სიახლეები

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რიგით VIII საერთაშორისო საბანკო ფორუმი 2024 (IBF 2024)  გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური მოვლენაა ქვეყნის საბანკო სექტორში. ფორუმი დაეთმო თემას „სანდო, უსაფრთხო და მდგრადი ბანკინგი“. ღონისძიებაზე BS/2-მა წარადგინა თავისი პროგრამული გადაწყვეტილებების ახალი ვერსიები და თანამედროვე ბანკინგის აღჭურვილობები.

IBF 2024-მა გააერთიანა 100-ზე მეტი წამყვანი კომპანია, 1000 მონაწილე და 50 სპიკერი. ჩატარადა 8 პანელური დისკუსია. ღონისძიებიების მონაწილეებს შორის იყვნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის უმაღლესი ხელმძღვანელობა, ეკონომიკური რეფორმების და კომუნიკაციების ანალიტიკური ცენტრის, ბანკების რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტოს, აზერბაიჯანის ბანკების ასოციაციის და ცენტრალური აზიის ფინტექ ასოციაციის წარმომადგენლები.

 

ფორუმის ძირითადი პროგრამის გარდა, მონაწილეებისთვის ორგანიზებული იყო სხვადასხვა ინტერაქტიული ღონისძიებები, რომელიც ისახავდა მიზნად, პროფესიული უნარების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და ბიზნეს-კავშირების გამყარებას. ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო, ვებინარები და სემინარები, სადაც წამყვანი ექსპერტები ერთმანეთს უზიარებდნენ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ბანკინგის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებზე.

გარდა ამისა, VIII საერთაშორისო საბანკო ფორუმზე ორგანიზებული იყო საგამოფენო ზონა, სადაც საკუთარი სტენდები წარადგინეს აზერბაიჯანის წამყვანმა ბანკებმა. Azer Turk Bank-მა მონაწილეებს Diebold Nixdorf DN Series სერიის ბანკომატის მუშაობის პროცესი გააცნო. სტენდის ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ ინოვაციური გადაწყვეტილება მოქმედებაში.

BS/2 IBF 2024-ზე: ბანკომატების და ფულის ბრუნვის მართვის მოწინავე გადაწყვეტილებების დემონსტრაცია

BS/2 იყო VIII საერთაშორისო საბანკო ფორუმის პრემიუმ სპონსორი, ვინაიდან აზერბაიჯანის ბაზარი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია ორგანიზაციისთვის. კომპანია მიზნად ისახავს ამ ბაზრის განვითარებას და საბანკო სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ფორუმის ფარგლებში BS/2-მა წარადგინა თავისი პროგრამული გადაწყვეტილებების ახალი ვერსიები:

ATMeye.iQᴺᴳ – ბანკომატის გაუმჯობესებული უსაფრთხოება და მონიტორინგის სისტემა.

Cash Management.iQ – ფულადი ნაკადისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაცია

Payments.iQᴺᴳ –გადახდების დამუშავების გადაწყვეტილება

DS Center.iQ – თანამედროვე გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემა, რომელიც ბანკებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა წყაროდან მოახდინონ მონაცემების ინტეგრირება

TransLink.iQ – ტრანზაქციების სანდოობის მართვა.

BS/2-ის პროგრამულმა გადაწყვეტილებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ფორუმის მონაწილეთა შორის, რადგან იეს გადაწყვეტილებები ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგონ ცვალებად ბაზრის პირობებს და მომხმარებლებს უზრუნველყონ სანდო, თანამედროვე და უსაფრთხო სერვისები.

პროგრამული ინოვაციების გარდა, BS/2-ის სტენდი მოიცავდა ჩვენი გლობალური პარტნიორების აპარატული გადაწყვეტილებების ჩვენებას, როგორიცაა Diebold Nixdorf, Sargent & Greenleaf, SUNMI, Magner, Teltonika, Julong და Henkovac.

კომპანიამ Sargent & Greenleaf წარადგინა A-series სერიის ლუქები, რომლის დემონსტრაცია მოხდა Diebold Nixdorf ბანკომატებზე. ვიზიტორებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ ამ მოწყობილობების ინტეგრაცია Cash Management.iQ სისტემასთან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს და ინკასატორების მომსახურების მუშაობის ოპტიმიზაციას.

BS/2 და „კაპიტალბანკის“ ერთობლივი გამოცდილება: ბანკომატების ქსელის ოპტიმიზაცია უზბეკეთში

ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ: BS/2-ის სტრატეგიული მიმართულებების განვითარების დირექტორის მოადგილე კირილ ოვსიანნიკოვი და AKB „კაპიტალბანკის“ ბიზნეს-ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი დენის კოხაევი (უზბეკეთი).

საერთო გამოსვლის დროს თემაზე „ყველაზე ფუნქციონალური ბანკომატების ქსელის შექმნა უზბეკეთში: AKB „კაპიტალბანკის“ გამოცდილება“, დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბანკომატების ქსელი რეგიონში BS/2-ის პროგრამული გადაწყვეტილებების დახმარებით. პრეზენტაციაში სპიკერებმა ისაუბრეს აღნიშნული გადაწყვეტილებების დანერგვის პრაქტიკულ გამოცდილებასა და მიღწეული თანამშრომლობის შედეგებზე.

IBF 2024-ის განმავლობაში BS/2-ის სპეციალისტებმა წარადგინეს თავისი პროგრამული პროდუქტების ახალი ვერსიები და გამართეს შეხვედრები აზერბაიჯანის წამყვანი ბანკების წარმომადგენლებთან. მიღებული უკუკავშირი წარმოადგენს ფასდაუდებელ ინფორმაციას და იქნება გათვალისწინებული კომპანიის გადაწყვეტილებების შემდგომი განვითარების პროცესში. BS/2 გააგრძელებს მუშაობას ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტების შექმნაზე საბანკო სექტორისთვის.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა
2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024