ბს/2 ჯორჯია დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების გადამზადებას და ყოველთვის ცდილობს თითოეული წევრისთვის უზრუნველყოს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ინვესტიცია თანამშრომლების ტრენინგებსა და განვითარებაზე ზრუნვაა. მუდმივად ვეძებთ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც სურთ განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარები.
ეტაპობრივად ვახორციელებთ შიდა და გარე სასწავლო პროგრამებს, სემინარებსა და ვორქშოფებს იმისთვის, რომ კომპანიის თითოეულმა წევრმა სიღრმისეულად შეისწავლოს კომპანიის პროდუქტები.
ვაწყობთ საერთაშორისო სტაჟირებას და ტრენინგებს ბს/2 ჯორჯიას თანამშრომლებისთვის. ეს შესაძლებლობები საშუალებას აძლევს სპეციალისტებს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ესტონეთიდან, გაიარონ ტრენინგი ლიდერობის, გაყიდვების, პროექტის მენეჯმენტის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების სფეროში.
2023 წლის იანვარში, ბს/2-ის თანამშრომლები 8 ქვეყნიდან შეიკრიბნენ საერთაშორისო ტრენინგზე,სადაც განიხილეს პროგრამული პროდუქტები, შეამოწმეს აღჭურვილობა, დაასრულეს პროფესიული უნარების კურსები და შეაჯამეს გასული წლის შედეგები.