჭრო ორგანიზაციის ATMIA International Association-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს თვითმომსახურების საბანკო ინდუსტრიას მსოფლიოში.

[სერტიფიკატები: ISO 27001, ISO 20000, ITIL V3, PCI PA-DSS]

Special Achievement Banking 2019
Metų paslauga 2018
Innovation SPIRIT Banking 2018
Product of the Year 2017
Special Achievement Banking 2017
Best Banking Solution 2016
Inovacijų prizas 2016
Special Achievement Banking 2013/2014
Best Service Banking 2013/2014