თქვენი ძირითადი მოვალეობები მოიცავს ბანკომატებზე და ტერმინალებზე ტექნიკურ მომსახურებას, აპარატურის ადგილზე გამართვას, ნაწილების შეკეთებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას. ასევე, თქვენ უზრუნველყოფთ ტერმინალების პარამეტრიზაციას, ინტეგრირებულ სისტემებთან დაკავშირებულ კონფიგურაციას და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების შესრულებას.
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai" ჯგუფის, შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ლოკაცია: მესტია
განაკვეთი: სრული (I-V 09:00-18:00, 1 საათი შესვენება).
ანაზღაურება: 1250 - 1850 (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ძირითადი მოვალეობები:
- ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
- მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;
- მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
- ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
- EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
- საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯებისა და პარკირების გადასახადის ანაზღაურებას;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.