სიახლეები

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას


2024 წლის 5 დეკემბერს ბაქოში, აზერბაიჯანში, გაიმართა მნიშვნელოვანი მოვლენა საცალო ვაჭრობის სამყაროში – Retail Business Brunch 2024. ღონისძიების ორგანიზატორი იყო BS/2- როგორც, საცალო სექტორისთვის გადაწყვეტილებების წამყვანი მომწოდებელი. შეხვედრაზე შეიკრიბნენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სავაჭრო აღჭურვილობების წარმომადგენლები – Diebold Nixdorf, DATALOGIC, SUNMI, SOTI და SIS Technology რათა წარედგინათ თავიანთი უახლესი მიღწევები ინდუსტრიის ლიდერებისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის და ლიტვის წარმომადგენლებმა.

BS/2 Retail Business Brunch-ის ძირითადი მიზანი იყო მონაწილეებისთვის საცალო ინდუსტრიის მსოფლიო ტენდენციების გაცნობა, ასევე ვაჭრობის სექტორში არსებულ, აქტუალურ გამოწვევებზე და პრობლემებზე დისკუსიის გამართვა. თანამედროვე ბაზარი მოითხოვს მონაწილეებისგან ცოდნის მუდმივ განახლებას და ინოვაციების დანერგვას, რამაც ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანი გახადა ინდუსტრიის განვითარებისთვის.

კომპანიამ BS/2-ის ინიციატივით დააარსდა საცალო ვაჭრობის ყველაზე აქტუალური საკითხების განსახილველი პლატფორმა. Retail Business Brunch გახდა ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც მიზნად ისახავს სავაჭრო პროცესების ოპტიმიზაციას, ხარჯების შემცირებას და კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მსგავსი ღონისძიების პირველი ანალოგი გაიმართა 2023 წელს და დიდი დაინტერესება გამოიწვია ბიზნეს-სექტორში.

ინოვაცია თნამედროვე საცალო ვაჭრობის სექტორისთვის

ყოველწლიურად საცალო ვაჭრობის ინდუსტრია ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდება და ტექნოლოგიები დღითიდღე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მყიდველების გამოცდილების შეცვლასა და ბიზნეს-ოპერაციების ტრანსფორმაციაში. Retail Business Brunch 2024-ზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მოწინავე პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარება საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებაში.

ღონისძიება გახდა ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, ინდუსტრიის ლიდერებისთვის, ისეთების როგორიცაა Diebold Nixdorf, DATALOGIC, SUNMI, SOTI და SIS Technology. მათი გადაწყვეტილებები მიმართულია ეფექტურობის გაზრდის, ხარჯების შემცირების და კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესებისკენ.

Retail Business Brunch 2024 მოიცავდა,  მონაწილეების მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პრაქტიკული ასპექტების განხილვის შესაძლებლობას. BS/2 გააგრძელებს ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც დაეხმარება საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეფექტურად გადაჭრან ამოცანები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა
2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024