Diebold Nixdorf DN 250H

DN Series 250H – კომპაქტური ბანკომატი რეცირკულაციის სისტემით, რომელიც განკუთვნილია კედლებს შორის სივრცეში განსათავსებლად და თვითმომსახურების საბანკო არხის ფართოდ განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მოწყობილობა მზადაა თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ზრდიან ბანკომატის ფუნქიცურობას, ეს კი საშუალებას იძლევა მასზე იქნას გადატანილი საბანკო განყოფილების ოპერაციების ნაწილი და აქტიურად გაფართოვდეს საბანკო თვითმომსახურების არხი.

ბანკომატი DN 250H აღჭურვილია რეცირკულაციის მე-4 თაობის მოდულით – RM4H. დღეისთვის ეს ნაღდი ფულის რეცირკულაციის ყველაზე თანამედროვე სისტემაა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად გამოიტანონ ან დეპოზიტზე შეიტანონ კუპიურების დიდი რაოდენობა.

მოწყობილობა ადვილად ინტეგრირდება ტრადიციული საბანკო მომსახურების სივრცეში და უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ და მოხერხებულ წვდომას საფინანსო მომსახურებებთან.

სარგებელი

პერსონალიზაციის შესაძლებლობები

თანამედროვე დიზაინის, ინტუიტური ინტერფეისის და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მომხმარებელი იღებს თვითმომსახურების მოსახერხებელ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც ბანკს შეუძლია შესთავაზოს მას საჭირო პერსონალიზირებული მომსახურება.

საიმედოობა

ნაღდი ფულის რეცირკულაციის თანამედროვე მოდული და მაკომპლექტებელი დეტალების მაღლი ხარისხი უზრუნველყოფენ მოწყობილობის გაუმართაობის მიმართ მდგრადობის მაქსიმალური დონეს, რაც მომსახურების ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა და არსობრივად ამცირებს ტერმინალური ქსელის სერვისულ მომსახურებაზე დანახარჯებს.

ეფექტიანობა

ბანკომატი იყენებს გაზრდილი ტევადობის კასეტებს, რაც ზრდის ინკასაციის სამსახურის გასვლებს შორის დროს და უზრუნველყოფს თვითმომსახურების მოწყობილობის ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს.

ინოვაციურობა

DN SeriesTM 250H კომპლექტაცია შესაძლებელია მონეტების დისპენსერით, ბარათის უკონტაქტო წამკითხველით და QR-კოდის სკანერით, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თვითმომსახურების მოწყობილობის ფუნქციური შესაძლებლობები.

ინტეგრირების შესაძლებლობები

თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით ამ მოდელის ბანკომატები შეიძლება იქცეს მომსახურების ეფექტურ ფიზიკურ წერტილად, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთქმედების ელექტრონული არხით მიწოდებულ ყველა სერვისთან. ეს კი საბანკო მომსახურების ომნიარხული კონცეფციის რეალიზების საშუალებას იძლევა.

უსაფრთხოება

უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემა რეალიზებული როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ დონეზე, საშუალებას იძლევა მოწყობილობა დაცული იქნას ყველაზე გავრცელებული ფიზიკური და ლოგიკური შეტევებისგან.

მოწყობილობები

ცირკულაციის მოდული

  • RM4H – ნაღდი ფულის რეცირკულაციის მე-4 თაობის მოდული
  • ერთ ტრანზაქციაზე 300-მდე ბანკნოტის დეპონირება/გაცემა
  • 5 კასეტამდე გამოყენების შესაძლებლობა (4 რეცირკულაციის კასეტა + 1 ნაღდი ფულის მიმღები კასტა)
  • რეცირკულაციის კასეტის შევსების მაქსიმალური დონე – 300 მმ
  • all-in კასეტის შევსების მაქსიმალური დონე– 340 მმ
  • კასეტები, CCMS (Cash Cycle Management Solutions) ფუნქციის მხარდაჭერით
  • დამატებითი განყოფილებები დავიწყებული და დარჩენილი კუპიურებისთვის
  • რეცირკულაცია 4 ნომინალამდე
  • ნაღდი ფულის გაცემის სლოტში უცხო საგნების აღმოჩენა
  • ბანკნოტების ვალიდაცია მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად

ფიზიკური უსაფრთხოება

  • კამერები, რომლებიც აფიქსირებენ კლიენტის სახეს, ნაღდი ფულის გაცემის სლოტს და ბანკომატის განლაგების ზონას.
  • სეიფები UL 291 Level 1, CEN I – IV, CEN I EX Gas, CEN III EX Gas, CEN IV EX Gas
  • პროაქტიური განგაშის შეტყობინების სისტემა
  • დისპენსერის და ბარათის წამკითხველის დაცვა არასანქცირებული მანიპულაციებისგან
  • სეიფის ელექტრონული ან მექანიკური საკეტები
  • რეცირკულაციის მოდულის ბლოკირების მექანიზმი
  • ნაღდი ფულის დატაცებისგან დაცვა თანხის გამოტანის ან დეპოზიტზე შეტანისას
  • გატეხვისგან დაცვა აირისა და ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებით

სამომხმარებლო მონაცემთა უსაფრთხოება

  • უკანა ხედვის სარკე
  • თანამედროვე პინ-პადი
  • პინ-პადის დამცავი ფარი
  • Secure Pack 1, 2, 3 или ActivEdgeTM ანტისკიმინგური მოწყობილობების დამონტაჟების შესაძლებლობა

კიბერუსაფრთხოება

  • დაკავშირება მხოლოდ სანდო მოწყობილობებთან
  • მოწყობილობის კავშირის არხის საბაზო დაცვა
  • მომსახურე პერსონალის ავტორიზაცია CrypTA Stick-ით
  • პროგრამული გადაწყვეტილება DN VynamicTM Security Suite
  • მოდული TPM (ISO/IEC 11889 სტანდარტებთან შესაბამისობა)

მონიტორი

  • 15” ფუნქციური ღილაკებით და/ან სენსორული ეკრანით
  • ეკრანის ანტივანდალური დაცვა
  • მულტი-თაჩ ფუნქციის მხარდაჭერა სენსორული ეკრანისთვის
  • მონიტორი სტანდარტული ან მომატებული სიმკვეთრით
  • დაფარვა, რომელიც ხელს უშლის ტექსტის გვერდიდან წაკითხვას

ბანკომატის კომპიუტერი

  • პროცესორი Intel® Celeron i3 или i5
  • Intel® AMT ტექნოლოგია (Active Management Technology)
  • HDD/SSD დისკი
  • DVD-დისკის სლოტი

კლიენტთან ურთიერთობა

  • ყურსასმენების ან გარნიტურის შესაერთებელი
  • ორმხრივი ვიდეო და ხმოვანი კავშირის (კამერა და მიკროფონი) შესაძლებლობა
  • ბარათის წამკითხველის და ნაღდი ფულის სლოტის განათება

იდენტიფიკაცია

  • ბარათის მოტორიზებული წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • ბარათის ჰიბრიდული DIP-წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • ბარათის უკონტაქტო წამკითხველი (სერტიფიკატი EMV)
  • შტრიხკოდის სკანერი (1D/2D)
  • თითის ანაბეჭდების სკანერი

პრინტერი

  • თერმოპრინტერი, 80 მმ.
  • ჟურნალის პრინტერი
  • უკანა მხრიდან ჩატვირთვა
  • სერვისული დისპლეი 10 3. 1.

სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა

  • ProBase/C 1.4
  • Windows® 7 и 10

ფუნქციური პროგრამული უზრუნველყოფა

  • პროგრამული გადაწყვეტილება Vynamic Software Suite
  • პროგრამული გადაწყვეტილება iQ Family

კედლებს შორის ღიობის ზომა (სიმაღლე, სიგანე)

  • 739 mm x 478 mm

ჩვენი პროექტები

სერვისები