საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა; საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი; სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება.
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.
- ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
- გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V 09:00-18:00.
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა;
- საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
- სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება
- ;
- სამეურნეო საქონლის შესყიდვა და დასაწყობება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
- საქონლის შიდა პროცედურების შესაბამისად განთავსება და მარკირება;
- მიწოდებასა და ლოჯისტიკის სხვა საკითხებში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა: რუსული კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)
ჩვენ გთავაზობთ:
- · პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- · ჯანმრთელობის დაზღვევას;
- · საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
- · Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - საწყობის თანამშრომელი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!