Vynamic™ View პროგრამული პლატფორმა უზრუნველყოფს კომპლექსურ მიდგომას თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მართვასთან, იძლევა საშუალებას ცენტრალიზებულად მოხდეს ტემინალებისა და ცალკეული კვანძების ტექნიკური სტატუსის კონტროლი, დისტანციურად დამინტაჟდეს და დაყენდეს პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე მიღებულ იქნას ამომწურავი ინფორმაცია იმ მოვლენებზე,რომლებიც ხდება მოწყობილობებზე: ტრანზაქციებზე, დაზიანებებზე, სხვადასხვა ინციდენტების თაობაზე.
Vynamic™ View იძლევა ერთიანი ინტერფეისის ფარგლებში მუშაობის საშუალებას უმსხვილესი მსოფლიო მწარმოებლების მოწყობილობების სხვადასხვა ტიპებთან.
პლატფორმა შედგება რამოდენიმე მოდულისგან, რომელთაგანაც ყოველი განკუთვნილია სპეციფიური საოპერაციო ამოცანების შესასრულებლად.
სისტემა იძლევა ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების საშუალებას თვითმომსახურების ტერმინალების მუშაობასა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
გადაწყვეტილება Vynamic™ View იძლევა ტექნიკური პრობლემების ნაწილის დისტანციური გადაწყვეტისა და ამომწურავი ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალებას ინციდენტის შესახებ სერვის სამუშაოების შემდგომი დანიშვნისთვის.
პროგრამული პლატფორმა იძლევა მოწყობილობათა ჯგუფების ან ცალკეული ტერმინალების დისტანციური მართვის საშუალებას (მაგალითად, ბანკომატის გადატვირთვა ან მისი გადაყვანა მომსახურების მდგომარეობაზე და ა.შ.)
გადაწყვეტილება იძლევა პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრალიზებული დაინსტალირებისა და განახლების საშუალებას ყველა ქსელში ჩართული თვითმომსახურების მოწყობილობებზე
მონაცემების ცენტრალიზებული გადაცემა სისტემაში იძლევა ელექტრონული ჟურნალების გადმოტვირთვის საშუალებას მოწყობილობებიდან და ასევე სხვადასხვა ფაილების ჩატვირთვისა: გრაფიკა სამომხმარებლო ინტერფეისებისთვის, სარეკლამო ჩანართები, ვიდეო და ა.შ.
გადაწყვეტილება გვთავაზობს ფართო შესაძლებლობებს ინციდენტების შესახებ ისტორიული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავებისთვის, მათი გამოყენების ნებართვით ანგარიშგებისა და მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის პროგნოზების აგებისთვის.
კლიენტი იძენს პროგრამულ გადაწყვეტილებას, მის ერთ ან რამდენიმე ცალკეულ მოდულს და განათავსებს საკუთარ სისტემაში.
კლიენტი იყენებს გადაწყვეტილების საჭირო პროგრამულ კომპონენტებს იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსებულია BS/2 ინფრასტრუქტურაში.
კლიენტი გადასცემს კომპანიას BS/2 აუთსორსინგზე თვითმომსახურების მოწყობილობების პარკის მართვას.
დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.