საწყობის თანამშრომელი
Full-time საწყობი
თბილისი, საქართველო

ბს/2 ჯორჯიას გუნდში ვეძებთ საწყობის თნამშრომელს, რომელიც გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** საწყობში შემომავალი ქონების ბრუნვის გაკონტროლება და პროგრამაში აღრიცხვა;
** ინვენტარის გადაწერა პროგრამულად ტექნიკოსებზე და გაცემა;
** საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
** სამეურნეო საქონლის შესყიდვა დასაწყობება;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მართვის მოწმობა;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური ენა / რუსული ენა;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fitpass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ფიქსირებულ ხელფასს + ზეგანაკვეთურს (არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - საწყობის თანამშრომელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!