კომპანიის შესახებ

30 წელზე მეტია, რაც ვქმნით სპეციალიზებულ ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის,  საფინანსო დაწესებულებებისთვის, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების საწარმოებისთვის. BS/2-ის პროგრამული გადაწყვეტილებები კომპანიებს და ფინანსურ ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში ბიზნეს-პროცესების ორგანიზებისა და ავტომატიზაციის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, მომხმარებელბისთვის ახალი მომსახურების და სერვისების მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.

BS/2 მსოფლიოში, საბანკო მოწყობილობების  უმსხვილესი მწარმოებლის Diebold Nixdorf -ის ოფიციალური წარმომადგენელია. ჩვენ უზრუნველვყოფთ Diebold Nixdorf-ის მოწყობილობების ჩამოტანას, მიწოდებასა და მომსახურებას, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.

BS/2 შედის Penki kontinentai კომპანიის ჯგუფის შემადგენლობაში და ემსახურება მსოფლიოს 80 ქვეყანას.

მისია, ფილოსოფია, კომპანიის ღირებულებები

Penki kontinentai საწარმოთა ჯგუფი ასობით კვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, ფინანსური ინსტიტუტებისა, კომერციული კომპანიებისა და კერძო პირებისთვის.

ჩვენ ხელს ვუწყობთ ტექნოლოგიურ პროგრესს და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, გთავაზობთ ყველაზე პერსპექტიულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომხმარებლების წარმატებას გლობალურ ბაზარზე. ორიენტირებულ ვართ ჩვენი კლიენტების საკვანძო საჭიროებებზე, ვთავაზობთ მათ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს დასახული მიზნების მისაღწევად.

მისია

ჩვენი მისია ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებაა, რაც ჩვენს მომხმარებელს საკუთარ ბიზნესზე ფოკუსირების შესაძლებლობას აძლევს.

ფილოსოფია

ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო საბანკო ტექნოლოგიური კომპანია და შემოგთავაზოთ ყველაზე პერსპექტიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი კლიენტების წარმატებას გლობალურ ბაზარზე.

ღირებულებები

ჩვენი მთავარი ღირებულება - ხალხია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვენდობით მათ პროფესიონალიზმს და ერთად ვწყვეტთ ნებისმიერ ამოცანას.

კომპანიის ისტორია

2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
  • დაარსდა შვილობილი კომპანია ქალაქ ალიკანტეში (ესპანეთი)
  • კომპანია BS/2-მა მიიღო შემდეგი ჯილდოები
    • Best Performance 2023/2024 (Diebold Nixdorf Award)
    • Best Strategic Win 2023/2024 in Georgia (Diebold Nixdorf Award)
    • Best Strategic Win 2023/2024 in Uzbekistan (Diebold Nixdorf Award)

სერტიფიკატები

კომპანია BS/2 ყოველწლიურად გადის სერტიფიცირებას ITIL V3, ISO-20000 და ISO-27001 სტანდარტებთან შესაბამისობაზე

BS / 2 პროგრამული პროდუქტები აღიარებულია მსოფლიო დონეზე და დაიმსახურა არაერთი საერთაშორისო ჯილდო.

BS / 2 არის წამყვანი არაკომერციული სავაჭრო ორგანიზაციის ATMIA International Association-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს თვითმომსახურების საბანკო ინდუსტრიას მსოფლიოში.

[სერტიფიკატები: ISO 27001, ISO 20000, ITIL V3, PCI PA-DSS]

Best Performance 2022/2023

ჩვენი კლიენტები

BS/2 კლიენტები არიან ფინანსური ორგანიზაციები, საცალო ვაჭრობის ორგანიზაციები, სერვისისა და ინკასაციის სამსახურები, რომლებიც ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვიან .

ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორები

კომპანია BS / 2 არის Diebold Nixdorf-ის ოფიციალური პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში და თანამშრომლობს ვაჭრობისა და მომსახურების საწარმოებისთვის მოწყობილობების მწარმოებლებთან, ასევე კომპანიებთან, რომლებიც შეიმუშავებენ ინოვაციურ პროგრამულ გადაწყვეტილებებს საბანკო და სავაჭრო სექტორისთვის, სთავაზობს თავის მომხმარებელს ოპტიმალურ პროგრამულ უზრუნველყოფას და აპარატურულ გადაწყვეტილებებს მათი ბიზნესისთვის.

ჩვენი პროექტები

Management and experts

იდრაკას დადაშოვას

Penki Kontinentai Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე

აუქსი გლავინსკიენი

საოპერაციო დირექტორი

თახმასიბ დადაშევი

უფროსი ანალიტიკოსი

სერვისები

ტერმინალური ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი

დაწვრილებით

ექვაირინგის ქსელის აუტსორსინგი

დაწვრილებით

საკონტაქტო მონაცემები

ბს/2 ჯორჯია

თბილისი, პიმენ ყურაშვილის ქ. 6

ტელ: +995 322 422 200
ელ.ფოსტა: info.ge@bs2.lt

საბანკო ანგარიში: GE10BG00000000000887027800

ბანკი: საქართველოს ბანკი
SWIFT: BAGAGE22
VAT Payer Code: 205274291

BS/2 Office
Service center

შეიყვანეთ საკონტაქტო მონაცემები

დაკავშირება BS/2 სპეციალისტებთან ან ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორთან თქვენს ქვეყანაში.

ჩვენ მივიღეთ თქვენი მოთხოვნა!

ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.