დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღონისძიებებსა და დღესასწაულებს. ამ გზით ხელს ვუწყობთ შევქმნათ მეგობრული ატმოსფერო და გავაძლიეროთ გუნდურობა.ბევრ ტრადიციას ვუზიარებთ ჩვენს კოლეგებს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს ღონისძიებები იყოს განსაკუთრებული და დაუვიწყარი.
აღვნიშნავთ მნიშვნელოვან პროფესიულ დღესასწაულებს ჩვენს ინდუსტრიაში, როგორიცაა კომპანიის დაბადების დღე, ბუღალტერიის საერთაშორისო დღე, ადამიანური რესურსების პროფესიული დღე, ტესტერთა დღე და პროგრამისტის დღე.
ბს/2 ჯორჯია ყოველწლიურად აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს. ქალთა მიღწევებისა და მათი მნიშვნელოვანი როლის აღსანიშნავად საზოგადოებასა და ბიზნესში.
ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ვიწვევთ პატარა გულშემატკივრებს ჩვენს ოფისში, სადაც საშუალება ეძლევათ გაეცნონ მშობლების ყოველდღიურ საქმიანობას და შეისწავლონ სამუშაო გარემო.
ასევე, ვაწყობთ შინაური ცხოველების დღეს. ჩვენს კოლეგებს შეუძლიათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები მოიყვანონ სამსახურში. ეს დღე სავსეა მხიარული ემოციებით, რადგან შინაური ცხოველები ოფისში პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნიან.
ჩვენი თანამშრომლებისთვის ვაწყობთ სხვადასხვა სახის ღონისძებას ოფისს გარეთ, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და ერთმანეთთან კომუნიკაციით. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანია, თანამშრომლებმა ისარგებლონ აქტიური გარე დასვენებით და გააძლიერონ გუნდური სული.
საშობაო დღესასწაული ჩვენს ოფისში წარმოუდგენელია ბავშვების ჟრიამულის გარეშე. ამ დღეს განსაკუთრებულად ვემზადებით. ვაწყობთ გასართობ ღონისძიებებეს თანამშრომლებისთვის და მათი შვილებისათვის, რომ დღესასწაული უფრო დაუვიწყარი და ჯადოსნური გახდეს.
საახალწლო ღონისძიება როგორც ყველასთვის, ასევე ჩვენთვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან ვაჯამებთ გასულ წელს და ტრადიციისამბერ ვაჯილდოვებთ თანამშრომლებს, სხვადასხვა კატეგორიებში.