Diebold Nixdorf DN 490C

DN Series 490C – მულტიფუნქციური ბანკომატი ნაღდი ფულის გაცემის ფუნქციით, განკუთვნილი ქუჩაში დასადგმელად (Drive-up). DN SeriesTM 490C მეშვეობით თქვენ შეძლებთ კლიენტებს შესთავაზოთ კიდევ უფრო მეტად მოსახერხებელი მომსახურება და სერვისი. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით ბანკომატზე შესაძლებელია საბანკო განყოფილების რუტინული ოპერაციების ნაწილის გატანა, რა ფინანსური ორგანიზაციის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს მეტი დრო დაუთმონ ცალკეულ კლიენტს.

DN Series 490C ბაკომატი აღჭურვილია CMD-V6C დისპენსერით, რომელიც უზრუნველყოფს თვითმომსახურების მოცემული მოწყობილობის მაღალ შრომისუნარიანობას და ხელმისაწვდომობას.

სარგებელი

პერსონალიზაციის შესაძლებლობები

თანამედროვე დიზაინის, ინტუიტური ინტერფეისის და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მომხმარებელი იღებს თვითმომსახურების მოსახერხებელ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც ბანკს შეუძლია შესთავაზოს მას მისთვის საჭირო პერსონალიზირებული მომსახურება.

საიმედოობა

ბანკომატის ძირითადი კვანძების მაკომპლექტებელი დეტალები უზრუნველყოფენ მოწყობილობის გაუმართაობის მიმართ მდგრადობის მაქსიმალური დონეს, რაც მომსახურების ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა და არსობრივად ამცირებს ტერმინალური ქსელის სერვისული მომსახურების დანახარჯებს.

ეფექტიანობა

ბანკომატი იყენებს გაზრდილი ტევადობის კასეტებს, რაც ზრდის ინკასაციის სამსახურის გასვლებს შორის დროს და უზრუნველყოფს თვითმომსახურების მოწყობილობის ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს.

ინოვაციურობა

DN 490C კომპლექტაცია შესაძლებელია მონეტების დისპენსერით, ბარათის უკონტაქტო წამკითხველით და QR-კოდის სკანერით, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თვითმომსახურების მოწყობილობის ფუნქციური შესაძლებლობები.

ინტეგრირების შესაძლებლობები

თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით ამ მოდელის ბანკომატები შეიძლება იქცეს მომსახურების ეფექტურ ფიზიკურ წერტილად, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთქმედების ელექტრონული არხით მიწოდებულ ყველა სერვისთან. ეს კი საბანკო მომსახურების ომნიარხული კონცეფციის რეალიზების საშუალებას იძლევა.

უსაფრთხოება

უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემა რეალიზებული როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ დონეზე, საშუალებას იძლევა მოწყობილობა დაცული იქნას ყველაზე გავრცელებული ფიზიკური და ლოგიკური შეტევებისგან.

მოწყობილობები

დისპენსერი CMD-V6C

  • ერთ ტრანზაქციაზე 110-მდე ბანკნოტის გაცემა
  • 4 კასეტამდე გამოყენების შესაძლებლობა
  • კასეტის შევსების მაქსიმალური დონე– 300 მმ
  • კასეტა დატოვებული და წუნდებული ბანკნოტებისთვის
  • კასეტები, CCMS (Cash Cycle Management Solutions) ფუნქციის მხარდაჭერით
  • ცალკე სლოტი წუნდებული კუპიურებისთვის

მონეტების გაცემის მოდული

  • 4 ნომინალამდე მონეტების გაცემა

ფიზიკური უსაფრთხოება

  • კამერები, რომლებიც აფიქსირებენ კლიენტის სახეს, ნაღდი ფულის გაცემის სლოტს და ბანკომატის განლაგების ზონას.
  • სეიფი UL 291 Level 1, CEN I
  • პროაქტიური განგაშის შეტყობინების სისტემა
  • დისპენსერის და ბარათის წამკითხველის დაცვა არასანქცირებული მანიპულაციებისგან
  • სეიფის ელექტრონული ან მექანიკური საკეტები
  • ნაღდი ფულის დატაცებისგან დაცვა
  • გატეხვისგან დაცვა აირისა და ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებით

სამომხმარებლო მონაცემთა უსაფრთხოება

  • უკანა ხედვის სარკე
  • თანამედროვე პინ-პადი
  • Secure Pack 1, 2, 3 или ActivEdgeTM ანტისკიმინგური მოწყობილობების დამონტაჟების შესაძლებლობა

კიბერუსაფრთხოება

  • დაკავშირება მხოლოდ სანდო მოწყობილობებთან
  • მოწყობილობის კავშირის არხის საბაზო დაცვა
  • მომსახურე პერსონალის ავტორიზაცია CrypTA Stick-ით
  • პროგრამული გადაწყვეტილება DN VynamicTM Security Suite
  • მოდული TPM (ISO/IEC 11889 სტანდარტებთან შესაბამისობა)

მონიტორი

  • 15” ფუნქციური ღილაკებით და/ან სენსორული ეკრანით
  • ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სენსორული ეკრანი19”
  • ეკრანის ანტივანდალური დაცვა
  • მულტი-თაჩ ფუნქციის მხარდაჭერა სენსორული ეკრანისთვის
  • მომატებული სიმკვეთრის მონიტორი
  • დაფარვა, რომელიც ხელს უშლის ტექსტის გვერდიდან წაკითხვას

ბანკომატის კომპიუტერი

  • პროცესორი Intel® Celeron i3 или i5
  • ტექოლოგია Intel AMT (Active Management Technology)
  • HDD/SSD დისკი
  • DVD-დისკის სლოტი

კლიენტთან ურთიერთობა

  • ყურსასმენების ან გარნიტურის შესაერთებელი
  • ორმხრივი ვიდეო და ხმოვანი კავშირის (კამერა და მიკროფონი) შესაძლებლობა
  • ბარათის წამკითხველის და ნაღდი ფულის სლოტის განათება

იდენტიფიკაცია

  • ბარათის მოტორიზებული წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • ბარათის ჰიბრიდული DIP-წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • ბარათის უკონტაქტო წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • შტრიხკოდის სკანერი (1D/2D)

პრინტერი

  • თერმოპრინტერი, 80 მმ
  • ფრონტალური ჩატვირთვა
  • გამაცხელებელი და კონდენციონერი

სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა

  • ProBase/C 1.4
  • Windows® 7 и 10

ფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა

  • პროგრამული გადაწყვეტილება Vynamic Software Suite
  • პროგრამული გადაწყვეტილება iQ Family

კედლებს შორის ღიობის ზომა (სიმაღლე, სიგანე, სიღრმე)

  • 1483 მმ x 800 მმ х 984 მმ

ჩვენი პროექტები

სერვისები