ბანკომატების უსაფრთხოება

დღეს თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება – წარმოადგენს საბანკო ინდუსტრიის აუცილებელ სტანდარტს. ყოველწლიურად ბანკომატებზე იერიშების მიტანის რაოდენობა და მათთვის მიყენებული ზარალი იზრდება, დამნაშავეები იყენებენ ზემოქმედების სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს, იმისთვის რომ მიიტაცონ თანხა, ბანკის კლიენტების ან თანამშრომლების პერსონალური მონაცემები, ამასთან ბოროტმოქმედთა დადგენა სულ უფრო რთულდება. მხოლოდ სკიმინგით მიყენებული ზარალი ყოველწლიურად შეადგენს 2 მილიარდ დოლარზე მეტს, ხოლო ზარალი, მიღებული ბანკომატებზე ფიზიკური თავდასხმებისგან ევროპაში აღწევს 40 მილიარდ დოლარს წელიწადში.

იმისთვის რომ შენარჩუნდეს საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება საჭირო დონეზე, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალების ყოველმხრივ დაცვას სხვადასხვა სახის იერიშებისგან. სატერმინალო ქსელების მფლობელები ამ მიზნებისთვის იყენებენ პროგრამულ-აპარატული გადაწყვეტილებებისა და ფიზიკური ზემოქმედებისგან დამცავი საშუალებების სხვადასხვა კომბინაციებს.

ჩვენი გადაწყვეტილებები ბანკომატების უსაფრთხოებაზე გამოიყენებენ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკებს ამ სფეროში და ამასთან ითვალისწინებენ რეგიონალური ბაზრების სპეციფიურ თავისებურებებს.

ოპტიმიზაციის სფეროები

საბანკო მოწყობილობებისა და ბანკომატებში დაცული ნაღდი ფულის დაზღვევის ხარჯები

ბანკის უსაფრთხოების სამსახურის დატვირთულობა

თვითმომსახურების მოწყობილობაზე განხორციელებული იერიშების შედეგების აღმოფხვრის ხარჯები

მოწყობილობათა პარკის მუშაობის მმართველ- ოპერატორის მუშაობის ეფექტურობა

ბანკის ფინანსური და რეპუტაციული სტაბილურობის მხარდაჭერა

სადავო სიტუაციებისა და დისპუტის გადაწყვეტის პროცესის ორგანიზება

ბანკომატებზე ფიზიკური იერიშები

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ბანკომატებზე ყველაზე გავრცელებული იერიშის სახედ რჩება ფიზიკური მანიპულაციები თვითმომსახურების მოწყობილობებთან: გატეხა, ბანკომატის ან მისი სეიფის დახერხვა, თავად ტერმინალის მოპარვა და ა.შ. ამასთან წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი დამნაშავეები უდიდეს ზიანს აყენებენ ძვირადღირებულ საბანკო მოწყობილობას, რაც შეუძლებელს ხდის მის შემდგომ ექსპლუატაციას რამოდენიმე დღისა და კვირის განმავლობაშიც კი.

ვიდეოთვალთვალის პლატფორმის შემოღება საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მონაცემები ყველა საეჭვო მოქმედებების შესახებ,ჩადენილი ბანკომატისგან უშუალო სიახლოვეს, ვიდეოკამერების, სპეციალური სენსორების ნაკრების ( გაზის, ტემპერატურის,მოძრაობის სენსორი) და ანტისკიმერების დახმარებით, რომლებიც აფერხებენ სკიმინგული მოწყობილობების დაყენებას ბანკომატებზე.

ლოგიკური შეტევები ბანკომატებზე (ჯეკპოტინგი და სხვა)

ლოგიკური იერიშის შესრულებისთვის ბოროტმოქმედები ამონტაჟებენ ბანკომატის კომპიუტერზე სპეციალურ მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ახდენს ტერმინალში არსებული ნაღდი ფულის გაცემის ინიცირებას, მოცემული პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება დაყენდეს დისტანციურად ან მონაცემთა გარე შენახვის მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უშუალოდ უერთდება თვითმომსახურების მოწყობილობას გარკვეული ფიზიკური მანიპულაციების შემდეგ.

თვითმომსახურების მოწყობილობის დასაცავად ლოგიკური შეტევებისგან გამოიყენება სპეციალური პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლებიც იძლევა ბანკომატის კომპიუტერზე შენახული და მის მიერ გადაცემული მონაცემების დაშიფვრის საშუალებას, და ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აჩერებს არაავტორიზებული პროგრამების და პროცესების ჩაშვებას ტერმინალებზე.

პერსონალური მონაცემების ქურდობა (სკიმინგი,შიმინგი,ტრაპინგი)

პერსონალური მონაცემების ქურდობისთვის ბოროტმოქმედები იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებსაც აყენებენ ბანკომატის კარტრიდერზე, კლავიატურაზე ან დისპენზერზე: სკიმერები, შიმერები, ბარათებისა და ნაღდი ფულის მახეები და სხვა. სკიმერები კითხულობენ ბარათის მონაცემებს მაგნიტური ზოლიდან ტრანზაქციისას, შიმერები – მონაცემებს, რომლებიც ჩაწერილია ჩიპზე. მიტაცებული ინფორმაცია გამოიყენება ბარათის დუბლიკატის შესაქმნელად.

თაღლითობის კიდევ ერთი სახე, რომელიც უკავშირდება ტერმინალებს- ტრაპპინგია. ბოროტმოქმედნი იტაცებენ ბარათს, რასაც წინ უძღვის სპეციალური მარყუჟი-ხაფანგის დაყენება კარტრიდერზე card-trapping),ან იტაცებენ ნაღდ ფულს, ასეთი ხაფანგის დაყენებით ნაღდი ფულის დისპენსერზე(cash-trapping).

საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების მწარმოებლები ახდენენ ტერმინალების აღჭურვას სპეციალური მოწყობილობებით, რომლებიც ეწინააღმდეგება პირადი მონაცემების მოპარვას მომხმარებელთა ბარათებიდან (ანტისკიმერები და სხვა), და ასევე აქტიურად ავითარებენ და ნერგავენ მონაცემთა უსადენო გადაცემის ტექნოლოგიებს. უსაფრთხოების დამატებითი ზომები აუტენტიფიკაციისას ასევე უზრუნველყოფენ სპეციალიზირებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ვიდეოთვალთვალის კომპლექსური სისტემები.

უპირატესობები

თვითმომსახურების მოწყობილობათა პარკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯების შემცირება

ბანკომატებზე მიტანილი იერიშების შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარეჯბი

სარეპუტაციო დანაკარგების თავიდან აცილება

უსაფრთხოების სამსახურის მუშაობისა და სადავო სიტუაციების გადაწყვეტის პროცესის გამარტივება

ბანკომატების პარკის მართვის ოპტიმიზაცია

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები