სერვის დესკის ოპერატორი
Full-time ტექნიკოსი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება, დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიის შიდა პროგრამებში; შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი, ინციდენტების დაფიქსირება, მონიტორინგი და უკუკავშირი.

სერვის დესკის ოპერატორი

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვის დესკის ოპერატორი

,,ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
,,ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ცვლადი გრაფიკი (თვეში არ აჭარბებს 160 საათს)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • Vynamic view-ის მონიტორინგი
  • დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიის შიდა პროგრამებში
  • საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან
  • E – Mail - ით შემოსული ინციდენტების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი.
  • შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი (საკომუნიკაციო პლატფორმები)
  • ფისკალური ტერმინალის დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე.

ჩვენ ვითხოვთ:

  • უმაღლეს განათლებას (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);განიხილება სტუდენტიც.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია);
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლებს;
  • პასუხისმგებლობის გრძნობას;დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს; კომუნიკაციის უნარებს;
  • ენების ცოდნას: ქართული, რუსული, ინგლისური.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
  • Fit pass ბარათს;
  • ანაზღაურებას 1000 ლარიდან (ხელზე ასაღები/Net).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - სერვის დესკის ოპერატორი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!