დღეს ბანკომატები შეიძლება იყოს არამარტო ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის მოწყობილობა. თვითმომსახურების მოწყობილობები თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებების წყალობით ხდება ბანკების დისტანციური ურთიერთქმედების სრულფასოვანი არხი როგორც ამ ფინანსური ორგანიზაციების კლიენტებთან, ისე არა კლიენტებთან.
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ტერმინალებზე დამატებითი ფუნქციების რეალიზების საშუალებას, ისეთების როგორიცაა ყველანაირი სახის გადახდების, ჯარიმების, გადასახადების მიღება, საყიდლების საფასურის გადახდა,ვალუტის გაცვლა და სხვა, და ასევე მოწყობილობების მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საბანკო და პარტნიორული საქონლისა და მომსახურების შეთავაზება, მათ შორის ინტერაქტიული უკუკავშირის ფორმების გამოყენებით. ამგვარად, ფინანსური ორგანიზაციები არამარტო ხელს უწყობენ თავიანთ კლიენტებთან სრულფასოვან პერსონალიზებულ ურთიერთობას, არამედ საშუალება აქვთ დაიბრუნონ ინვესტიციები, გაკეთებული თვითმომსახურების არხში.
ამავე დროს ბანკომატების მომხმარებლებს აქვთ საშუალება ისარგებლონ საბანკო მომსახურებით თვითმომსახურების მოწყობილობებზე. ეს ხელს უწყობს ბანკის კლიენტების ლოიალურობის ზრდას, ეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, ამცირებს საბანკო განყოფილებებზე დატვირთვას,იძლევა საბანკო მომსახურების ავტომატიზების საშუალებას და ფინანსურ ორგანიზაციას წარუდგენს ანგარიშგებისა და ანალიტიკისთვის მოსახერხებელ ინსტრუმენტებს.
პროგრამული გადაწყვეტილებები,რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით ფუნქციონალს თვითმომსახურების მოწყობილობებზე, იძლევა თვითმომსახურების არხის არა მარტო განვითარების, არამედ მონეტიზაციის საშუალებას უმნიშვნელო დამატებითი ინვესტიციების პირობებში ტერმინალური ქსელის ინფრასტრუქტურაში, რადგანაც იძლევიან საკომისიოს ამოღების საშუალებას რიგი მომსახურებების შესრულებისთვის. საკომისიის ოდენობა შეიძლება დადგენილ იქნას როგორც ტერმინალების არჩეული ჯგუფისთვის, ასევე ცალკეული მოწყობილობებისთვის მათი ადგილმდებარეობიდან, მომხმარებელთა ნაკადიდან და სხვა პირობებიდან გამომდინარე. ამგვარად, სატერმინალო ქსელის მფლობელი იღებს გამომუშავების შესაძლებლობას თავის სატერმინალო პარკზე.
თვითმომსახურების მოწყობილობების სტანდარტული ფუნქციონალის გაფართოება ხელს უწყობს მათი პოპულარობის და მოთხოვნადობის ზრდას მომხმარებლებში, მათ შორის მათშიც, ვინც არ წარმოადგენს ფინანსური ორგანიზაციის კლიენტებს. თვითმომსახურების არხების აქტიური განვითარებით და მათზე ისეთი მომსახურებების გამოტანით, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განყოფილებებში, ბანკები აწყდებიან კლიენტებთან პერსონალიზებული ურთიერთობის დეფიციტს. სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ტერმინალების მომხმარებლებისთვის არამარტო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზების საშუალებას პერსონალიზებულად, არამედ შეაგროვონ მათზე დამატებითი ინფორმაცია, მოიზიდონ ახალი კლიენტები, მათ შორის თვითმომსახურების მოწყობილობების მეშვეობით.
საყოველთაო ციფროვიზაცია და კლიენტების ქცევის შეცვლა მოითხოვს ბანკებისგან თავისი განვითარების სტრატეგიის ხელახალ გააზრებას. კლასიკური ფილიალების როლი იცვლება: დღეს მომხმარებლებს უნდათ ფინანსური მომსახურების მიღება მათთვის მოსახერხებელ დროს და მათთვის მოსახერხებელ ადგილას და არ იყვნენ დამოკიდებულნი განყოფილების სამუშაო საათებზე.
იმისთვის რომ გაამართლონ კლიენტების ეს ახალი მოლოდინები, ბანკებმა უნდა არამარტო გააფართოვონ თავიანთი ციფრული შესაძლებლობები, არამედ წარმოადგინონ უწყვეტი,მრავალარხოვანი წინადადება, რომელიც აერთიანებს ციფრულ და პერსონალურ არხებს ურთიერთკავშირის წესით.
პროგრამული უზრუნველყოფა თვითმომსახურების მოწყობილობების ფუნქციონალის გაფართოებისთვის იძლევა საშუალებას ტერმინალებზე შემოთავაზებულ იქნას იგივე მომსახურება, რაც მომხმარებელთან ურთიერთქმედების სხვა არხების მეშვეობით (საბანკო განყოფილებებში, მობილური და ინტერნეტ-ბანკინგით), რითაც შესაძლებელი ხდება ომნიკანალური მომსახურების კონცეპციის რეალიზება და ფინანსური ორგანიზაციის კლიენტების მოლოდინთან შესაბამისობა.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.