ბიომეტრიული ტექნოლოგიები საფინანსო სექტორისთვის

ბიომეტრიული ტექნოლოგიების პოპულარობა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება . ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, ბიომეტრიული სისტემების მსოფლიო ბაზარი 2025 წლის ბოლოს, 60.32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და 2034 წლისთვის 307.24 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც 19.89%-იანი წლიური ზრდის ტემპს (CAGR) შეესაბამება. ბიომეტრია მეტად მოთხოვნადი გახდა სამთავრობო და ფინანსურ სექტორში, თავდაცვაში, ჯანდაცვასა და რითეილში. ამასთან, სააგენტო FindBiometrics პროგნოზებით, უახლოეს წლებში ბიომეტრიული სისტემების ბაზარი მეტად აქტიურად განვითარდება სწორედ კომერციულ სეგმენტში.

ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ახალი კლიენტების მოსაზიდად ბანკებისთვის საკმარისი იყო შეეთავაზებინათ მათთვის უფრო იაფი პროდუქტები და მომსახურება. დღეს, გარემოება სწრაფად იცვლება: მომხმარებლები, უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს და საიმედოობას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც საჭიროა მომხმარებელზე ორიენტირებული კონცეფციის რეალიზაციისთვის, გვევლინება ბიომეტრიული ტექნოლოგიები, რომელიც იძლევა ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფის საშუალებას და ასევე შეეუძლია დააჩქაროს კლიენტთა მომსახურების პროცესი, როგორც ტრადიციულ, ასევე მომსახურების დისტანციური არხების მეშვეობით.

ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების ყველაზე გავრცელებულ სახეს ფინანსურ სექტორში მიეკუთვნება სახის გამოსახულება, თითის ანაბეჭდი, ხელის გეომეტრია და თვალის ფერადი გარსის სურათი. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კლიენტების იდენტიფიკაციისთვის ონლაინ ბანკინგში, ფინანსურ მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფისას თვითმომსახურების მოწყობილობებზე და საბანკო განყოფილებებში, და ასევე საბანკო დანაყოფებთან წვდომის უზრუნველყოფისთვის. ყველაზე მეტად პოპულარულია საბანკო სექტორში ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია PIN-კოდის ან ერთჯერადი პაროლისა და ბიომეტრიის გამოყენებით, რომელიც იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფის საშუალებას და მათზე წვდომის კონტროლს.

ოპტიმიზაციის სფეროები

მონაცემთა უსაფრთხოება

მომსახურების პროცესის ოპტიმიზაცია

მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება

უსაფრთხო წვდომა პერსონალურ მონაცემებთან

თანამედროვე ციფრული გარემო ბანკებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კლიენტების პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით. პაროლებზე დაფუძნებული აუტენტიფიკაციის სისტემები დღითიდღე ნაკლებად ეფექტიანი ხდება — მარტივად არის შესაძლებელი, რომ დაირღვეს და ხშირად სწორედ, რომ არასწორი ან მოპარული წვდომის შედეგად ხდება მომხმარებლის ინფორმაციის გაჟონვა.

ამ ფონზე, ბიომეტრიული აუტენტიფიკაცია ხდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სანდო საშუალება. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს არავიზუალური წვდომის რისკებს, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და უწყობს ფეხს თანამედროვე კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს. ბიომეტრია უკვე ფართოდ გამოიყენება საფინანსო სექტორში, როგორც პასუხი მონაცემთა დაცვის თანამედროვე გამოწვევებზე.

მომხმარებელთა აუტენტიფიკაციის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეთოდს წარმოადგენს ბიომეტრია. ბიომეტრიული მონაცემების გაყალბება, მოპარვა ან რაიმე სხვა საშუალებით მათი გამოყენება შეუძლებელია მათი მფლობელისგან დაუკითხავად. ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება აუტენტიფიკაციისთვის თვითმომსახურების მოწყობილობებზე უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს ოპერაციის ჩატარებისას, ათავისუფლებს მომხმარებლებს თან იქონიონ ნაღდი ფულადი სახსრები, ახსოვდეთ პაროლები და ბარათის PIN-კოდი და სხვა. რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ოპერაციის ჩატარების დროს.

კორპორატიული მონაცემებისა და სისტემების დაცვა

შიდა თაღლითობისა და თანამშრომელთა ანგარიშებით მონაცემებზე არაუფლებამოსილი წვდომის პრობლემა ფინანსურ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში აწუხებს. ბანკები ეძებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ შიდა მონაცემთა ინფრასტრუქტურას დაიცავს და სულ უფრო მეტად ირჩევენ ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს. დღეს, საბანკო სექტორში გამოყენებული ყველა ბიომეტრიული სისტემის დაახლოებით 30% კორპორატიული მიზნებისთვის გამოიყენება.

ბიომეტრიული ტექნოლოგია თანამშრომელთა ავტორიზაციისთვის უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების და მგრძნობიარე ინფორმაციის წვდომის კონტროლის საჭირო დონეს, ასევე ქმნის ფართო შესაძლებლობებს ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგისთვის.

KYC პოლიტიკის დაცვა

დღეს KYC პოლიტიკის დაცვა (ინგლ. Know your customer — «იცნობდე შენს მომხმარებელს») წარმოადგენს რეგულატორის ერთ – ერთ მოთხოვნას და ფინანსური საქმიანობის განხორციელების პირობას რიგ ქვეყნებში, რადგანაც ეწინააღმდეგება ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას, და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას.

სპეციალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ვერიფიკაციასა და აუტენტიფიკაციას ბიომეტრიული მონაცემების დახმარებით იძლევა არამარტო KYC მოთხოვნების დაცვის საშუალებას, არამედ უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების ჩატარების უსაფრთხოების მაღალ დონეს.

უპირატესობები

მომხმარებელთა უსაფრთხო ავტორიზაცია და აუტენტიფიკაცია

მონაცემებთან წვდომის კონტროლი

თანამშრომელთა ქმედებების კონტროლი

Მსგავსი პროდუქტები

სიახლეები

გამოწერა
2025-02-14

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024