DN Series 450H – ეს არის მრავალფუნქციონალური ბანკომატი რეცირკულაციის სისტემით, რომელიც განკუთვნილია კედლებსშორის განსათავსებლად და თვითმომსახურების საბანკო არხის ფართოდ განვითარების შესაძლებლობას იძლევა. DN SeriesTM 450H დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ უფრო მეტი მოსახერხებელი მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება არამარტო ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
ბანკომატი DN Series 450H აღჭურვილია რეცირკულაციის მე-4 თაობის მოდულით – RM4H. დღეისთვის ეს ნაღდი ფულის რეცირკულაციის ყველაზე თანამედროვე სისტემაა, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად სწრაფად გამოიტანონ ან დეპოზიტზე შეიტანონ კუპიურების დიდი რაოდენობა.
თანამედროვე დიზაინის, ინტუიტური ინტერფეისის და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მომხმარებელი იღებს თვითმომსახურების მოსახერხებელ მოწყობილობას, რომლის მეშვეობითაც ბანკს შეუძლია შესთავაზოს მას მისთვის საჭირო პერსონალიზირებული მომსახურება.
ნაღდი ფულის რეცირკულაციის თანამედროვე მოდული და მაკომპლექტებელი დეტალების მაღლი ხარისხი უზრუნველყოფენ მოწყობილობის გაუმართაობის მიმართ მდგრადობის მაქსიმალური დონეს, რაც მომსახურების ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა და არსობრივად ამცირებს ტერმინალური ქსელის სერვისულ მომსახურებაზე დანახარჯებს.
ბანკომატი იყენებს გაზრდილი ტევადობის კასეტებს, რაც ზრდის ინკასაციის სამსახურის გასვლებს შორის დროს და უზრუნველყოფს თვითმომსახურების მოწყობილობის ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს.
DN Series 450H შესაძლებელია მიწოდებულ იქნას მონეტების დისპენსერის კომპლექტაციით, უკონტაქტო კარტრიდერით და QR-კოდის სკანერით, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თვითმომსახურების მოწყობილობის ფუნქციური შესაძლებლობები.
თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით ამ მოდელის ბანკომატები შეიძლება იქცეს მომსახურების ეფექტურ ფიზიკურ წერტილად, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთქმედების ელექტრონული არხით მიწოდებულ ყველა სერვისთან. ეს კი საბანკო მომსახურების ომნიარხული კონცეფციის რეალიზების საშუალებას იძლევა.
უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემა რეალიზებული როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ დონეზე, საშუალებას იძლევა მოწყობილობა დაცული იქნას ყველაზე გავრცელებული ფიზიკური და ლოგიკური შეტევებისგან.
გთხოვთ დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან..
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
აირჩიეთ ენა, რომელზეც ამ განყოფილების წაკითხვა გირჩევნიათ.
გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა გამოსაწერად.
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.