ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვა

სატერმინალო ქსელის მფლობელის ერთ- ერთ ამოცანას წარმოადგენს ნაღდი ფულის საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, ნაღდი ფულის გაცემის ყველა პუნქტში: ბანკომატებში, განყოფილებებში, ფულად საცავებში. ეს უკავშირდება რიგ ხარჯებს: ნაღდი ფულის მოზიდვა, დაზღვევა, ფულადი სახსრების მიღება-გაცემის ინკასაცია და სხვა. ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაცია ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს ზემოხსენებული ხარჯების შემცირება.

ნაღდი ფულის მიმოქცევის ეფექტური მართვა იძლევა საშუალებას, შემცირდეს ფულადი მასის საერთო მოცულობა გაცემის პუქტებში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს  საოპერაციო ხარჯების შემცირება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვისას მაქსიმალური ეფექტურობა შეიძლება მიღწეულ იქნას სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რომელიც იძლევა ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირების საშუალებას ფულადი სახსრების მიღება-გაცემის პუნქტებში, ინკასაციის დაგეგმვის და სხვა ხარჯების კონტროლის საშუალებას თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მუშაობის შენარჩუნებისთვის, და ასევე რიგ სამუშაო და ბიზნეს-პროცესის ავტომატიზაციას რაც საბოლოოდ ამცირებს ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის ხარჯს.

ოპტიმიზაციის სფეროები

ნაღდი ფულით თვითმომსახურების მოწყობილობების უზრუნველყოფის ხარჯები

საინკასაციო ხარჯები

თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მუშაობის შენარჩუნებისთვის გაწეული ხარჯები

სამუშაო-პროცესების ავტომატიზაცია

სამუშაო დატვირთვის დაგეგმვა და განაწილება

საინკასაციო შეკვეთების შესრულების კონტროლი

დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაცია

ნაღდი ფულის ნაშთების მონიტორინგი ყოველი ობიექტისთვის

ინკასაციების რიცხვის შემცირება

თვითმომსახურების მოწყობილობების და განყოფილებების ინკასაცია წარმოადგენს ბანკის საოპერაციო ხარჯების არსებით ნაწილს. იმისთვის, რომ შემცირდეს ხარჯების ეს მუხლი, სატერმინალო ქსელების მფლობელები მიმართავენ შემდეგ ზომებს:

  • ინკასაციის მომსახურებების გადაცემა აუთსორსინგზე სერტიფიცირებული გადამზიდავისთვის.
  • ტერმინალების დაყენება ნაღდი ფულის რეცირკულაციის ფუნქციით.
  • სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ნაღდი ფულის ნაშთების მონიტორინგისთვის მიღება-გაცემის პუნქტებში ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირებისთვის და ინკასაციის დაგეგმვისთვის.

ინკასაციების დაგეგმვა სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით იძლევა, მიღება – გაცემის პუნქტებისთვის ნაღდი ფულის საჭიროების პროგნოზირების საშუალებას, კუპიურებისა და მონეტების ( ვალუტისა და ნომინალების) ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობას თითოეულ ობიექტისთვის, რაც საბოლოოდ იძლევა საინკასაციო სამსახურის გასვლების რაოდენობის საშუალოდ 2-3 ჯერ შემცირების საშუალებას.

ფულადი მასის შემცირება მიმოქცევაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი, რომელიც ტერმინალების ქსელის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, არის საკასო წერტილების შევსება ნაღდი ფულით.

ფონდირების ხარჯები იზრდება, როდესაც ინკასაციის სიხშირე მცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ იზრდება თანხის ოდენობა, რომელიც საჭიროა საკასო წერტილების შესავსებად. იმ შემთხვევაში, როდესაც ინკასაციის რაოდენობა იზრდება, ფონდირების ხარჯები მცირდება, მაგრამ ამ დროს იზრდება ინკასაციის ხარჯები. ტერმინალების ქსელის მფლობელის მიზანია ნაღდი ფულის ინკასაცია ისე დაგეგმოს, რომ თვითმომსახურების მოწყობილობების შევსების საერთო ხარჯი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირებისა და საკასო წერტილების შევსების დაგეგმვის კომპლექსური ღონისძიებები საშუალებას იძლევა, შემცირდეს მიმოქცევაში არსებული თანხის ოდენობა 30-40%-ით. ეს ბანკს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ნაღდი ფულის მოზიდვის ხარჯებს და ასევე ბანკნოტებისა და მონეტების ლოგისტიკის უზრუნველყოფის საერთო ტვირთს.

ნაღდი ფულის ხელმისაწვდომობის გაზრდა

ტერმინალების ქსელის მფლობელები ხშირად აწყდებიან თვითმომსახურების მოწყობილობების გაჩერებას ნაღდი ფულის ნაკლებობის გამო. ეს გამოწვეულია არასწორი ინკასაციის დაგეგმვით. არსებული მონიტორინგის სისტემები ვერ ასახავს ნაღდი ფულის რეალურ ნაშთებს, რის შედეგადაც თვითმომსახურების მოწყობილობების დროული შევსება ვერ ხორციელდება.

ტერმინალების პარკის მფლობელის მიზანია ნაღდი ფულის დეფიციტის შემცირება და მოწყობილობების გაჩერებების თავიდან აცილება. სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ნაღდი ფულის ნაშთების რეალურ დროში კონტროლს და პროგნოზირების ალგორითმების გამოყენებით ითვლის მოთხოვნას სხვადასხვა ვალუტასა და ნომინალებზე, საშუალებას იძლევა:

  • შეფასდეს ნაღდი ფულის ნაშთების მიმდინარე მდგომარეობა,
  • დროულად დაიგეგმოს ინკასაცია,
  • უზრუნველყოფილი იყოს ნაღდი ფულის ოპტიმალური ხელმისაწვდომობა ბანკომატებში და სხვა საკასო წერტილებში.

ბიზნეს- პროცესების ავტომატიზაცია

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვა თვითმომსახურების მოწყობილობებში, უმეტეს შემთხვევაში საჭიროებს ბევრ დროს და მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებს, რაც პირდაპირ ზრდის ამ პროცესის ორგანიზების ხარჯს. თანამედროვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა სამუშაო და ბიზნეს-პროცესების ნაწილის უნიფიცირების და ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. ეს პროგრამული გადაწყვეტა უზრუნველყოფს შესრულებას ერთიან საინფორმაციო გარემოში, ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის ყველა სტადიის მონიტორინგს და ამარტივებს დოკუმენტბრუნვას, რაც საბოლოოდ რამდენჯერმე ამცირებს ნაღდი ფულის მართვაზე გაწეულ ხარჯებს და ამარტივებს თავად პროცესს.

უპირატესობები

მოზიდული ფულადი მასის შემცირება, რომელიც საჭიროა ნაღდი ფულის მიღება-გაცემის პუნქტების შესავსებად

ობიექტების ნაღდი ფულით მომარაგებაზე გასაწევი ხარჯების შემცირება

ინკასაციის სამსახურის გასვლების რაოდენობათა შემცირება

სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია

თვითმომსახურების მოწყობილობების ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფა

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები

სიახლეები

გამოწერა