TransLink.iQ – წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ პლატფორმას POS-ტერმინალების ქსელის მართვისთვის და ტრანზაქციების მარშრუტიზაციისთვის. გარდა ამისა გადაწყვეტილება იძლევა ექვაირინგული მოწყობილობების ფუნქციონალის განვითარების საშუალებას, ახალი შესაძლებლობების დამატებით გადახდის ტერმინალების საბაზისო ფუნქციების ნაკრებზე.
პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას სისტემის ყველა ხელმისაწვდომი ფუნქცია სხვადასხვა მწარმოებლის POS-ტერმინალებზე მართვის ერთიანი ლოგიკის ფარგლებში.
პლატფორმა TransLink.iQ შემუშავებულია საერთაშორისო გადახდის სისტემების მოთხოვნათა გათვალისწინებით და შეესაბამება საბარათე ოპერაციების PCI PA-DSS უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტების მოთხოვნებს .
პროგრამული პლატფორმა TransLink.iQ შემუშავებასა და დანერგვას ახორციელებს კომპანია ASHBURN International, რომელიც შედის BS/2 ერთად Penki Kontinentai კომპანიების ჯგუფში. მეტის გაგება TransLink.iQ -ზე და კომპანია ASHBURN International] სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე
გადაწყვეტილება იძლევა სხვადასხვა ტიპის POS- ტერმინალების პარკის დისტანციური მართვის საშუალებას, პარამეტრების დაყენების, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და განახლების საშუალებას.
სისტემა აგროვებს და ერთიანი მომხმარებლის ინტერფეისის ფარგლებში ასახავს ინფორმაციას ყოველი POS- ტერმინალის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ქსელში, ასევე აკვირდება ტრანზაქციების ნაკადის მიმდინარეობის ინტენსიურობასა და სიჩქარეს და წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას თავად ტრანზაქციების შესახებ.
TransLink.iQ პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილი არქიტექტურა იძლევა გადახდის ტერმინალების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაფართოების საშუალებას, მოწყობილობებზე ახალი არაკლასიკური ფუნქციების დამატებით.
სპეციალური გადაწყვეტილება POS-ტერმინალებისთვის, რომელლიც შემუშავებულია TransLink.iQ პლატფორმის ბაზაზე, საშუალებას იძლევა რეალიზებულ იქნას მოწყობილობებზე ონლაინ-ფისკალიზაციის ფუნქცია საქონლის საფასურის გადახდისას (როგორც ბარათით ასევე ნაღდი ფულით) ამასთან მონაცემები ტრანზაქციის შესახებ ონლაინ რეჟიმში გადაეცემა ფისკალურ ორგანოებს.
მონაცემთა (RSA) დაშიფვრის ასიმეტრიული ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, TransLink.iQ იძლევა დაშიფვრის გასაღების მართვის ავტომატიზების საშუალებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ამ პროცესს,უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველყოფით.
TransLink.iQ აგროვებს მონაცემებს გადახდის ტერმინალების ქსელის მუშაობაზე და ტრანზაქციების მიმდინარეობაზე ონლაინ-მონიტორინგის მიზნით და გადმოტვირთავს მათ ცალკეულ ბაზაში რეტროსპექტიული ანალიტიკის ჩასატარებლად.
TransLink.iQ იძლევა ტრანზაქციების გაგზავნის საშუალებას სხვადასხვა ბანკ-ექვაირებში ბარათის პარამეტრებიდან გამომდინარე, რაც ამცირებს მერჩანტებისთვის ტრანზაქციების დამუშავების თვითღირებულებას და ზოგიერთ შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას გაწეულ იქნას ეკონომია სავაჭრო ექვაირინგის საკომისიოზე.
TransLink.iQ იძლევა გადახდის ტრანზაქციების მიწოდების საშუალებას სხვადასხვა პროცესინგულ ცენტრებში, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ექვაირინგულ სისტემებთან.
TransLink.iQ იძლევა ერთი ფიზიკური მოწყობილობის გამოყენების საშუალებას გადახდის განხორციელებისთვის საქონლისა და მომსახურების ხვადასხვა გამყიდველების სასარგებლოდ. ამგვარად, ერთი მოწყობილობის გამოყენება შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე მერჩანტს.
ტრანზაქციებს შესაძლებელია მიენიჭოს მესამე სისტემების იდენტიფიკატორები ( სადაზღვევო პოლისის, საბაჟო მოსაკრებელის, ჯარიმის, მომსახურე პერსონალის ID იდენტიფიკატორი) -ამგვარად მიმდინარეობს ნაკადის „გაფერადება“. ინფორმაცია გადახდების თაობაზე ექსპორტირდება მესამე სისტემებში, სადაც შეიძლება გამოიყენებოდეს გადახდების იდენტიფიკაციებისთვის.
გადაწყვეტილება TransLink.iQ იძლევა ტრანზაქციების ლოგიკური გაყოფის საშუალებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (მათ შორის ტრანზაქციები ერთი POS-ტერმინალიდან) და მათი გაშვებისა სხვადასხვა პროცესინგულ ცენტრებში და სხვა გარე სისტემებში.
კლიენტი შეიძენს მზა პროგრამულ გადაწყვეტილებას და განათავსებს მას საკუთარ ინფრასტრუქტურაში. კლიენტის მოთხოვნით შესაძლებელია POS-ტერმინალების შესაძლებლობების ფუნქციონალური გაფართოება, საჭირო ინტეგრაციების ჩატარება შიდა და გარე სისტემებთან.
კლიენტი იყენებს პროგრამულ გადაწყვეტილებას იჯარის უფლებით, ამასთან, თვით პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება კომპანია Penki kontinentai ინფრასტრუქტურაში.
კლიენტი გადასცემს POS- ტერმინალების პარკის მართვას, ტრანზაქციების მარშრუტიზაციის უზრუნველყოფას და ტრანზაქციების ნაკადის მონიტორინგს რეალური დროის რეჟიმში კომპანია Ashburn international, რომელიც შედის კომპანია Penki kontinentai შემადგენლობაში.
დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.