სატერმინალო ქსელის მფლობელისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი ტერმინალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა. მოწყობილობების ექსპლუატაცია მოითხოვს მათ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებასა და ცალკეული კომპონენტების ჩანაცვლებას. ამავდროულად, ნებისმიერი, თუნდაც ხანმოკლე შეფერხება მომსახურებაში — დროული შეკეთების ან მომსახურების დაგვიანების გამო — ფინანსური ორგანიზაციისთვის პირდაპირი ფინანსური და რეპუტაციული ზიანის რისკს უაკვშირდება.
როგორც წესი, სერვისის მომწოდებელი კომპანია (ან ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი ქვედანაყოფი) ვერ ახდენს გავლენას სახარჯი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებაზე. თუმცა, მათი რაოდენობის ოპტიმიზაცია საწყობში, ასევე სერვისული სამუშაოების ეფექტური დაგეგმვა, საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს მომსახურების ჯამური ღირებულება და გაიზარდოს ტერმინალების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა სერვისული მომსახურების ორგანიზებისთვის უზრუნველყოფს მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების პროცესის ეფექტიან მართვას. ის ასევე ამარტივებს სერვისის დაგეგმვას, მაკომპლექტებელი და სახარჯი მასალების შესყიდვის პროცესს, სათადარიგო ნაწილების საწყობის მართვას და სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულებას.
ერთ-ერთ სირთულეს, რასაც სერვისის მიწოდების კომპანიები აწყდებიან, სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შესყიდვის ორგანიზებაა. არასათანადო აღრიცხვის შემთხვევაში ორგანიზაციებში თავს იჩენს საჭირო დეტალების დეფიციტის ან სიჭარბის პრობლემა საწყობში, რაც იწვევს მოწყობილობის არამარტო მოცდენას არადროული მომსახურების და რემონტის გამო, ასევე, საჭიროებს დამატებით დანახარჯებს.
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა სერვისული მომსახურების ორგანიზებისთვის უზრუნველყოფს მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების პროცესის ეფექტიან მართვას. ის ასევე ამარტივებს სერვისის დაგეგმვას, მაკომპლექტებელი და სახარჯი მასალების შესყიდვის პროცესს, სათადარიგო ნაწილების საწყობის მართვას და სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულებას.
სერვისის მიწოდების სტრუქტურის აწყობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ოპერაციულ დანახარჯებთან: პერსონალი (თანამშრომლების ხელფასი, სწავლება, დაზღვევა, სამუშაო ინვენტარი) და ტრანსპორტი (საწვავ-საპოხი მასალები, დაზღვევა, რემონტი).
პერსონალის ამოცანებისა და დროის კონტროლის, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და საწვავის აღრიცხვისთვის შექმნილი პროგრამული გადაწყვეტილებები შესაძლებელს ხდის შიდაორგანიზაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. ამასთან, აღნიშნული გაადწყვეტილება ხელს უწყობს სერვისული პროცესების ეფექტიან მართვასა და მათი შესრულების ხარისხის მუდმივ კონტროლს.
სერვისის მიწოდების ბიზნესი სხვადასხვა ოპერაციულ რისკებს უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთი სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ დაფიქსირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაა თავისი კლიენტების წინაშე. ტერმინალების მოცდენა გაუმართაობის გამო ან არასათანადო მომსახურების გამო იწვევს პირდაპირ ფინანსურ დანახარჯებს, მოგების დაკარგვას და მომხმარებლების ლოიალობის დაქვეითებას.
SLA-ს დაცვის კონტროლის ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა სერვის-ინჟინრების ამოცანები პრიორიტეტულად განაწილდეს, ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული SLA-ს დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევები.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.