დღეს ბევრი მომხმარებლისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია ბანკის არჩევისას რამდენად მოსახერხებელია მისი მომსახურებით სარგებლობა. მომხმარებელთა ლოიალობისთვის ბრძოლაში ფინანსური ინსტიტუტები ახორციელებენ და იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ კლიენტებს შეასრულონ ჩვეულებრივი ტრანზაქციები უფრო მარტივად და სწრაფად, ვიდრე ადრე.
ამავდროულად, COVID-19-ის პანდემიამ მკვეთრად დააჩქარა ბოლო წლების ციფრული ბანკინგის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ტენდენცია – მობილური ბანკინგის აპლიკაციების განვითარება. App Annie-ის მონაცემების თანახმად, ადამიანები საშუალოდ 45%-ით მეტ დროს ატარებენ ფინანსური ინსტიტუტების აპებზე 2020 წელს. ბანკები აქტიურად ავითარებენ თავიანთი აპლიკაციების ფუნქციონალურობასა და მოხერხებულობას, იზიდავენ და ინარჩუნებენ მომხმარებლებს ციფრული და მობილური ბანკინგის ახალი შესაძლებლობების მიწოდებით. ერთ-ერთი ასეთი სერვისი, რომელსაც ბანკები სთავაზობენ მობილური აპლიკაციის საშუალებით, არის სერვისების მიწოდება QR კოდის გამოყენებით.
QR-Pay არის გადაწყვეტა, რომელიც საბანკო მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაანაღონ ფული ბანკომატიდან ბარათის გამოყენების გარეშე.
სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელი ბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით ასკანირებს ბანკომატში გენერირებულ QR კოდს. შემდეგ აპლიკაციაში ირჩევს ოპერაციის ოდენობასა და ვალუტას, ასევე მისთვის საჭირო ბანკნოტების ნომინალს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დაადასტურებს ამ მონაცემებს აპლიკაციაში, ბანკომატი ახდენს ერთჯერად პაროლის გენერირებას, რომელსაც მომხმარებელი შეიტანს აპლიკაციაში საკუთარ მობილურ ტელეფონში, რის შემდეგაც ბანკომატი იძლევა საჭირო თანხას.
მოცემული სცენარი ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ არა ერთადერთი და შეიძლება შეიცვალოს ბანკის სურვილის მიხედვით.
QR-Pay გადაწყვეტა საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გამოტანის ფუნქცია QR კოდის გამოყენებით, პროცესინგული ცენტრის მუშაობაში ჩარევის გარეშე. ამასთან, ბანკომატზე გენერირებული QR – კოდის შემცველი მონაცემები, დაშიფრულია და შეუძლებელია წაკითხულ იქნას QR -კოდების დასასკანირებელი უცხო აპლიკაციით.
QR-Pay-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს დამატებითი მოწყობილობების დაყენებას (QR-კოდის სკანერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები). გარდა ამისა, QR-Pay იძლევა ბანკომატიდან თანხის გამოტანის საშუალებას უკონტაქტოდ, ხსნის საბანკო ბარათის თან ქონის აუცილებლობას, გვახსოვდეს მისი PIN კოდი და ა.შ.
QR-Pay გადაწყვეტა შესაძლებელია რეალიზებულ იქნას ბანკომატებზე Payments.iQ პროგრამული პლატფორმის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თვითმომსახურების საბანკო მოწყობილობების მართვის შესაძლებლობას. Payments.iQ – ეს არის სრული ფუნქციონალურობის მქონე პროგრამული გადაწყვეტა ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების საბანკო ტერმინალების მეშვეობით გადახდების მიღებისა და ნებისმიერი სახის ელექტრონული საქონლისა და მომსახურების გაყიდვის ორგანიზებისთვის.
QR კოდის გამოყენებით ნაღდი ფულის მოხსნის ფუნქციის რეალიზაცია ბანკომატზე Payments.iQ-ის დახმარებით არ საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ ინტეგრაციულ სამუშაოს და შეიძლება განხორციელდეს მოკლე დროში.
ფაქტიურად ეს არის მზა გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება ადვილად მოერგოს ფინანსური დაწესებულების კონკრეტულ საჭიროებებს. ამავდროულად, Payments.iQ გადაწყვეტის მოქნილობის წყალობით, საბანკო მობილური აპლიკაციების მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი არა მხოლოდ ფულადი სახსრების განაღდების სხვადასხვა სცენარის, არამედ სხვა მომსახურებების განსახორციელებლად, როგორც QR კოდით, ასევე მის გარეშე.
Payments.iQ პროგრამული პლატფორმა ასევე წარმოადგენს ინსტრუმენტების ნაკრებს ოპერაციების აღრიცხვისთვის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადებისთვის, საცალო საბანკო საქმიანობის ავტომატიზაციისა და საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების ქსელების მართვისთვის.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.