DN Series 250H – კომპაქტური ბანკომატი რეცირკულაციის სისტემით, რომელიც განკუთვნილია კედლებს შორის სივრცეში განსათავსებლად და თვითმომსახურების საბანკო არხის ფართოდ განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მოწყობილობა მზადაა თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ზრდიან ბანკომატის ფუნქიცურობას, ეს კი საშუალებას იძლევა მასზე იქნას გადატანილი საბანკო განყოფილების ოპერაციების ნაწილი და აქტიურად გაფართოვდეს საბანკო თვითმომსახურების არხი.
ბანკომატი DN 250H აღჭურვილია რეცირკულაციის მე-4 თაობის მოდულით – RM4H. დღეისთვის ეს ნაღდი ფულის რეცირკულაციის ყველაზე თანამედროვე სისტემაა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად გამოიტანონ ან დეპოზიტზე შეიტანონ კუპიურების დიდი რაოდენობა.
მოწყობილობა ადვილად ინტეგრირდება ტრადიციული საბანკო მომსახურების სივრცეში და უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ და მოხერხებულ წვდომას საფინანსო მომსახურებებთან.
თანამედროვე დიზაინის, ინტუიტური ინტერფეისის და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მომხმარებელი იღებს თვითმომსახურების მოსახერხებელ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც ბანკს შეუძლია შესთავაზოს მას საჭირო პერსონალიზირებული მომსახურება.
ნაღდი ფულის რეცირკულაციის თანამედროვე მოდული და მაკომპლექტებელი დეტალების მაღლი ხარისხი უზრუნველყოფენ მოწყობილობის გაუმართაობის მიმართ მდგრადობის მაქსიმალური დონეს, რაც მომსახურების ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა და არსობრივად ამცირებს ტერმინალური ქსელის სერვისულ მომსახურებაზე დანახარჯებს.
ბანკომატი იყენებს გაზრდილი ტევადობის კასეტებს, რაც ზრდის ინკასაციის სამსახურის გასვლებს შორის დროს და უზრუნველყოფს თვითმომსახურების მოწყობილობის ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს.
DN SeriesTM 250H კომპლექტაცია შესაძლებელია მონეტების დისპენსერით, ბარათის უკონტაქტო წამკითხველით და QR-კოდის სკანერით, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თვითმომსახურების მოწყობილობის ფუნქციური შესაძლებლობები.
თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით ამ მოდელის ბანკომატები შეიძლება იქცეს მომსახურების ეფექტურ ფიზიკურ წერტილად, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთქმედების ელექტრონული არხით მიწოდებულ ყველა სერვისთან. ეს კი საბანკო მომსახურების ომნიარხული კონცეფციის რეალიზების საშუალებას იძლევა.
უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემა რეალიზებული როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ დონეზე, საშუალებას იძლევა მოწყობილობა დაცული იქნას ყველაზე გავრცელებული ფიზიკური და ლოგიკური შეტევებისგან.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.