Payments.iQ

Payments.iQ – ეს არის პროგრამული პლატფორმა გადახდების მიღების ორგანიზებისთვის, კომუნალური მომსახურების გადასახდელად, აგრეთვე გადასახადების, ბაჟის, ყველა სახის ელექტრონული მომსახურების გაყიდვისთვის (ბილეთების, შესავსები კოდების, ვაუჩერების და სხვა) და ფულადი გზავნილებისთვის თვითმომსახურების მოწყობილობებზე, საბანკო საცალო საქმიანობის ავტომატიზაციისთვის, ბანკომატების ქსელის მართვისთვის და თვითმომსახურების საინფორმაციო- საგადახდო ტერმინალებისთვის. ამგვარად, Payments.iQ გადაწყვეტილების გამოყენებით შესაძლებელია ცალკეული ტერმინალი მომსახურების გადახდის ავტომატიზებულ პუნქტად გარდაიქმნას.

გადაწყვეტილება ინტეგრირდება ბანკის, სავაჭრო ორგანიზაციებისა და სხვა საწარმოების სატერმინალო მოწყობილობების ქსელში ისე, რომ არ არღვევს მათი ფუნქციონირების დადგენილ მექანიზმს. iQ -ის საშუალებით შესაძლებელია გადასახდელების მიღების ორგანიზება როგორც კიოსკებში, ასევე . ბანკომატებში, ამასთან, პლატფორმა საგადახდო ოპერაციების მონიტორინგისა და მართვის ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს რეალური დროის რეჟიმში.

გადაწყვეტილების უპირატესობა

გადასახდელების მიღება ავტომატიზაცია

საკუთარი გადახდის ინფრასტრუქტურის შექმნა სატერმინალო მოწყობილობების პარკის ბაზაზე

დამატებითი შემოსავლის მოზიდვა დაკისრებული საკომისიოს ხარჯზე

ახალი კლიენტების მოზიდვა

ტრანზაქციების ნაკადის ანალიზი

სატერმინალო მოწყობილობების პარკში ჩადებული ინვესტიციების მართვა

ფუნქციონალური შესაძლებლობები

თვითმომსახურების აპარატების ფუნქციონალურობის გაფართოება

Payments.IQ ახალი ფუნქციების დამატების ხარჯზე ბანკის თვითმომსახურების აპარატების (ბანკომატების, საგადახდო კიოსკების და სხვ.) ფუნქციურების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა:

  • მომსახურების და საქონლის ღირებულების გადახდა
  • საბანკო ანგარიშების შევსება
  • ფულადი სახსრების გადარიცხვა
  • ბილეთების ყიდვა
  • მესამე მხარის პროდუქტების ყიდვა (სადაზღვევო მომსახურება, ბენზინგასამართი სადგურების ბარათები და ა.შ.)
  • სხვა ოპერაციები

გარე სისტემებთან ინტეგრირება

გადაწყვეტილების ინტეგრირება შესაძლებელია ბანკებისა და პროცესინგული ცენტრების უკვე არსებულ სისტემებთან. Payments.iQ დანერგვის შემდეგ მომსხურება და პროდუქტები, რომლებსაც ორგანიზაცია სთავაზობს მომსახურების სხვა არხების მეშვეობით (ინტერნეტ - ბანკინგი,მობილური ბანკინგი და სხვა.,), ხელმისაწვდომი იქნება სატერმინალო მოწყობილობებზეც.

მომსახურების მარტივი დამატება და ტარიფების შეცვლა

სისტემაში შეიძლება მომსახურების ახალი მიმწოდებლის და გადასახდელების გადახდის ახალი სცენარების დამატება მომსახურებაზე სხვადასხვა ტიპისა და ოდენობის სერვისის მოსაკრებლის დაწესებით.

გადამხდელის იდენტიფიცირება

სისტემა გადამხდელის იდენტიფიცირების სხვადასხვა საშუალებას იყენებს: საბანკო ბარათით,საიდენტიფიკაციო ნომრით, ანგარიშგების წიგნაკის, ტელეფონის, მომსახურების ან საკრედიტო ხელშეკრულების ნომრით, ID-ბარათით, ბიომეტრული მონაცემებით (თითის ანაბეჭდი, სახის ამომცნობი და სხვ.) და ა.შ. გადახდის შემდეგ მომხმარებელი იღებს შევსებულ გადახდის ქვითარს, მისი ყველა მოქმედება ლოგირდება სისტემაში.

