პოს – ტერმინალების ტექნიკოსი
Full-time ტექნიკოსი
თბილისი, საქართველო

შემოუერთდი ჩვენს გუნდს პოს – ტერმინალების ტექნიკოსის პოზიციაზე.

,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki Kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას.

ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:

გარკვეული ცოდნა IT სფეროში;

პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უცხო ენების ფლობა;
თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;
საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
Fit pass ბარათს;
სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით/ბონუსი (+ ზეგანაკვეთური არსებობის შემთხვევაში)
ავტომობილის დაზღვევას
ავტომობილის იჯარას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ aატვირთოთ ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - ტერმინალების ტექნიკოსი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!