პოს კოორდინატორი
Full-time ტექნიკოსი
თბილისი, საქართველო

ბს/2 ჯორჯიას გუნდში, ვეძებთ პოს კოორდინატორს

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
** დახურული დავალებების გადამოწმება და პროგრამულად დახურვა;
** მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
** სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელისგან, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
** Fit pass ბარათს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს კოორდინატორი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!