კლიენტების მომსახურების ოპტიმიზაცია საცალო ვაჭრობის სფეროში

ანალიტიკოსების პროგნოზებით უახლოეს 10 წელიწადში ტრადიციული საცალო ვაჭრობა გახდება ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვლადი სფერო. ონლაინ-კონკურენტების სწრაფი შემოსვლა ბაზარზე, ახალი სავაჭრო ფორმატების და ანაზღაურების საშუალებების გაჩენა და ასევე ახალი აქტიურად განვითარებადი ბაზრები მოითხოვენ რითეილერებისგან მუდმივ მონიტორინგს, შეფასებას, და საჭიროების შემთხვევაში, ბიზნეს-სტრატეგიების გადახედვას. სწორედ ამიტომ, დღეს ბაზრის ფლაგმანები აქცენტირებენ ბიზნესის მოქნილობასა და ადაპტირებულობაზე. სავაჭრო ქსელების წარმატებული განვითარების საწინდარი ხდება არამარტო ბაზრის დინამიკის გააზრების და წინასწარი განჭვრეტის უნარი, არამედ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ადაპტირების უნარი ბაზრის ცვლადი მოთხოვნების თანახმად.

ამავე დროს,საცალო ორგანიზაციების მთავარი ორიენტირი განვითარების სტრატეგიის არჩევისას ხდება მყიდველი მისი ინტერესებისა და უპირატესობებიდან გამომდინარე, სავაჭრო ქსელი ირჩევს, სად გაიხსნას ახალი მაღაზიები, როგორ მოეწყოს ისინი, რა საქონელი დაიდოს დახლებზე, როგორ იქნას მიღებული ანაზრაურება და განხორციელდეს მიწოდება და ასევე ის, რა დამატებითი მომსახურება იქნას შეთავაზებული მომხმარებლისთვის. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს მყიდველის დადებითი გამოცდილების ჩამოყალიბებაზე, რომელიც Shep Hykenგამოკვლევების თანახმად, ხდება გადამწყვეტი საკითხში გააგრძელებს თუ არა მომხმარებელი ბრენდთან ურთიერთობას.

იმისთვის რომ შეესაბამებოდნენ მყიდველის მოლოდინებს, სავაჭრო ქსელები აქტიურად ინვესტირებენ ახალი ტექნოლოგიური ლანდშაფტის შექმნაში, თვითმომსახურების არხის განვითარებაზე აქცენტირებით. ისეთი გადაწყვეტილებების გამოყენება, როგორიც არის თვითმომსახურების სალაროები და მობილური აპლიკაციები საქონლის დამოუკიდებელი სკანირებისთვის აძლევს სავაჭრო ორგანიზაციას არამარტო კლიენტების მომსახურების ოპტიმიზაციის პროცესების საშუალებას, არამედ უზრუნველყონ მისთვის ოპტიმალური გამოცდილება, რითაც ზრდიან ლოიალობას ბრენდის მიმართ და იზიდავენ ახალ მყიდველებს.

ოპტიმიზაციის წერტილები

კლიენტების მომსახურების პროცესის ოპტიმიზაცია

საკლიენტო გამოცდილების პერსონალიზაცია

მომსახურების ხარისხისა და სიჩქარის მომატება

სავაჭრო წერტილების პერსონალის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია

სავაჭრო სივრცის ორგანიზება

დღეს ადამიანები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ თავიანთი ყოფნის დრო სავაჭრო წერტილში. თანახმად სასურსათო მაღაზიების მომხმარებელთა გამოკითხვისა, რომელიც ჩატარდა Diebold Nixdorf დაკვეთით, მყიდველები ხარჯავენ საშუალოდ 50 წუთს საყიდლებზე, რომლებიც გათვლილია ხანგრძლივ მოხმარებაზე, 24 წუთს პროდუქტების საყიდლად, გათვლილი რამდენიმე დღეზე და სულ რაღაც 16 წუთს დაუყოვნებელი მოხმარების პროდუქტების საყიდლად.

რადგანაც დრო, რომელსაც მყიდველები ატარებენ მაღაზიებში მცირდება, რითეილერის მთავარ ამოცანად იქცა სავაჭრო სივრცის და მყიდველის გზის ორგანიზება იმგვარად, რომ მაღაზიის მომხმარებელმა რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს მისთვის საჭირო ყველა საქონელი. სავაჭრო ორგანიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანად ხდება უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებელთან შეხების ყველა წერტილის ხალმისაწვდომობა, მათ შორის საკასო მომსახურების ზონაში (საკასო მოწყობილობების, თვითმომსახურების სისტემების და სხვა).

მყიდველთა საკასო მომსახურება

ჩვენს დროში სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნები საკასო მოწყობილობების მიმართ მუდმივად იზრდება. ეს უნდა იყოს მომსახურების მხრივ მარტივი მოწყობილობები და გადაწყვეტილებები, რომლებიც იძლევიან ფართო შესაძლებლობებს ჩართვისთვის, ინტეგრაციისა და მუშაობისთვის სხვადასხვა პირობებში, და რომლებიც უზრუნველყოფენ მყიდველთა,სწრაფ და შეუფერხებელ მომსახურებას. მაგრამ თანამედროვე საკასო მოწყობილობებმა უნდა გადაწყვიტონ სავაჭრო ორგანიზაციის სხვა ამოცანებიც: მაგალითად,უზრუნველყონ ინფორმაციის ავტომატური გადაცემა გაყიდვების შესახებ საგადასახადო ორგანოებში, შეინარჩუნონ ლოიალობის სისტემის მუშაობა, წარმოუდგინონ მყიდველებს კომუნალური ანგარიშების,ჯარიმების, ბაჟის ანაზღაურების შესაძლებლობა მაღაზიის სალაროზე და სხვა.

