სრული ინფორმაციის ჩვენება

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის


2019 წლიდან სს ლიბერთი ბანკი მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში, ბანკმა ჩამოაყალიბა წარმატებული პარტნიორობა Penki Kontinentai Group-თან, მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან და დანერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.

ამ თანამშრომლობის შედეგად, ლიბერთი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს 17 ინოვაციურ ფუნქციონალს ბანკომატებისა და ციფრული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორისაა: ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა; საერთაშორისო გზავნილის მიღება, ლიბერთი ექსპრესის მიღება/გაგზავნა; წინასწარ დამტკიცებული სამომხმარებლო სესხის გაცემა; სოციალური სესხის/ოვერდრაფტის გაცემა; Apple/Google Pay-თ სრული ფუნქციონალით სარგებლობა; ID ბარათით თანხის განაღდება ლიბერთის ანგარიშიდან; მარკეტინგული თანხმობის მოპოვება (შეთავაზება/რეკლამირება); სესხზე/ანაბარზე მოთხოვნის დაფიქსირება ბანკომატიდან და სხვა.

ინოვაციებისადმი ერთგულებით ბანკს გადაეცა მნიშვნელოვანი ჯილდო “Leading Innovator in Banking Functionality Award 2024”.

„ეს ჯილდო არის ლიბერთი ბანკის ლიდერობის დადასტურება საბანკო ინოვაციებში“, – ხაზგასმით აღნიშნა Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარემ იდრაკას დადაშოვასმა. „ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინსვლისკენ და აღტაცებით ვადევნებთ თვალს, თუ სად მიგვიყვანს იგი მომავალში. ლიბერთი ბანკის ხედვა ემთხვევა ჩვენს მისიას, ხელი შეუწყოს ციფრულ ტრანსფორმაციას საბანკო საქმეში, ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ მათ მიღწევებს და მიზნად ვისახავთ ხანგრძლივ პარტნიორობას”.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებ

2024 წლის 3 ოქტომბერს Penki Kontinentai ჯგუფის კომპანიების საბჭოს თავმჯდომარემ იდრაკას დადაშოვასმა და ლიბერთი ბანკის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ქოროღლიშვილმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს.

BS/2-თან შეთანხმების გაფორმება ნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს ახალი შესაძლებლობა მიეცემათ, თანამედროვე და კომფორტულ საბანკო სერვისებზე ჰქონდეთ უფრო მეტად გამარტივებული წვდომა. ბანკომატების ქსელის გაფართოება, მოწყობილობების ფუნქციონალის გაუმჯობესება და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა კიდევ უფრო გააუმჯობესებს „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების ხარისხს და სანდოობას.

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): დავით მესხიძე, ლიბერთი ბანკის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთი ბანკის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი; იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე; ემილიო კირისი, ბს/2 ჯორჯიას დირექტორი.

,,ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ეს საერთაშორისო აღიარება და პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება. აღნიშნულ კომპანიებთან Penki kontinental Group და Diebold Nixdorf,  მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა  გვაკავშირებს. მათი მხრიდან ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და ლიბერთის, როგორც ინოვატორი ბანკის პოზიციას რეგიონში.

ლიბერთის სტრატეგიაა უნივერსალიზაცია და ყველა საბანკო სერვისის გაციფრულება.  დღეს,  Penki Kontinental Group – თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციების დანერგვისა და განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“ – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

გიორგი ქოროგლიშვილი ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი მთავარი წევრია. მისი ხელმძღვანელობით, ლიბერთი ბანკმა წარმატებით განახორციელა ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება, რის შედეგადაც ბევრად გააუმჯობესდა ბანკომატების მონიტორინგის ეფექტურობა და გადახდის სისტემის ზედამხედველობა.

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთი ბანკის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი და იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე.

მისი ხელმძღვანელობით, ლიბერთი ბანკმა წარმატებით განახორციელა ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება, რის შედეგადაც ბევრად გააუმჯობესდა ბანკომატების მონიტორინგის ეფექტურობა და გადახდის სისტემის ზედამხედველობა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკის გუნდს, ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორთან რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ და მათ მთავარ ამოცანას მომხმარებელზე ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ლიბერთი ბანკის პარტნიორები ამ მნიშვნელოვან გზაზე და ერთობლივად შევქმნათ ახალი, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.“ აღნიშნა ბს/2 ჯორჯიას დირექტორმა, ემილიო კირისმა.

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): დავით მესხიძე, ლიბერთი ბანკის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ირაკლი კუბლაშვილი, ბარათების პროცესინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთი ბანკის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი; ნინო კახეთელიძე, დისტანციური არხების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; ემილიო კირისი, ბს/2 ჯორჯიას დირექტორი; იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე; ვაჟა მაისურაძე, ბანკომატებისა და გადახდის აპარატების ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი; ვიტალი კერნაჟიცკი, ბს/2-ის პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გიორგი ჟურული, ბს/2 ჯორჯიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

Penki Kontinental group შესახებ:

Penki Kontinentai წამორადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაში შედის BS/2 და Ashburn International.  შვილობილი კომპანიების წყალობით აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ესპანეთში, კომპანია ემსახურება ბანკებს, ფინანსურ დაწესებულებებს, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების კომპანიებს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და დანერგვას, თვითმომსახურების არხების განაწილებას და აუთსორსინგს. BS/2-ის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში.

Penki Kontinentai უკვე 30 წელზე მეტია Diebold Nixdorf-ის, საბანკო და საცალო ვაჭრობის აღჭურვილობის გლობალური ლიდერის, ოფიციალური პარტნიორია.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა