უფროსი პროექტების მენეჯერი
Full-time გაყიდვების დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება კომპანიაში არსებული ყველა პროექტის ინფორმაციის შეგროვება, გეგმის შედგენა და პროცესის მართვა/ზედამხედველობა და ასევე პროექტში ჩართული პირების კოორდინაცია .

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ უფროს პროექტების მენეჯერს

შპს ,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას.  ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.  ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

 

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)

ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • კომპანიაში არსებული ყველა პროექტის ინფორმაციის შეგროვება, გეგმის შედგენა და პრცესის მართვა/ზედამხედველობა;
  • პროექტების ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
  • პროექტის ვადების კონტროლი და უზუსტობის შემთხვევაში მითითებების გაცემა, პროცესების დაჩქარების მიზნით;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება;
  • პროექტის რისკების შეფასება და პრევენცია;
  • პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება;
  • არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება;
  • პროექტის ფარგლებში ჩართული პირების კოორდინაცია;
  • პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა;
  • პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება;
  • შიდა პროცესების კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; რომლებიც დაკავშირებულია სატრანზაქციო საბანკო მოწყობილობების გაშვებასთან და მომსახურებასთან;
  • პროექტის დოკუმენტაციის ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება და ფიქსაცია;
  • ვენდორებისა და კლიენტების ტექ. მხარდაჭერის სამსახურთან თანამშრომლობა, კლიენტის მხარეს პროდუქტის დანერგვა, ანგარიშების მოხსენება;
  • მონაწილეობის მიღება სამუშაოებსა თუ პროექტებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან და შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებები, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სერთიფიკატი პროექტმენეჯერის;
  • Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
  • პროექტების მართვაში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 /C1 ;
  • დაგეგმარებისა და დელეგირების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობა;
  • დროის სწორად განაწილების უნარი.

 

Სასურველია იცოდეთ:

  • Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Გამოცდილება მხარდაჭერის მსგავს პროგრამასთა ან/და პროცესთან მუშაობის;
  • Ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.

 

 ჩვენ  გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit Pass ბარათს;
  • ანაზღაურება: 6500 – 7000 ლარი ( NET)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - უფროსი პროექტების მენეჯერი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!