სიახლეები

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

BS/2 და Liberty Bank-ის წარმომადგენლები ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს — მსოფლიო ლიდერს საბანკო მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში. ნიდერლანდებსა და გერმანიაში ვიზიტი ორგანიზებული იყო მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში, რომლის შეთანხმებაც გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

Liberty Bank-სა და BS/2-ს შორის პარტნიორობა მოიცავს ATM ქსელის გაფართოებას და თვითმომსახურების მოწყობილობების ფუნქციონალის გაუმჯობესებას თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებების გამოყენებით. ეს ყოველივე ბანკის მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელ და სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს თანამედროვე ფინანსურ სერვისებზე. გარდა ამისა, BS/2-ის პროდუქტების უსაფრთხოება უზრუნველყოფს Liberty Bank-ის მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხსა და სანდოობას გააუმჯობესებას.

Liberty Bank-ის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დავით მესხიძე – ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა მაისურაძე – ATM-ებისა და POS-ტერმინალების სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი და გიორგი ქოროღლიშვილი – ციფრული საბანკო მომსახურებისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.

BS/2-ის მხრიდან კი მონაწილეობდნენ ნიკოლაი ჟელნინსი – კომერციული მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ემილიო კირისი – BS/2 Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ): Diebold Nixdorf-ის პარტნიორთა მენეჯერი საბანკო სექტორში EECA რეგიონში – ანასტასია სერენკოვა; BS/2-ის კომერციული მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნიკოლაის ჟელნინსი; BS/2 Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი – ემილიო კირისი; Liberty Bank-ის ბანკომატებისა და POS ტერმინალების სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი – ვაჟა მაისურაძე; Liberty Bank-ის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დავით მესხიძე; Liberty Bank-ის ციფრული საბანკო მომსახურებისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი – გიორგი ქოროღლიშვილი.

Diebold Nixdorf Demo Center: ფოკუსი ინოვაციებსა და ხელმისაწვდომობაზე

ბიზნეს-ვიზიტი დაიწყო ნიდერლანდებში, უტრეხტში მდებარე  Diebold Nixdorf  – ის  დემო ცენტრით. სტუმრებს წარედგინათ ბანკის ფილიალების ტრანსფორმაციის თანამედროვე მიდგომები და ეკოსისტემების გამოყენების შესაძლებლობები მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციურ პროგრამულ გადაწყვეტილებებს.

შეხვედრაზე განიხილებოდა საბანკო აპლიკაციების განვითარების ძირითადი ტენდენციები, მათ შორის Vynamic® Connection Points 7-ის დანერგვა. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მომხმარებლების ურთიერთქმედების ოპტიმიზაციას ბანკომატებსა და სხვა თვითმომსახურების მოწყობილობებთან. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ნიკოლაის ჟელნინსი, BS/2-ის კომერციული მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:

Liberty Bank-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს Vynamic® Connection Points-ის მე-7 თაობის გადაწყვეტილების მიმართ, აღნიშნეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი . ბანკი ასევე დაინტერესდა Diebold Nixdorf-ის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შემუშავებული გადაწყვეტილებებით. ასეთ სისტემებს შორისაა ეკრანის ადაპტაციები მხედველობის პრობლემების მქონე მომხმარებლებისთვის, მათ შორის ტექსტის დიქტაციის ფუნქცია, ასევე სპეციალიზებული შესაძლებლობები სმენადაქვეითებული პირებისთვის.
Liberty Bank-ი დადებითად აფასებს წარმოდგენილ ტექნოლოგიებს და უკვე განიხილავს მათ ნაწილობრივ ან სრულად დანერგვას თავიანთ პროექტებში.

Diebold Nixdorf-ის აღჭურვილობის წარმოების პროცესის გაცნობა

გერმანიის ქალაქ პადერბორნში დელეგაცია ეწვია Diebold Nixdorf-ის სათავო ოფისს. შეხვედრის საგანი მოიცავდა თანამედროვე ბანკების სტრატეგიული გამოწვევების განხილვასა და გლობალურ ტენდენციებს საბანკო ინდუსტრიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების საკითხებს და თვითმომსახურების მოწყობილობების თავდასხმებისგან დაცვის მექანიზმებს.

