თვითმომსახურების მოწყობილობების გაფართოებული შესაძლებლობა

დღესდღეობით ბანკომატებს ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის გარდა, სხვა ფუნქციური დატვირთვაც გააჩნია . თვითმომსახურების მოწყობილობები თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებების წყალობით ხდება ბანკების დისტანციური ურთიერთქმედების სრულფასოვანი არხი.

სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ტერმინალებზე დამატებითი ფუნქციების რეალიზების საშუალებას. ისეთების როგორიცაა ჯარიმების, გადასახადების გადახდა, საყიდლების საფასურის გადახდა, ვალუტის გაცვლა და ა.შ. ასევე, სხვადასხვა საბანკო თუ საქონლისა ან მომსახურების შეთავაზება, მათ შორის ინტერაქტიული უკუკავშირის ფორმების გამოყენებით. ამგვარად, ფინანსური ორგანიზაციები არამარტო უწყობენ ხელს თავიანთ კლიენტებთან სრულფასოვან პერსონალიზებულ ურთიერთობას, არამედ საშუალება ეძლევათ დაიბრუნონ თვითმომსახურების არხებში ჩადებული ინვესტიციები.

ამავე დროს ბანკომატების მომხმარებლებს აქვთ საშუალება ისარგებლონ საბანკო მომსახურებით თვითმომსახურების მოწყობილობებზე. ეს ხელს უწყობს ბანკის კლიენტების ლოიალურობის ზრდას, ეხმარება მათ ახალი კლიენტების მოზიდვაში, ამცირებს ბანკის ფილიალებზე დატვირთვას, იძლევა საბანკო მომსახურების ავტომატიზების საშუალებას და ფინანსურ ორგანიზაციას აძლევს ანგარიშგებისა და ანალიტიკისთვის მოსახერხებელ ინსტრუმენტებს.

ოპტიმიზაციის სფეროები

თვითმომსახურების მოწყობილობების შემოსავლიანობის ზრდა

პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა

მოწყობილობების გამოყენების მოხერხებულობის ზრდა

საბანკო მომსახურების ავტომატიზაცია განყოფილებებს მიღმა

თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის შემოსავალი

თვითმომსახურების მოწყობილობებზე დამატებითი ფუნქციონალის მქონე პროგრამული გადაწყვეტილებები ბანკებს საშუალებას აძლევს მინიმალური დამატებითი ინვესტიციებით განავითარონ და მოახდინონ თვითმომსახურების არხის მონეტიზაცია. ეს შესაძლებლობას იძლევა, დააწესონ საკომისიო სხვადასხვა სერვისებისთვის. საკომისიოს განაკვეთი შეიძლება განისაზღვროს როგორც კონკრეტული ტერმინალების ჯგუფებისთვის, ასევე ცალკეული მოწყობილობებისთვის მათი ადგილმდებარეობის, მომხმარებლის ნაკადის და სხვა პირობების მიხედვით. შედეგად, ტერმინალების ქსელის მფლობელი იღებს შესაძლებლობას, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მისი ტერმინალების პარკიდან.

ახალი მომხმარებლების მოზიდვა

თვითმომსახურების მოწყობილობების სტანდარტული ფუნქციების გაფართოება ხელს უწყობს მათი პოპულარობისა და მოთხოვნის ზრდას მომხმარებლებს შორის, მათ შორის იმ პირებშიც, რომლებიც არ არიან ფინანსური ინსტიტუტის მომხმარებლები. თუმცა, ბანკები, რომლებიც აქტიურად ავითარებენ დისტანციური თვითმომსახურების არხებს და სთავაზობენ იმ სერვისებს, რომლებიც ადრე მხოლოდ ფილიალებში იყო ხელმისაწვდომი, ხშირად პირადი კომუნიკაციის დეფიციტს აწყდებიან. ჩვენი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს ბანკებს, ტერმინალის მომხმარებლებს შესთავაზონ პერსონალიზებული პროდუქტები და სერვისები, შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლებზე და მოიზიდონ ახალი კლიენტები.

ჯვარედინი მომსახურების გარემოს დანერგვა

გაციფრულება და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებები ბანკებისგან ითხოვს ხელახლა განსაზღვრონ განვითარების სტრატეგიები. კლასიკური ფილიალების როლი იცვლება: თანამედროვე მომხმარებლები ფინანსური სერვისების მიღებას მათთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას ამჯობინებენ და აღარ არიან ფილიალების სამუშაო საათებზე დამოკიდებულნი.

მომხმარებელთა ამ ახალი მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ბანკებმა გააფართოონ არა მხოლოდ ციფრული შესაძლებლობები, არამედ უზრუნველყონ უწყვეტი, მრავალარხიანი გარემო, რომელიც აერთიანებს ციფრულ და პერსონალურ არხებს ურთიერთდაკავშირებულ სისტემაში.

პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლებიც თვითმომსახურების მოწყობილობების ფუნქციონალს აფართოებს, საშუალებას იძლევა, მომხმარებელს შესთავაზოს იგივე მომსახურება, რასაც ღებულობს სხვა არხების მეშვეობით (ბანკის ფილიალებში, მობილური და ონლაინ ბანკინგის საშუალებით). ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ომნიჩანელური მომსახურების კონცეფციის დანერგვას და მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

უპირატესობები

საბანკო თვითმომსახურების არხის მონეტიზაცია

თვითმომსახურების პარკში ჩადებული ინვესტიციების დაბრუნება

კლიენტების ლოიალობის გაზრდა

ახალი კლიენტების მოზიდვა

საბანკო მომსახურების ავტომატიზაცია

მარეგულირებლის მოთხოვნების შესრულება

ფილიალებში პერსონალზე დატვირთვის შემცირება

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები

სიახლეები

გამოწერა