დღეს ბანკების ურთიერთქმედების ხერხები კლიენტებთან სწრაფად იცვლება. ბაზრის ძირითადი ტენდენციები და მოთხოვნები იწვევს მუდმივ წინსვლას კლიენტებთან უწყვეტი დისტანციური მრავალარხოვანი ურთიერთქმედების მიმართულებით. წინა პლანზე იწევს კლიენტთა გამოცდილება და ციფრული ბანკინგი
საბანკო მომსახურების ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი ხდება საფინანსო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ამაღლება. და ამის გაკეთების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს საბანკო თვითმომსახურების არხის განვითარება.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხდება ყველა სფეროში, მათ შორის იმ სფეროებშიც, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ მხოლოდ პირადი ურთიერთქმედების სივრცეს. ავტომატიზაცია და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები იძლევა პრინციპულად ახალი მიდგომის რეალიზების საშუალებას საბანკო მომსახურების წარმოდგენასთან, ასევე სავაჭრო ორგანიზაციების მომსახურებასთან და ფინანსური ბაზრის სხვა საწარმოებთან მიმართებით.
დღეს ბანკების კლიენტებს სურთ მიიღონ ფინანსური მომსახურებები მათთვის მოსახერხებელ ფორმატში 24/7, საბანკო განყოფილებების მუსაობასტან მიბმულობის გარეშე. ფინანსური ორგანიზაციები აქტიურად განავითარებენ ასეთი დისტანციური ურთიერთქმედების არხებს მომხმარებლებთან, როგორიც არის ონლაინ და ინტერნეტ-ბანკინგი, თუმცა ხშიორად არასაკმარის ყურადღებას უთმობენ თავიანთ სატერმინალო ქსელებს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ იქცნენ საბანკო მომსახურების წარმოდგენის სრულფასოვან პუნქტებად.
თანამედროვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ბანკომატებზე რიგი მომსახურებების გამოტანის საშუალებას, რომლებიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ტრადიციულ საბანკო განყოფილებებში: ყველა სახის გადახდის, ჯარიმის,ბაჟის მიღება, ვალუტის გაცვლა, ახალი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, საკრედიტო განაცხადების შევსება და სხვა.
საკუთარი თვითმომსახურების დისტანციური არხების განვითარებით, ბანკები აწყდება თავის კლიენტებთან პერსონალიზებული ურთიერთქმედების დეფიციტს. ბანკებს უჭირთ მათგან უკუკავშირის მიღება, პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, რომლებსაც შეუძლია მათი დაინტერესება, ახალი კლიენტების მოზიდვა.
ამგვარად, ბანკები იმყოფება ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების ძებნაში, რომლებიც იძლევა კლიენტებთან ურთიერთქმედების გაუმჯობესების საშუალებას. თანამედროვე სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ინფორმაციის შეგროვების საშუალებას საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების მომხმარებლებზე, მათთვის პერსონალიზებული შეთავაზების გაკეთებისა საქონელსა თუ მომსახურებაზე (მათ შორის პარტნიორული), უკუკავშირის მიღებისა, ბანკის არაკლიენტების ამოცნობის და მათი მომსახურებაზე აყვანისა უშუალოდ ბანკომატებზე.
თვითმომსახურების არხების განვიტარებით, ბანკები განაგრძობენ ხარჯების შემცირებისა და საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციის ახალი მეთოდების ძებნას, მათ შორის ნაღდი ფულის ზედმეტობის დეპოზიტის პროცესის, რომელიც გროვდება სავაჭრო წერტილებში ან საბანკო განყოფილებებში სამუშაო დღის მანძილზე.
თანამედროვე გადაწყვეტილებების წყალობით სავაჭრო ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირებს შეუძლიათ ჩაატარონ თვითინკასაცია ( ამონაგების ჩაბარება) უშუალოდ საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობებზე: ბანკომატებზე,ავტომატიზირებულ სადეპოზიტო მანქანებზე და სხვა. – ამასთანკომპანიის ანგარიშზე სახსრების ჩაბარება ხდება მყისიერად. ეს იძლევა ინკასაციაზე გაწეული ხარჯების შემცირების, პერსონალზე დატვირთვის შემცირების საშუალებას, აგრეთვე რისკების აცილებისა, რაც უკავშირდება ნაღდი ფულის შენახვასა და ტრანსპორტირებას, და საკასო გახლეჩის თავიდან აცილებასაც.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.