გადახდის სხვადასხვა მეთოდი

გადაწყვეტილება გადახდის სხვადასხვა მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა: ნაღდი ფულით, საგადახდო ბარათებით, მობილური მოწყობილობებით, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვით. ეს გადამხდელებს გადახდის საშუალებების არჩევაში მობილობას სთავაზობს ზრდის მათ ლოიალობას.

მომხმარებელთა როლებისა და უფლებების მოქნილი სისტემა

გადაწყვეტილების ფარგლებში შექმნილია მომხმარებელთა ჯგუფები, რომელთა დანიშნულება წინასწარ არის განსაზღვრული და რომლებიც ოპერაციების მონიტორინგისა და სისტემის მომსახურების მიმართულებით სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ: ადმინისტრატორი, ოპერატორი, ტექნოლოგი. მათი სისტემაზე წვდომის უფლებები გამიჯნულია როლების მიხედვით და უფლებების კორექტირება შესაძლებელია საფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნილებების შესაბამისად.

სატერმინალო მოწყობილობების მონიტორინგი

სისტემა შესაძლებლობას იძლევა თვალყური ვადევნოთ თვითმომსახურების ქსელის თითოეული მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობას: კუპიურების მიმღების შევსების დონეს, ქვითრის დასაბეჭდი ქაღალდის არსებობას, გადამწოდების მუშაობას და სხვ.

ტრანზაქციის მონიტორინგი

სისტემა რეალური დროის რეჟიმში, თვალყურს ადევნებს საგადახდო ტრანზაქციების მიმდინარეობას, ავტომატურად ადგენს ანგარიშებს ჩატარებული ოპერაციების მიხედვით სხვადასხვა პარამეტრების და მოთხოვნების საფუძველზე.

ბიზნეს-ანალიტიკურ სისტემებთან ინტეგრირება

გადაწყვეტილების გამოყენებით შესაძლებელია ანალიტიკური მონაცემების შეგროვება ცალკეულ მოწყობილობაზე ტრანზაქციების მიხედვით, ანგარიშგებების ფორმირება საგადახდო ოპერაციების სხვადასხვა პარამეტრის საფუძველზე რეალური დროის რეჟიმში. ეს ყველაფერი შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს, რამდენად შემოსავლიანია ესა თუ ის სერვისი ტერმინალური ქსელის ოპერატორისთვის, დაწესდეს საკომისიოს ოპტიმალური ოდენობა, გაანგარიშებული იქნას ამა თუ იმ ადგილას განთავსებულ ტერმინალზე მოთხოვნა, ასევე, დანახარჯების ამოღების სავარაუდო ვადა.

ინკასაციის რეჟიმის მხარდაჭერა

სისტემა იყენებს ინკასატორების იდენტიფიცირების სხვადასხვა საშუალებას. ინკასაციის დასრულების შემდეგ, ყველა მონაცემი პროცედურის შესახებ იგზავნება Payments.iQ. სერვერზე.

გადაწყვეტილების მიწოდების ფორმატი

საკუთარი სისტემა

კლიენტი შეიძენს პროგრამულ გადაწყვეტილებას და განათავსებს მას საკუთარ ინფრასტრუქტურაში

გადაწყვეტილების იჯარა

კლიენტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება BS/2 ინფრასტრუქტურაში

პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება

კლიენტი გადასცემს კომპანიას BS/2 აუთსორსინგზე გადახდების ადმინისტრირებას, მიღებულს თვითმომსახურების მოწყობილობების მეშვეობით

ყველა პროგრამული გადაწყვეტა

თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვის სისტემა

გადახდების მართვის ავტომატიზებული სისტემა

თვითმომსახურების აპარატების შესაძლებლობების გაფართოება

ბანკომატების და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება

ვალუტის გაცვლა ბანკომატებზე

სერვისული მომსახურების პროცესების ავტომატიზება

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

POS-ტერმინალების ქსელის მართვა და ტრანზაქციების მარშრუტიზაცია.

ტექნიკური მონიტორინგი და თვითმომსახურების მოწყობილობების მართვა

თვითმომსახურების მოწყობილობებზე ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების წინ წამოწევა

ჩვენი პროექტები

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ რეკომენდაციების მიღებაში იმაზე,თუ რომელი პროდუქტები უკეთესად მოერგება თქვენს კომპანიას. გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ღილაკი „დაგვიკავშირდი“ მეშვეობით.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე