ბიომეტრიული ტექნოლოგიების პოპულარობა იზრდება ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში. ანალიტიკოსების პროგნოზების ტანახმად ბიომეტრიული სისტემების მსოფლიო ბაზარი გაიზრდება $2 359,7 მლნ. დან $15 145,5 მლნ.მდე 2025 წელს. ბიომეტრია მეტად მოთხოვნადია სამთავრობო და ფინანსურ სექტორში, თავდაცვაში, ჯანდაცვაში და რითეილში. ამასთან, სააგენტო FindBiometrics პროგნოზებით, უახლოეს წლებში ბიომეტრიული სისტემების ბაზარი მეტად აქტიურად განვითარდება სწორედ კომერციულ სეგმენტში.
ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ახალი კლიენტების მოსაზიდად ბანკებისთვის საკმარისი იყო შეეთავაზებინათ მათთვის უფრო იაფი პროდუქტები და მომსახურება. დღეს სიტუაცია სწრაფად იცვლება, მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ კომფორტულობასა და საიმედოობას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც საჭიროა კლიენტზე ორიენტირებულობის კონცეპციის რეალიზაციისთვის, გვევლინება ბიომეტრიული ტექნოლოგიები, რომელიც იძლევა არამარტო ფინანსური ოპერაციების საიმედო უსაფრთხოების დონის უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ შეუძლია დააჩქაროს კლიენტთა მომსახურების პროცესი, როგორც ტრადიციულ განყოფილებებში, ასევე მომსახურების დისტანციური არხების მეშვეობით.
ბიომეტრიული მონაცემების ყველაზე გავრცელებულ სახეებს, გამოყენულს ფინანსურ სექტორში, მიეკუთვნება სახის გამოსახულება, თითების ანაბეჭდები, ხელების გეომეტრია და თვალის ფერადი გარსის სურათი. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კლიენტების იდენტიფიკაციისთვის ონლაინ ბანკინგში, ფინანსურ მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფისას თვითმომსახურების მოწყობილობებზე და საბანკო განყოფილებებში, და ასევე საბანკო დანაყოფებთან წვდომის უზრუნველყოფისთვის. უფრო პოპულარულია საბანკო სექტორში ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია PIN-კოდის ან ერთჯერადი პაროლისა და ბიომეტრიის გამოყენებით, რომელიც იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფის საშუალებას და მათზე წვდომის კონტროლისა.
Verizon მონაცემებით, 2017 წელს მთელს მსოფლიოში მონაცემთა გაჟონვის მიზეზი შემთხვევების 81%, გახდა სააღრიცხვო ჩანაწერების არაკორექტული გამოყენება, მათ შორის მოპარული ან სუსტი პაროლები. ასეთი გაჟონვების რაოდენობა და მათთან დაკავშირებული ხარჯები იზრდება წლიდან წლამდე. ბანკები იძულებულნი არიან დაფიქრდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ კლიენტების მონაცემთა უსაფრთხოება და თავიდან აიცილონ დანაკარგები, დაკავშირებული მათთან არასამართლებრივ წვდომასთან.
მომხმარებელთა აუტენტიფიკაციის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეთოდს წარმოადგენს ბიომეტრია. ბიომეტრიული მონაცემების გაყალბება, მოპარვა,ან რაიმე სხვა საშუალებით მათი გამოყენება შეუძლებელია მათი მფლობელისგან დაუკითხავად. ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება აუტენტიფიკაციისთვის თვითმომსახურების მოწყობილობებზე უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს ოპერაციის ჩატარებისას, ათავისუფლებს მომხმარებლებს თან იქონიონ ნაღდი ფულადი სახსრები, ახსოვდეთ პაროლები და ბარათის PIN-კოდი და სხვა, ამცირებს ოპერაციის ჩატარების დროს.
შიდა თაღლითობის პრობლემა და მონაცემებთან არასამართლებრივი წვდომა თანამშრომელთა სააღრიცხვო ჩანაწერების მეშვეობით მწვავედ დგას ფინანსური ორგანიზაციების წინაშე მთელს მსოფლიოში. ბანკები იმყოფება გადაწყვეტილებათა ძებნაში, რომლებიც დაიცავენ მათი შიდა მონაცემების ინფრასტრუქტურას, და სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ბიომეტრიულ ტექნოლოგიებს. დღეს საბანკო სექტორის ყველა ბიომეტრიული სისტემის დაახლოებით 30% გამოიყენება კორპორატიულ მიზნებში.
ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება თანამშრომელთა ავტორიზაციისთვის იძლევა მონაცემთა უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველყოფის საშუალებას და მგრძნობიარე ინფორმაციაზე წვდომის კონტროლისა, და ასევე წარმოადგენს ფართო შესაძლებლობებს ფინანსური ორგანიზაციის თანამშრომელთა მუშაობის კონტროლისთვის.
დღეს KYC პოლიტიკის დაცვა (ინგლ. Know your customer — «იცოდე შენი კლიენტი») წარმოადგენს რეგულატორის ერთ – ერთ მოთხოვნას და ფინანსური საქმიანობის განხორციელების პირობას რიგ ქვეყნებში, რადგანაც ეწინააღმდეგება ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას, და გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას.
სპეციალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ვერიფიკაციასა და აუტენტიფიკაციას ბიომეტრიული მონაცემების დახმარებით იძლევა არამარტო KYC მოთხოვნების დაცვის საშუალებას, არამედ უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების ჩატარების უსაფრთხოების მაღალ დონეს.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.