თქვენი ძირითადი მოვალეობები მოიცავს ბანკომატებზე და ტერმინალებზე ტექნიკურ მომსახურებას, აპარატურის ადგილზე გამართვას, ნაწილების შეკეთებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას. ასევე, თქვენ უზრუნველყოფთ ტერმინალების პარამეტრიზაციას, ინტეგრირებულ სისტემებთან დაკავშირებულ კონფიგურაციას და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების შესრულებას.
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს მესტიაში
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
- ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
- ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
- პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
- საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა.
მოთხოვნები:
- პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ავტომობილის დაზღვევას;
- ავტომობილის იჯარა;
- საკომუნიკაციო ხარჯებს;
- Fit pass ბარათს;
- ანაზღაურება: 900 ლარი (NET) + ზეგანაკვეთური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი მესტია
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!