 

სტუმრებს წარედგინათ DN Series Systems-ის გადაწყვეტილებების პორტფელი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და საბანკო აღჭურვილობის ინდუსტრიაში ახალ სტანდარტს აყალიბებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა Diebold Nixdorf-ის წარმოების ხაზის მოწყობილობების გაცნობა. Liberty Bank-ისა და BS/2-ის დელეგაციამ დეტალურად განიხილა მაღალი ტექნოლოგიური მოწყობილობების შექმნის პროცესი, რომლებიც საბანკო ინდუსტრიაში, მთელ მსოფლიოში  გამოიყენება.

ემილიო კირისი, BS/2 Georgia-ს დირექტორი 

ვიზიტის ფარგლებში განხილულ ძირითად ტენდენციებს შორის გამოვყოფდი საბანკო ოპერაციების ოპტიმიზაციას ისეთი მოწინავე გადაწყვეტილებების გამოყენებით, როგორიცაა VCP 7-ის პროგრამული პლატფორმები ATM-ებისა და თვითმომსახურების POS-ტერმინალების მართვისთვის. დიდი მონაცემების (Big Data) ანალიტიკას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს – BS/2-ის DS Center.iQ-ის მსგავსი გადაწყვეტილებები ბანკებს მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პერსონალიზებული სერვისების შეთავაზებაში ეხმარება.

ამგვარი ღონისძიებების ორგანიზება მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაძლიერებისთვის. ეს არა მხოლოდ მიმდინარე პროექტებზე სასაუბროდ შესანიშნავი შესაძლებლობაა, არამედ იდეების გაცვლის, ახალი პერსპექტივების აღმოჩენისა და მომავლის ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბების პლატფორმაც. Liberty Bank-თან თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაცია, Liberty Bank-ი საშუალებას გვაძლევს, ინოვაციები გავუზიაროთ ერთმანეთს და მნიშვნელოვანი უკუკავშირი მივიღოთ. ეს ერთობლივი მუშაობა ხელს გვიწყობს, გაუმჯობესებული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ მომხმარებლებს და საუკეთესო სტრატეგია ვიპოვოთ თანამედროვე გამოწვევებისთვის

გიორგი ქოროღლიშვილი, Liberty Bank-ის ციფრული საბანკო მომსახურებისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი:

ვიზიტი Diebold Nixdorf-ის სათავო ოფისში განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო, რომ გავცნობოდით საბანკო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და კიდევ უფრო გაგვემყარებინა თანამშრომლობა BS/2-თან. წარმოდგენილი ინოვაციური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით თვითმომსახურებისა და საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, სრულად შეესაბამება Liberty Bank-ის ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და cutting-edge ფინანსური სერვისების დანერგვას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და ველით ამ ტექნოლოგიების დანერგვას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საბანკო ეკოსისტემა.

როგორც Diebold Nixdorf-ის ოფიციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში, BS/2 განაგრძობს თავის მომხმარებლებისთვის საბანკო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის საუკეთესო გლობალურ გადაწყვეტილებებზე წვდომის უზრუნველყოფას.

BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი კომპანია და უზრუნველყოფს საბანკო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას ფინანსური ინსტიტუტებისთვის და სავაჭრო-სამომსახურებო საწარმოებისთვის 80 ქვეყანაში. ლიეტუვური კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ესპანეთში. BS/2-ის პროგრამული გადაწყვეტილებები მსოფლიოს ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს ოპტიმიზაცია გაუწიონ ბიზნესპროცესებს და შესთავაზონ ახალი სერვისები მომხმარებლებს.

Diebold Nixdorf არის მსოფლიო ლიდერი საბანკო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. 160 წელზე მეტი ისტორიის მქონე კომპანია ემსახურება მსოფლიოს 100 უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციის უმეტესობას. Diebold Nixdorf ლიდერობს გლობალურ ბანკომატების ბაზარზე, როგორც დაინსტალირებული ერთეულების რაოდენობით, ასევე საბაზრო წილით, და წლიურად დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს. 2023 წელს კომპანია IDC FinTech-ის გლობალურ რეიტინგში ტოპ-10 კომპანიას შორის მოხვდა.

Liberty Bank არის ყველაზე ფართო საბანკო ქსელი საქართველოში, რომელიც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონ მომხმარებელს. Liberty-ს აქვს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ინფრასტრუქტურა – 360-ზე მეტი მომსახურების ფილიალი, 640-ზე მეტი ბანკომატი, აგრეთვე თვითმომსახურებისა და POS ტერმინალები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბანკი ორიენტირებულია მომხმარებელზე მორგებულ მიდგომაზე და სთავაზობს მრავალფეროვან საბანკო პროდუქტებს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე პატარა და საშუალო ბიზნესებს.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა
2025-02-14

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024