ტერმინალური ქსელის მფლობელის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს – თავისი მოწყობილობების პარკის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და ტერმინალების ხელმისაწვდომობის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევა:ბანკომატების, გადახდის ჯიხურების,ავტომატიზირებული დეპოზიტური მანქანების და ა.შ. თანახმად European Financial Management Association (EFMA), ანგარიშისა, საბანკო მომსახურების მომხმარებელთა 39,5% მიიჩნევს, რომ საბანკომატე დაფარვა და მოწყობილობათა ზოგადი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს ბანკის არჩევისას. ამგვარად, ტერმინალის უმოქმედოდ ყოფნის ყოველი წუთი გაუმართაობის გამო, ან სხვა რაიმე მიზეზით ნიშნავს ფინანსური ორგანიზაციისთვის არამარტო უკმაყოფილო კლიენტებს, არამედ ფინანსურ დანაკარგებსაც.
ტერმინალების ხელმისაწვდომობის მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად ორგანიზაციები მიდიან სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და ქსელის მომსახურების ხარჯის შემცირების გზით. თუმცა პროცესებისა და ხარჯების ოპტიმიზაციას აქვს აზრი მხოლოდ მოწყობილობათა პარკის სტაბილური და უწყვეტი მუშაობის ორგანიზების შემდეგ.
თანახმად Diebold Nixdorf მონაცემებისა, 10 დან 9 ტექნიკური პრობლემა არ უკავშირდება ბანკომატის მექანიკურ დაზიანებას და შეიძლება გადაწყდეს სერვისის ინჟინერის ადგილზე გასვლის გარეშე. იმავე დროს, ბანკომატების პარკის ამოცანათა 75%-მდე შეიძლება შესრულდეს ავტომატურ რეჟიმში. ამგვარად, მთავარი პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყვიტოს სატერმინალო ქსელის მფლობელმა – უზრუნველყოს თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის პროაქტიური მონიტორინგი და დისტანციური მომსახურება იმ სიტუაციებში, სადაც ეს შესაძლებელია. ამ პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება ბანკომატების პარკის მართვის სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.
თვითმომსახურების მოწყობილობების უმოქმედოდ ყოფნის ყოველი წუთი ბანკისთვის ნიშნავს ფინანსურ და რეპუტაციულ დანაკარგს. ტერმინალების მუშაობის კომპლექსური მონიტორინგი რეალური დროის რეჟიმში.საგრძნობლად ამცირებს სატერმინალო ქსელის ადმინისტრირებისა და მომსახურების ღირებულებას, ამცირებს ტერმინალების უმოქმედოდ ყოფნის დროს, ეხმარება სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის დროულ აღმოჩენაში, ლოკალიზებასა და გადაწყვეტაში. ყოველივე ეს ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციას თავისი თვითმომსახურების ქსელის მუშაობის ეფექტურობისა და რენტაბელურობის ამაღლებაში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ბანკომატი მწყობრიდან გამოდის ან ამა თუ იმ მიზეზით აჩერებს თავის მუშაობას, სატერმინალო ქსელის მეპატრონე იძულებულია გაგზავნოს მოწყობილობასთან სერვისის პერსონალი, რათა გამოავლინოს და აღმოფხვარს დაზიანების მიზეზი.
სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას არა მარტო დისტანციურად ჩატარდეს თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის დიაგნოსტიკა,არამედ დაიგეგმოს და ავტომატურად ჩაშვებულ იქნას განახლების პაკეტები მოწყობილობათა განსაზღვრული ჯგუფებისთვის, საჭიროებისას მოხდეს ტერმინალების გადატვირთვა. ასევე ის იძლევა საშუალებას ნაპოვნი იქნას ინციდენტების უმრავლესობის გაჩენის მიზეზები, რომლებიც უკავშირდება პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობას, და დისტანციურად მათი გადაწყვეტისა, რაც საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს მოწყობილობების სერვისულ მომსახურებაზე.
ბანკომატები და საბანკო თვითმომსახურების სხვა მოწყობილობები უცვლელად იპყრობენ თაღლითებისა და ბოროტმოქმედთა ყურადღებას. ბანკომატებზე ლოგიკური და ფიზიკური შეტევების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად, ბანკები იძულებულია უდიდესი რესურსი დახარჯონ თავიანთი სატერმინალო ქსელების უსაფრთხხოებაზე.
თვითმომსახურების მოწყობილობათა მდგომარეობის მონიტორინგი რეალური დროის რეჟიმში და მათი მუშაობის მართვა დისტანციურად უზრუნველყოფს ტერმინალების უსაფრთხოების მაღალ დონეს, იცავს მათ რიგი თაღლითური ქმედებებისგან. ასე, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა არამარტო ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის დისტანციური დაყენებისა და განახლების საშუალებას ტერმინალებზე, არამედ დაყაჩაღების საშიშროებისას ტერმინალის გათიშვის საშუალებასაც მიცემული სცენარის მიხედვით.
PCI DSS გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემების უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს, რომ მოვლინების ელექტრონული ჟურნალები (logs) რეგისტრირდებოდეს, ინახებოდეს და სისტემატიურად მოწმდებოდეს გადახრების ან საეჭვო მოვლენების არსებობაზე. ამასთან, შეგროვება,შენახვა და მონაცემთა ანალიზი (ინფორმაციები მოვლენების შესახებ) მნიშვნელოვანია არამარტო უსაფრთხოებისთვის, არამედ სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რადგანაც მათ შორის თავმოყრილი მონაცემების საფუძველზე სატერმინალო პარკის მფლობელს შეუძლია დაგეგმოს ბიზნესის შემდგომი განვითარების სტრატეგია.
სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული მონაცემების ცენტრალიზაციას ავტომატიზაციის დანერგვისა და ანალიზის საშუალებების მეშვეობით შეუძლია უზრუნველყოს სერვისული ორგანიზაციის მუშაობის მაღალი დონე, საოპერაციო ამოცანების ინფორმაციული მხარდაჭერა უკვე არსებული ბიზნეს-პროცესების გათვალისწინებით- და საბოლოოდ მიაღწიოს თვითმომსახურების მოწყობილობების მთელი პარკის ხელმისაწვდომობის უმაღლეს (ან მიზნობრივ) მაჩვენებლებს.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.