ამავდროულად დღესდღეობით მყიდველთა უფრო მეტი რაოდენობა უპირატესობას ანიჭებს თვითმომსახურების სალაროებს და არა ტრადიციულ სალაროებს მოლარესთან ერთად. ამასთან, თანახმად Nielsen მონაცემებისა, მყიდველთა 48%, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სალაროებს პერსონალითურთ, ირჩევენ თვითმომსახურების სალაროებს, თუ იქ უფრო მცირე რიგია. თვითმომსახურების სალაროების მუშაობა იძლევა დატვირთვის შემცირების საშუალებას პერსონალზე, სავაჭრო სივრცის ოპტიმალურად გამოყენებისა, უზრუნველყოფილ იქნას მყიდველთათვის მოსალოდნელი სამომხმარებლო გამოცდილება.

პერსონალის სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია. მომსახურების ხარისხისა და სიჩქარის მომატება

სასურსათო მაღაზიების მყიდველთა გამოკითხვის თანახმად, რომელიც ჩატარდა Diebold Nixdorf დაკვეთით, საყიდლების გაკეთებისას ყველაზე გამაღიზიანებელია ლოდინი რიგში(37%) და საჭირო საქონლის არქონა (36%). უმეტეს შემთხვევაში ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია შიდა სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის ხარჯზე.

თანამედროვე მობილური მოწყობილობების წყალობით, მაღაზიის მენეჯერს შეუძლია მოახდინოს დღის განმავლობაში საქონლის გაყიდვის დონის ანალიზი, იმ პოზიციების აღნიშვნით, რომლებიც საჭიროებენ შევსებას პირველ რიგში. ასევე მენეჯერს შეუძლია ნახოს, როდის იზრდება მყიდველთა ნაკადი, იმისთვის რომ შეადგინოს მაღაზიის თანამშრომელთა მუშაობის ოპტიმალური გრაფიკი და საჭიროებისას მოზიდულ იქნას დამატებითი პერსონალი. ეს არამარტო იძლევა დროის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას, რომელიც ესაჭიროება დახლების შევსებას, არამედ ამცირებს ბიზნესის ფლობის საერთო ღირებულებას. გარდა ამისა, მობილური მოწყობილობები შეიძლება გამოიყენებოდეს ფასების შესამოწმებლად, შტრიხ-კოდების დასასკანერებლად, მყიდველთა ნაკადების გადასანაწილებლად,მაღაზიის სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის.

მარტივი ინტეგრაცია და ჩართვის ფართო შესაძლებლობები (high connectivity)

საცალო ორგანიზაციები რეგულარულად აწყდება საჭიროებას, რათა ინტეგრირებულ იქნას თავის ინფრასტრუქტურაში ახალი ტექნოლოგიები და აღჭურვილობა. ტრადიციული (ოფლაინ) ვაჭრობის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ ეს ფრთხილად, რომ შეინარჩუნონ ინვესტიციები, უკვე გაკეთებული არსებულ ტექნოლოგიურ ლანდშაფტში. ხშირად ახალი გადაწყვეტილებების ინტეგრირების სირთულე იქცევა უდიდეს წინააღმდეგობად ინოვაციებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩართულობის მაღალი შესაძლებლობები აძლევს სავაჭრო ორგანიზაციას საშუალებას აირჩიოს თანამშრომლობის სტრატეგია გადაწყვეტილებების და მოწყობილობების სხვადასხვა მომწოდებლებთან და იძლევიან მაქსიმალურ თავისუფლებას იმ მომწოდებელთა არჩევაში, რომელთა გადაწყვეტილებები შეესაბამება ამ სტრატეგიას. ღია ტექნოლოგიების მიღება მნიშვნელოვანია, რადგანაც არც ერთი მომწოდებელი არ ფლობს მონოპოლიას ყველა ტექნოლოგიაზე, რომელიც აუცილებელია მყიდველის ოპტიმალური გზის შექმნისთვის სავაჭრო წერტილში. ყველა გადაწყვეტილება, რომლის მოწოდებას ახდენს BS/2, მარტივად ინტეგრირდება სავაჭრო საწარმოს არსებულ ინფრასტრუქტურაში, რადგანაც შეთავსებადია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების გადაწყვეტილებებთან.

უპირატესობები

მყიდველებისთვის რელევანტური გამოცდილების წარმოდგენა

სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია

სავაჭრო ქსელის ფლობის საერთო ღირებულების შემცირება

მყიდველთა ლოიალურობის გაზრდა

ახალ მყიდველთა მოზიდვა

მარტივი და სწრაფი ინტეგრირება არსებულ ტექნოლოგიურ ლანდშაფტში

მოქნილობა გადაწყვეტილების დანერგვისას