დღეს მსოფლიო ბაზარზე შეინიშნება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია: ნაღდი ფულით გადახდების წილი საცალო ბრუნვაში მცირდება, ამასთან გამოყენებული ნაღდი ფულადი მასის მოცულობა იზრდება. ამგვარად, მიუხედავად უნაღდო გადახდების რაოდენობის ზრდისა, ნაღდი ფული ჯერ ისევ რჩება მთელს მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების ანაზღაურების ყველაზე პოპულარულ საშუალებად.
ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, პანდემიამ მხოლოდ გაზარდა ნაღდი ფულის მოცულობა. 2020 წლის ბოლოსთვის მიმოქცევაში იყო 1,4 ტრილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული ( 1,7 ტრილიონი დოლარი), რაც 11% აღემატება, წინა წლის მონაცემებს. მომხმარებელთა გამოკითხვა აჩვენებს, ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანები თვლიან, რომ ნაღდი ფული – არის ყველაზე საიმედო და გასაგები ანაზრაურების საშუალება.
ოპერაციების უდიდესი რიცხვი ნაღდ ფულთან ხორციელდება საცალო ვაჭრობის წერტილებში. იმისთვის რომ დაძლეულ იქნას ნაღდი ფულის ზრდადი მოცულობა, სავაჭრო ორგანიზაციები იძულებულნი არიან შეიმუშაონ და დანერგონ ნაღდი ფულადი მიმოქცევის ოპტიმიზაციის ახალი სტრატეგიები. მთავარი გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას რითეილის წინაშე – ეს არის ნაღდი ფულადი მიმოქცევის ავტომატიზაციის პროცესი, ნაღდი ფულის ვალიდაცია და გადაანგარიშება, მათი შენახვისა და ინკასაციის ორგანიზება, და ასევე ამასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.
ამონაგების შენახვა მაღაზიის ბექ-ოფისში გულისხმობს არამარტო მის უსაფრთხოებაზე გაწეულ ხარჯებს, არამედ ზრდის სავაჭრო ორგანიზაციების მოთხოვნას საბრუნავ კაპიტალზე.
ავტომატიზებული სადეპოზიტო მანქანები და ელექტრონული მოლარეები იძლევიან დეპონირებული ნაღდი ფულის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფის საშუალებას და ასევე იძლევიან ამონაგების სწრაფი ჩარიცხვის შესაძლებლობას სავაჭრო საწარმოს ანგარიშზე, რითაც სავაჭრო ორგანიზაციას აძლევენ საშუალებას ამგვარად აარიდოს თავი საკასო გახლეჩას.
ცალკეული სავაჭრო წერტილების ჩართვა ნაღდი ფულადი ბრუნვის ავტომატიზირებული მართვის სისტემაში იძლევა სავაჭრო ორგანიზაციების ხარჯების შემცირების საშუალებას ობიექტების ინკასაციაზე და ასევე უზრუნველყოს მაღაზია გაცვლითი საშუალებების საჭირო მოცულობით. გარდა ამისა ნაღდი ფულადი მიმოქცევის მართვის თანამედროვე სისტემები, წარმოადგენენ რიგ ინსტრუმენტებს, რომლებიც იძლევა ინკასირებული საშუალებების მყისიერად ჩარიცხვის საშუალებას საწარმოს ანგარიშზე, რითაც ამგვარად მცირდება ორგანიზაციის საჭიროება საბრუნავ კაპიტალში.
ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად შეიძლება მიჩნეულ იქნას, მაგალითად,QR-კოდების გენერირება ნაღდი ფულისთვის განკუთვნილი ჩანთებისა და კასეტებისთვის თვით ნაღდი ფულადი მიმოქცევის მართვის სისტემაში. ინკასატორის მიერ ასეთი კოდის წაკითხვისას, მონაცემები ნაღდი ფულის შესახებ უცებ ხვდება სისტემაში, ხოლო თვით ნაღდი ფული შესაძლებელია ჩარიცხულ იქნას ანგარიშზე.
კიდევ ერთ პრობლემას, რომელსაც აწყდებიან სავაჭრო ორგანიზაციები წარმოადგენს ბანკნოტებისა და მონეტების დიდი მოცულობის დამუშავება. მოცემული პროცესები მოითხოვს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებს, და ასევე დამატებით ინვესტიციებს სპეციალიზირებულ მოწყობილობაში ნაღდი ფულის გადაანგარიშებისა და ვალიდაციისთვის.
ელექტრონული მოლარეების, ავტომატიზებული სადეპოზიტო მანქანების და თვითმომსახურების სალაროების თანამედროვე მოდელები, იყენებენ ნაღდი ფულის ვალიდაციის იგივე ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რასაც ბანკომატების უახლესი მოდელები,ახდენენ ფულის გადაანგარიშებას უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი დამთვლელ-მასორტირებელი მოწყობილობა და შეუძლიათ დაამუშაონ ნაღდი ფულის დიდი მოცულობები ერთი ოპერაციის ფარგლებში. მოცემული ფუნქციონალი წარმოადგენს დამატებითს, მაგრამ ავტომატიზებული სადეპოზიტო მანქანების სხვა ფუნქციებთან და უპირატესობებთან ერთობლიობაში, ასევე ელექტრონულ მოლარეებთან და თვითმომსახურების სალაროებთან, იძლევა სავაჭრო ორგანიზაციების ინვესტიციების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას ნაღდი ფულის დამუშავების დამატებით მოწყობილობებში.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.