საწყობის თანამშრომელი
Full-time საწყობი
თბილისი, საქართველო

საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა, საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას , რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

 

ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).

გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V 09:00-18:00.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა;
  • საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
  • სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამეურნეო საქონლის შესყიდვა და დასაწყობება;
  • პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
  • საქონლის შიდა პროცედურების შესაბამისად განთავსება და მარკირება;
  • მიწოდებასა და ლოჯისტიკის სხვა საკითხებში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა: რუსული კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)

ჩვენ გთავაზობთ:

  • · პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
  • · ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • · საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • · Fitpass ბარათს.