ბანკებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა სწრაფად იცვლება. ძირითადი ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნები მუდმივად უწყობს ხელს დისტანციური და მრავალარხიანი კომუნიკაციის განვითარებას. მომხმარებლის გამოცდილება და ციფრული ბანკინგი დღითიდღე უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
დღესდღეობით ბანკის მომხმარებლებს სურთ მიიღონ ფინანსური მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ფორმატში 24/7-ზე. ბანკის ფილიალებში მისვლის გარეშე. ფინანსური ორგანიზაციები აქტიურად ანვითარებენ ისეთი დისტანციურ არხებს მომხმარებლებთან, როგორიცაა ონლაინ და ინტერნეტ-ბანკინგი, თუმცა ხშირად არასაკმარის ყურადღებას უთმობენ თავიანთ სატერმინალო ქსელებს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ იქცნენ საბანკო მომსახურების წარმოდგენის სრულფასოვან წერტილად.
თანამედროვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ბანკომატებზე რიგი მომსახურებების გამოტანის საშუალებას, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ტრადიციულ საბანკო განყოფილებებში: ყველა სახის გადახდის, ჯარიმის,ბაჟის მიღება, ვალუტის გაცვლა, ახალი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, საკრედიტო განაცხადების შევსება და სხვა.
ბანკები, დისტანციური თვითმომსახურების არხების განვითარებასთან ერთად, განაგრძობენ ახალი გზების ძიებას ხარჯების შემცირების და საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის ნაღდი ფულის დეპოზიტის პროცესის გაუმჯობესებას, რომელიც გროვდება სავაჭრო ობიექტებსა და საბანკო განყოფილებებში სამუშაო დღის განმავლობაში.
თანამედროვე გადაწყვეტილებების წყალობით სავაჭრო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირებს შეუძლიათ ჩაატარონ თვითინკასაცია ( ამონაგების ჩაბარება) უშუალოდ საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობებზე: ბანკომატებზე, ავტომატიზირებულ სადეპოზიტო მანქანებზე და სხვა. – ამასთან, კომპანიის ანგარიშზე სახსრების ჩაბარება ხდება მყისიერად. ეს იძლევა ინკასაციაზე გაწეული ხარჯების შემცირების, პერსონალზე დატვირთვის შემცირების საშუალებას, აგრეთვე რისკების აცილებას, რაც უკავშირდება ნაღდი ფულის შენახვასა და ტრანსპორტირებას, და საკასო გახლეჩის თავიდან აცილებასაც.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.