ემილიო კირისი

BS/2 Georgia-ს დირექტორი

BS/2 Georgia-ს დირექტორი ემილიო კირისი კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მიზანი, კომპანიის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა, ინოვაციების დანერგვა და ბაზარზე, მომსახურების უმაღლესი, ევროპული სტანდარტების უზრუნველყოფაა. ემილიო განსაზღვრავს კომპანიის განვითარების მიმართულებას და უზრუნველყოფს ოპერაციული თუ ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვას.

პროფესიული კარიერა

ემილიო კირისმა, კარიერა Penki Kontinentai ჯგუფში 2011 წელს დაიწყო. კომერციული დირექტორისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე მუშაობისას, მან დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებლიანი თანამშრომელი, სტრატეგიული ხედვითა და ინოვაციური მიდგომებით. მისი დაუღალავი შრომისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგად, ემილიო 2020 წელს BS/2 Georgia-ს დირექტორი გახდა. დღეს იგი ხელმძღვანელობს კომპანიის განვითარების სტრატეგიას, აქტიურად ეძებს ახალ შესაძლებლობებს და ზრუნავს, საქართველოს ბაზარზე, BS/2 Georgia-ს პოზიციების განმტკიცებასა და გაფართოებაზე.

ემილიო მიიჩნევს, რომ წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა პროფესიონალიზმი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თავისუფალ დროს ემილიო სიამოვნებით კითხულობს წიგნებს, სეირნობს და უყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა საქართველოში. ეს ყველაფერი ეხმარება მას მოდუნებაში და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში.

ხელმძღვანელობის მიდგომა

ემილიო ხელმძღვანელობაში პასუხისმგებლობისა და პატიოსნების პრინციპებს მისდევს. იგი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყოველთვის კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება და ეთიკური სტანდარტების დაცვა – ეს აძლიერებს თანამშრომლებსა და პარტნიორებს შორის ნდობას.

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გარემოში აუცილებელია მოქნილობა და ახალი მოთხოვნებისა და გამოწვევების მიმართ ადაპტაციის უნარი. ეს საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

მჯერა, რომ კომპანიის მომავალი ჩვენს უნარზეა დამოკიდებული – როგორ მოვერგებით ცვლილებებს, დავნერგავთ ინოვაციებს და შევინარჩუნებთ თანამშრომლების მაღალ მოტივაციასა და ჩართულობას. ძლიერი გუნდისა და განვითარებისკენ სწრაფვის გარეშე წარმატება შეუძლებელია!